მოხვევის მანიშნებელი ციმციმა

ავტომობილის უსაფრთხო მართვის ერთერთი მთავარი კომპონენტი არის თქვენი დროული მინიშნება თქვენს წინ, უკან ან გვერდით მოძრავ ავტომობილის მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებს დროულად შეატყობინოთ თქვენი უახლოესი მოსალოდნელი მანევრის შესახებ. მერწმუნეთ, მოხვევის, მობრუნებისას ან ზოლის შეცვლისას მოხვევის მანიშნებელი ციმციმას დროულად ჩართვა საერთოდ არ არის რთული პროცესი და მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს მოგეთხოვება კანონით! სხვა მძღოლებთან და ქვეითად მოსიარულეებთან ასეთი სახის დროული კომუნიკაცია ერთერთი კარგი საშუალებაა მოსალოდნელი ინციდენტის პრევენციისთვის. (more…)

ავტომობილის მართვა ზამთარში

ავტომობილის მართვა თოვლიან და მოყინულ გზებზე არის რთული და სტრესული პროცესი. როდესაც თქვენი ავტომობილი ზამთრის ამინდებისთვის სათანადოდ არის აღჭურვილი, შესაძლოა სხვა შემხვედრი ან თქვენს გვერდით მიმავალი ავტომობილი არის იყოს შესაბამისად მომზადებული ზამთრის გზებისთვის და შესაბამისად არ იცით რამდენად კონტროლის ქვეშ აქვს საჭე მძღოლს. (more…)

GPS

რა არის GPS

The Global Positioning System (შემოკლებით GPS) არის აშშ-ის გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა.
გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) წარმოადგენს თანამგზავრული სანავიგაციო სისტემას, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს. ეს თანამგზავრები ორბიტაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გაიყვანა. თავდაპირველად GPS სამხედრო გამოყენებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ 1980-იან წლებში მთავრობამ სისტემა სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსაყენბლადაც ხელმისაწვდომი გახადა. GPS ნებისმიერი ამინდის პირობებში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. GPS-ის გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე სააბონენტო ან საინსტალაციო გადასახადების გადახდა. (more…)

ავტომობილის მართვა წვიმაში

ავტომობილის მართვა წვიმაში

წვიმის დროს ავტომობილის სარკეები და ფანჯრები გარედან იფარება წყლის წვეთებით და შედეგად საგრძნობლად იზღუდება ხილვადობას. ასევე ავტომობილის შიგნით და გარეთ ტემპერატურათა სხვაობის გამო შიგნიდან იორთქლება მინები, რაც ქმნის დამატებით პრობლემებს ნორმალური ხილვადობისთვის.

(more…)

საკონტროლო ნათურები

საკონტროლო ნათურები ხელსაწყოების პანელზე

ძრავში ზეთის დონის საკონტროლო ნათურა. როდესაც ეს ნათურა ინთება ეს მიანიშნებს იმაზე რომ ძრავში ზეთი არ არის ან მისი მოცულობა 0.8 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია. გამორთეთ ძრავი, ავტომობილის ექპლუატაცია დაუშვებელია.

(more…)

ბავშვის უსაფრთხოება ავტომობილში

ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლები
  • 12 წლამდე ბავშვის მანქანის  წინა   სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია,  რადგან ავტო-შეჯახებისას  ბავშვი წინა სავარძელზე ყოვლად დაუცველია. საჰაერო ბალიშის გაშლა  ხშირად ბავშვის  მძიმედ დაშავების მიზეზი ხდება;
  • არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია; (more…)

საქარე მინის საწმენდი

ჭუჭყიანი საქარე მინა საგრძნობლად ამცირებს მხედველობის არეს და ხელს უშლის მძღოლს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში. საქარე მინის მწმენდი გამოიყენება საქარე მინის გასაწმენდად წყლის, თოვლის და ტალახიანი შხეფებისაგან. მტვრის და ტალახიანი შხეფების მოსაშორებლად ასევე გამოიყენება წყლის მისასხურებელი მოწყობილობა. საქარე მინის მწმენდის ძირითადი ნაწილებია: ძრავი, ხარიხა, ღერო, ჩარჩო და რეზინის საწმენდი. ელექტროძრავის საშუალებით რეზინის საწმენდები სრიალებს საქარე მინაზე და ასუფთავებს მას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყლის შესხურებაც. (more…)

დიზელის ძრავი

როგორ მუშაობს დიზელის ძრავი?

ზოგადად:
ძრავი რომელიც საწვავად დიზელის საწვავს (სოლიარი) იყენებს.
ძირითადი განსხვავება ბენზინის ძრავისგან მდგომარეობს საწვავის მიწოდების და მისი აალების ხერხში.
ბენზინის ძრავში საწვავი და შეწოვილი ჰაერი კარბურატორში აირევა და ისე მიეწოდება ცილინდრს სადაც ეს ნაზავი განსაზღვრულ მომენტში ანთების სანთლის საშუალებით ფეთქდება.
(more…)

სამუხრუჭე სითხეები

მუხრუჭის პედალზე (9,8) დაწოლისას, ჰიდრავლიკური გამაძლიერებლის (5,6,7) საშუალებით, დაწოლის მომატებული ძალა ჰიდრომაგისტრალის (2,3) საშუალებით გადაეცემა სამუხრუჭე ავზს (1,4), იგი გასწევს სამუხრუჭე ხუნდებს, რომლებიც შემოეჭიდებიან სამუხრუჭე დოლურებს და ხახუნის ძალით ახდენს თვლის და შესაბამისად ავტომობილის გაჩერებას. (more…)

წინა თუ უკანა გამწევი…

რომელი ჯობია ”პერედნეპრივოდნი თუ ზადნი” ?

სწორედ ამ ფორმით და ასე მკაცრად სვამენ ამ კითხვას. მოდით გავერკვეთ.

ამბობენ, რომ ისეთი ცნობილი მწარმოებლები, როგორიცაა: ”მერსედესი”, ”ბმვ”, ”იაგუარი” და ”პორშე” დღემდე ჯიუტად მხოლოდ უკანა წამყვან თვლებიან ავტომობილებს უშვებენ. (more…)