აკუმულატორი

რა აწერია აკუმულატორს?

ავტომობილის აკუმულატორზე შეიძლება ამოვიკითხოთ შემდეგი წარწერები:

12V,  55AhR.C.90 min,  LOAD TEST 200 ACCA (-18 C): BCI 400, IEC 275, DIN 255

რაც ნიშნავს:

12V –  ნომინალური ძაბვა (more…)

ფრთხილად მაღალი ძაბვაა!

ავტომფლობელთა უმეტესობა მაღალი ძაბვის სადენს ავტომობილის ძრავის უმნიშვნელო დეტალად თვლის. გამყიდვლების უმრავლესობაც ამ საკითხს პირადი სიმპათიებით ან გასაღების თვალსაზრისით უდგება. ერთი შეხედვით, დიდი ამბავი ანთების კოჭიდან ტრამლიორამდე სულ რაღაც ერთი სადენია და ტრამლიორიდან სანთლებამდეც რამდენიმე. არც მთლად ასეა საქმე.

(more…)

ტურბო დაბერვა

(Turbocharger)

(more…)

ჩიპ ტიუნინგი

Chip-tuning (დაჩიპვა)

”დაჩიპვა” – ესაა ძრავის მონაცემების შეცვლა მისი მართვის ელექტრონული ბლოკის პროგრამის გადაკეთებით.


(more…)

ანთების სანთელი

(სვეჩი)

XX საუკუნის დასაწყისში გამოგონებიდან დღემდე დიდად არ შეცვლილა. მისი ნაწილი იმყოფება რა ძრავის წვის კამერაში განიცდის განსაკუთრებულ ტემპერატურულ, ელექტრულ და მექანიკურ დატვირთვებს, აგრეთვე არასრული წვის შედეგად წარმოქნილი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას. მასზე ტემპერატურული ზეგავლენა იცვლება 70-დან 2500 გრადუსამდე, ხოლო გაზების წნევა 50-60 ბარს აღწევს. მასზე მოდებული ძაბვა 20000 ვოლტს და მეტსაც აღწევს.

(more…)

ABS და ESP

ABS (Anti-lock Brake System)

ანტი-ბლოკირების სისტემა

გამოცდილი მძღოლი იშვიათად იყენებს მკვეთრ მუხრუჭს, მაგრამ რეალობა თავისას ითხოვს და შეიძლება გარკვეულ სიტუაციაში იძულებული გავხდეთ მკვეთრად დავამუხრუჭოთ. ცნობილია, რომ ამ დროს მოსალოდნელია ავტომობილის მოცურება და მართვის დაკარგვა.

1978 წელს ავტოკონსტრუქტორებმა მოახერხეს შეექმნათ სისტემა, რომელიც დამუხრუჭებისას მაქსიმალურად აგვაშორებს თავიდან ამ უსიამოვნებებს. თუ ადრე 100 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრულად გასაჩერებლად 60 მეტრი და მეტიც გვჭირდებოდა ამ სისტემის გამოყენებამ ეს მანძილი 40 მეტრზე ნაკლები გახადა, თანაც ავტომატურად უზრუნველყოფს მოცურების საწინააღმდეგო ქმედებებს. (more…)

VIN კოდი

VIN კოდი ავტომობილზე და მისი გაშიფვრა

1977 წელს აშშ და კანადაში მიიღეს სტანდარტი ISO 3779, რომელიც VIN (Vehicle Identification Number – ავტომობილის საიდეტიფიკაციო კოდი) სისტემას აღწერდა. მისი დანიშნულება იყო ავტომობილის მარტივი და საიმედო კლასიფიცირება.
(more…)

შეფრქვევა (“სპრისკი”)

რა არის და როგორ მუშაობს შეფრქვევა?

“სპრისკი”

მთავარი მიზეზი შეფრქვევის სისტემის დანერგვის იყო 1993 წელს მირებული ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ძრავს პირველი 80 000 კილომეტრი მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტით უნდა ემუშავა. ცნობილია, რომ კარბურატორული ძრავი ფაერის და საწვავის ნაზავს ძალით შეისრუტავს, რაზეც გამომუშავებული ენერგიის 10% – დე იხარჯება. გარდა ამისა ამ ძრავებში საწვავის ხარჯვა პრაქტიკულად უკონტროლოდ მიმდინარეობს და დამოკიდებულია როგორ აწვება მძღოლი სატერფულს. (more…)

მსუბუქი ავტომობილის მოწყობილობა

გარეგნული იერსახე

შიდა მოწყობილობები (more…)

პრობლემები

დაქოქვის მცდელობისას ძრავი არ ბრუნავს

  • აკუმულატორის მომჭერებს ცუდი კონტაქტი აქვს ან წარმოიქმნა კოროზიული ნადები
  • აკუმულატორი განმუხტულია ან დაზიანებულია
  • სიჩქარეების გადართვის ავტომატური კოლოფი კარგად არ არის გადართული ”პარკირების” (P) ან ”ნეიტრალის” (N) მდგომარეობაში
  • გაწყვეტილია, გათიშულია ან ცუდადაა შეერთებული დაქოქვის წრედის გამტარები
  • სტარტერის კბილანა გაჭედილია მქნევარაში.
  • დაზიანებულია სტარტერის ელექტრომაგნიტი (ბენდექსი)
  • დაზიანებულია სტარტერი
  • დაზიანებულია ანთების ჩამრთველი

(more…)