გაგრილების სისტემა

ავტომობილის მომუშავე ძრავის ცილინდრებში ტემპერატურა 2000 გრადუსს აღწევს. საშუალოდ ეს ტემპერატურა 800-900 გრადუსია. თუ ძრავს ზედმეტ ტემპერატურას არ ავართმევთ იგი გადახურების გამო მწყობრიდან გამოვა. ამიტომაც ყველა საავტომობილო ძრავი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. როგორც წესი ეს სითხის შემცველი ჩაკეტილი კონტურია, იგი შეიცავს ტუმბოს, რომელიც აიძულებს კონტურში მყოფ სითხეს იმოძრაოს ძრავის გაგრილების პერანგიდან რადიატორის გავლით, სადაც გაცივდება და ისევ ძრავს დაუბრუნდება და ზედმეტ სითბოს აართმევს. ასეთივე კონტური აქვს სალონის გათბობის რადიატორსაც. (more…)