სამუხრუჭე სითხეები

მუხრუჭის პედალზე (9,8) დაწოლისას, ჰიდრავლიკური გამაძლიერებლის (5,6,7) საშუალებით, დაწოლის მომატებული ძალა ჰიდრომაგისტრალის (2,3) საშუალებით გადაეცემა სამუხრუჭე ავზს (1,4), იგი გასწევს სამუხრუჭე ხუნდებს, რომლებიც შემოეჭიდებიან სამუხრუჭე დოლურებს და ხახუნის ძალით ახდენს თვლის და შესაბამისად ავტომობილის გაჩერებას. (more…)

წინა თუ უკანა გამწევი…

რომელი ჯობია ”პერედნეპრივოდნი თუ ზადნი” ?

სწორედ ამ ფორმით და ასე მკაცრად სვამენ ამ კითხვას. მოდით გავერკვეთ.

ამბობენ, რომ ისეთი ცნობილი მწარმოებლები, როგორიცაა: ”მერსედესი”, ”ბმვ”, ”იაგუარი” და ”პორშე” დღემდე ჯიუტად მხოლოდ უკანა წამყვან თვლებიან ავტომობილებს უშვებენ. (more…)

ABS და ESP

ABS (Anti-lock Brake System)

ანტი-ბლოკირების სისტემა

გამოცდილი მძღოლი იშვიათად იყენებს მკვეთრ მუხრუჭს, მაგრამ რეალობა თავისას ითხოვს და შეიძლება გარკვეულ სიტუაციაში იძულებული გავხდეთ მკვეთრად დავამუხრუჭოთ. ცნობილია, რომ ამ დროს მოსალოდნელია ავტომობილის მოცურება და მართვის დაკარგვა.

1978 წელს ავტოკონსტრუქტორებმა მოახერხეს შეექმნათ სისტემა, რომელიც დამუხრუჭებისას მაქსიმალურად აგვაშორებს თავიდან ამ უსიამოვნებებს. თუ ადრე 100 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრულად გასაჩერებლად 60 მეტრი და მეტიც გვჭირდებოდა ამ სისტემის გამოყენებამ ეს მანძილი 40 მეტრზე ნაკლები გახადა, თანაც ავტომატურად უზრუნველყოფს მოცურების საწინააღმდეგო ქმედებებს. (more…)

ამორტიზატორი

ამორტიზატორი

ამორტიზატორის დანიშნულებაა ავტომობილის არასწორ გზაზე მოძრაობისას მის თვალზე მიყენებული ბიძგები და დარტყმები ჩაახშოს, ძარას მიანიჭოს ნაკლები რყევა და შიგ მყოფთ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.

კარგი ამორტიზატორი მუდმივად აიძულებს ბორბალს კარგად მოეჭიდოს გზას, დაზიანებულის შემთხვევაში ის მუდმივად ხტუნაობს და მოჭიდება ხანდახან სრულიად იკარგება – ეს ძალიან საშიშია.

(more…)

საჭის მექანიზმი

(more…)

ავტომობილის თვლები

ავტომობილის თვლები


(საბურავები – დისკები)
საბურავების ისტორია
1846 წელს რობერტ უილიამ ტომსონმა კაუჩუკისგან დაამზადა პირველი ელასტიური საბურავი.
1888 წელს შოტლანდიელმა ჯონ დანლოპმა შექმნა პნევმატური (გასაბერი) საბურავი
1890 წელს ჩალდ კინგსტონ ულტჩმა განაცალკევა საბურავი და კამერა, საბურავის გვერდებში ჩასვა მეტალის მავთულები და დასვა დისკზე, რომელსაც მოგვიანებით შუა ადგილი ჩაუღრმავეს. (more…)

წნევა საბურავში


გახვრეტილი საბურავი – ეს ყოველთვის ძალიან ცუდია . დაშვებული საბურავის შესახებ ჯობია , ადრევე შეიტყვოთ – სწორედ ამაში დაგეხმარებათ წნევის საზომი საბურავებში .

როგორ მუშაობენ წნევის საზომი ხელსაწყოები საბურავში?

პირველი პატენტი საბურავზე 1846 წელს გაიცა და მას შემდეგ ისინი გამუდმებით „იხვრიტებიან“. ყველასათვის ცხადია, რომ დაშვებული საბურავი – არაფერ კარგს არ მოიტანს. არც დაბალი წნევაა ნაკლებად საშიში: „ყოველდღიური მომსახურეობის“ ინსტრუქციებში „საბურავებში წნევის გაზომვის“ პუნქტი ერთ- ერთი პირველი ტყუილად კი არ არის. (more…)