Administrator » September 3, 2009
“ვიტეკი”
ეს აბრევიატურა (შემოკლება) იშიფრება როგორც: Variable Valve Timing and Lift Electronic Control. ანუ – ”გაზგამანაწილებელი სარქველის გახსნის მომენტის და დონის მართვის ელექტრონული მართვა” – უფრო მარტივად – ”კლაპნების” – მუშაობის მართვა.
ცნობილია, რომ ძრავის მახასიათებლებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ სარქველების (კლაპნების) მიერ საწვავის შეშვების და გაზების გამოშვების ფაზები.
მაგალითად: სპორტსმენები ამ რეგულირებას მხოლოდ გამანაწილებელი ღერძის მუშტების (”რასპრედვალის კულაჩოკების”) ფორმის ცვლით აღწევენ. ასეთ შემთხვევაში ძრავი მაქსიმალურ სიმძლავრეს მხოლოდ მაღალ ბრუნთა რიცხვზე იძლევა და აუცილებლად კარგავს საშუალოსა და დაბალზე. (more…)
Administrator » September 2, 2009

რაზეა დამოკიდებული საწვავის ხარჯვა?
”20 საშუალება, როგორ დავწვათ ბენზინი სწრაფად”:
- დაგვიანებული ანთება (Позднее зажигание) – ყოველ 1 გრადუს წანაცვლების კუთხეზე 1%-ით მეტი წვა.
- ანთების სანთელზე ელექტროდებს შორის არასწორი ღრეჩო (зазоры), ან სანთლის მუშაობაში წყვეტები (перебои) – 10%
- ჩართული ახლო განათების მაშუქები (Ближний свет фар) – 5%, შორი განათების მაშუქები – 10%.
- გამაგრილებელი სითხის სამუშაო ნორმაზე ნაკლები ტემპერატურა – 10%. ცივი ძრავით მოძრაობა 20%. (more…)
Administrator » September 2, 2009
ავტომობილის თვლები

(საბურავები – დისკები)
საბურავების ისტორია
1846 წელს რობერტ უილიამ ტომსონმა კაუჩუკისგან დაამზადა პირველი ელასტიური საბურავი.
1888 წელს შოტლანდიელმა ჯონ დანლოპმა შექმნა პნევმატური (გასაბერი) საბურავი
1890 წელს ჩალდ კინგსტონ ულტჩმა განაცალკევა საბურავი და კამერა, საბურავის გვერდებში ჩასვა მეტალის მავთულები და დასვა დისკზე, რომელსაც მოგვიანებით შუა ადგილი ჩაუღრმავეს. (more…)
Administrator » September 1, 2009
ძრავის ტიპები დგუშების განლაგების მიხედვით (more…)
Administrator » August 30, 2009
როგორ მუშაობს ავტომობილის კონდინციონერი

კონდინციონერის ჩართვისას კომპრესორის ელექტრომაგნიტური მუფტა (1) მიიზიდავს მიმჭერ დისკოს (3) და მიაწებებს შკივს (2), რომელიც ღვედითაა დაკავშირებული ძრავის შკივთან და მუდმივად ბრუნავს. კომპრესორი (1) ამუშავდება და ფრეონის აირს წნევით მიაწვება კონდენსატორისკენ (4), ამის გამო ფრეონი ძალიან გახურდება, მაგრამ კონდენსატორში (4) იგი შემხვედრი ჰაერის ნაკადით გაცივდება, რაშიც მას ვენტილატორიც (5) დაეხმარება. (more…)
Administrator » August 26, 2009

გახვრეტილი საბურავი – ეს ყოველთვის ძალიან ცუდია . დაშვებული საბურავის შესახებ ჯობია , ადრევე შეიტყვოთ – სწორედ ამაში დაგეხმარებათ წნევის საზომი საბურავებში .
როგორ მუშაობენ წნევის საზომი ხელსაწყოები საბურავში?
პირველი პატენტი საბურავზე 1846 წელს გაიცა და მას შემდეგ ისინი გამუდმებით „იხვრიტებიან“. ყველასათვის ცხადია, რომ დაშვებული საბურავი – არაფერ კარგს არ მოიტანს. არც დაბალი წნევაა ნაკლებად საშიში: „ყოველდღიური მომსახურეობის“ ინსტრუქციებში „საბურავებში წნევის გაზომვის“ პუნქტი ერთ- ერთი პირველი ტყუილად კი არ არის. (more…)
Administrator » August 25, 2009
ავტომობილის ფარის ევოლუცია
1895 – ნაპერწკლიანი და ბენზინის ლამფები
1908 – ელექტრული ნათურა ცალკე აკუმულატორით
1913 – “Bosh light” იყენებს ფარების განათებისთვის დინამოს და ძაბვის რეგულატორს
1915 – გამოჩნდა ცალკე შორი და ცალკე ახლო განათების ფარები დამოუკიდებელი რეგულირებით
1924 – ერთ შუშის კოლბაში ჩამონტაჟდა ახლო და შორი განათების ორი ნათურა. შესაძლებელი გახდა ერთი შუქამრეკლის გამოყენება (more…)
Administrator » August 23, 2009
დანიშნულება:
ცნობილია, რომ ავტომობილის ძრავში მოძრავი დეტალების დიდი რაოდენობა ეხება ერთმანეთს. სწორედ მათ ზედაპირებს შორის, ხახუნის სრიალად გადაქცევას ემსახურება საავტომობილო ზეთი. ძრავის ზეთი საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობს (მაღალი წნევა და ტემპერატურა), ამიტომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დეტალების ზედაპირზე შექმნას ზეთის მყარი და თხელი აპკი, რითაც გამორიცხავს მათ უშუალო ხახუნს და ცვეთას;
(more…)
Administrator » August 22, 2009

დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი!
ავტო-საგზაო შემთხვევის დროს სწორად შეკრული ღვედი:
- გაკავებთ და არ გაძლევთ საშულებას იტყეოდეთ და მანქანის შიგნით ეჯახებოდეთ მყარ ნაწილებს, ასევე სხვა მგზავრებს;
- გაკავებთ და მანქანიდან გადმოვარდნის საშუალებას არ გვაძლევს;
(more…)
Administrator » July 18, 2009
რა არის და რისი მაქნისია ლამბდა ( λ ) ზონდი?
თუ თქვენმა ავტომობილმა “მოულოდნელად” დაკარგა წევა (тяга), მოუმატა წვას და გამონაბოლქვში გაიზარდა CO (ნახშირჟანგი), სახელოსნოში ალბათ გეტყვიან – “ლამბდა” გაფუჭდაო. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ბევრმა ხელოსანმა ნაკლებად იცის რა არის ეს და ეჭვი მაქვს, რომ თქვენ უფრო ნაკლებად.
(more…)