დიზელის ძრავი

როგორ მუშაობს დიზელის ძრავი?

ზოგადად:
ძრავი რომელიც საწვავად დიზელის საწვავს (სოლიარი) იყენებს.
ძირითადი განსხვავება ბენზინის ძრავისგან მდგომარეობს საწვავის მიწოდების და მისი აალების ხერხში.
ბენზინის ძრავში საწვავი და შეწოვილი ჰაერი კარბურატორში აირევა და ისე მიეწოდება ცილინდრს სადაც ეს ნაზავი განსაზღვრულ მომენტში ანთების სანთლის საშუალებით ფეთქდება.
(more…)

ფრთხილად მაღალი ძაბვაა!

ავტომფლობელთა უმეტესობა მაღალი ძაბვის სადენს ავტომობილის ძრავის უმნიშვნელო დეტალად თვლის. გამყიდვლების უმრავლესობაც ამ საკითხს პირადი სიმპათიებით ან გასაღების თვალსაზრისით უდგება. ერთი შეხედვით, დიდი ამბავი ანთების კოჭიდან ტრამლიორამდე სულ რაღაც ერთი სადენია და ტრამლიორიდან სანთლებამდეც რამდენიმე. არც მთლად ასეა საქმე.

(more…)

ტურბო დაბერვა

(Turbocharger)

(more…)

ჩიპ ტიუნინგი

Chip-tuning (დაჩიპვა)

”დაჩიპვა” – ესაა ძრავის მონაცემების შეცვლა მისი მართვის ელექტრონული ბლოკის პროგრამის გადაკეთებით.


(more…)

ანთების სანთელი

(სვეჩი)

XX საუკუნის დასაწყისში გამოგონებიდან დღემდე დიდად არ შეცვლილა. მისი ნაწილი იმყოფება რა ძრავის წვის კამერაში განიცდის განსაკუთრებულ ტემპერატურულ, ელექტრულ და მექანიკურ დატვირთვებს, აგრეთვე არასრული წვის შედეგად წარმოქნილი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას. მასზე ტემპერატურული ზეგავლენა იცვლება 70-დან 2500 გრადუსამდე, ხოლო გაზების წნევა 50-60 ბარს აღწევს. მასზე მოდებული ძაბვა 20000 ვოლტს და მეტსაც აღწევს.

(more…)

შეფრქვევა (“სპრისკი”)

რა არის და როგორ მუშაობს შეფრქვევა?

“სპრისკი”

მთავარი მიზეზი შეფრქვევის სისტემის დანერგვის იყო 1993 წელს მირებული ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ძრავს პირველი 80 000 კილომეტრი მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტით უნდა ემუშავა. ცნობილია, რომ კარბურატორული ძრავი ფაერის და საწვავის ნაზავს ძალით შეისრუტავს, რაზეც გამომუშავებული ენერგიის 10% – დე იხარჯება. გარდა ამისა ამ ძრავებში საწვავის ხარჯვა პრაქტიკულად უკონტროლოდ მიმდინარეობს და დამოკიდებულია როგორ აწვება მძღოლი სატერფულს. (more…)

ბენზინის პირდაპირი შეფრქვევა (GDI)

GDi – Gasoline Direct Injection

ბენზინის პირდაპირი შეფრქვევა

პირველად ამ პრინციპზე მომუშავე ძრავები 50-იან წლებში Mercedes-ის კომპანიამ ლეგენდარულ ”Roadster 300 SL”-ზე (”თოლიას ფრთა”) დააყენა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მალევე შეწყვიტა. 40 წლის შემდეგ იგივე პრინციპი, ოღონდ უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული Mitsubishi-ს კომპანიამ გამოიყენა ავტომობილებზე: Galant, Pajero, RVR, Carisma, Space Wagon. დღეისათვის GDi ძრავები დგება ავტომობილებზე: Mitsubishi (6G74, 4G93, 4G-73), Toyota (3S-FSE, 1AZ-FSE), Nissan (3.0-litre Engines VG30dd), BOSCH (სისტემა Moronic MED7). თუმცა GDI ძრავებს სხვა მწარმოებლებიც იყენებენ მეტ ნაკლები წარმატებით.

(more…)

გაგრილების სისტემა

ავტომობილის მომუშავე ძრავის ცილინდრებში ტემპერატურა 2000 გრადუსს აღწევს. საშუალოდ ეს ტემპერატურა 800-900 გრადუსია. თუ ძრავს ზედმეტ ტემპერატურას არ ავართმევთ იგი გადახურების გამო მწყობრიდან გამოვა. ამიტომაც ყველა საავტომობილო ძრავი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. როგორც წესი ეს სითხის შემცველი ჩაკეტილი კონტურია, იგი შეიცავს ტუმბოს, რომელიც აიძულებს კონტურში მყოფ სითხეს იმოძრაოს ძრავის გაგრილების პერანგიდან რადიატორის გავლით, სადაც გაცივდება და ისევ ძრავს დაუბრუნდება და ზედმეტ სითბოს აართმევს. ასეთივე კონტური აქვს სალონის გათბობის რადიატორსაც. (more…)

ბენზინის ძრავი

როგორ მუშაობს ბენზინის შიდაწვის ძრავი

თეორიული საფუძვლები შეგიძლიათ იხილოთ აქ

თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილზე ბენზინის 4 ტაქტიანი შიდაწვის ძრავია დაყენებული. ეს ძრავები ავტომობილის სამოძრაო ენერგიას 4 ცილინდრში ფეთქებადი ნარევის აფეთქების ხარჯზე გამოიმუშავებენ. ეს აფეთქება 4 ტაქტში ხდება: (more…)

კარბურატორი

კარბურატორის დასურათებული აღწერა (more…)