GPS

რა არის GPS

The Global Positioning System (შემოკლებით GPS) არის აშშ-ის გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა.
გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) წარმოადგენს თანამგზავრული სანავიგაციო სისტემას, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს. ეს თანამგზავრები ორბიტაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გაიყვანა. თავდაპირველად GPS სამხედრო გამოყენებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ 1980-იან წლებში მთავრობამ სისტემა სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსაყენბლადაც ხელმისაწვდომი გახადა. GPS ნებისმიერი ამინდის პირობებში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. GPS-ის გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე სააბონენტო ან საინსტალაციო გადასახადების გადახდა. (more…)

ბავშვის უსაფრთხოება ავტომობილში

ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლები
  • 12 წლამდე ბავშვის მანქანის  წინა   სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია,  რადგან ავტო-შეჯახებისას  ბავშვი წინა სავარძელზე ყოვლად დაუცველია. საჰაერო ბალიშის გაშლა  ხშირად ბავშვის  მძიმედ დაშავების მიზეზი ხდება;
  • არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია; (more…)

საქარე მინის საწმენდი

ჭუჭყიანი საქარე მინა საგრძნობლად ამცირებს მხედველობის არეს და ხელს უშლის მძღოლს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში. საქარე მინის მწმენდი გამოიყენება საქარე მინის გასაწმენდად წყლის, თოვლის და ტალახიანი შხეფებისაგან. მტვრის და ტალახიანი შხეფების მოსაშორებლად ასევე გამოიყენება წყლის მისასხურებელი მოწყობილობა. საქარე მინის მწმენდის ძირითადი ნაწილებია: ძრავი, ხარიხა, ღერო, ჩარჩო და რეზინის საწმენდი. ელექტროძრავის საშუალებით რეზინის საწმენდები სრიალებს საქარე მინაზე და ასუფთავებს მას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყლის შესხურებაც. (more…)

პრობლემები

დაქოქვის მცდელობისას ძრავი არ ბრუნავს

  • აკუმულატორის მომჭერებს ცუდი კონტაქტი აქვს ან წარმოიქმნა კოროზიული ნადები
  • აკუმულატორი განმუხტულია ან დაზიანებულია
  • სიჩქარეების გადართვის ავტომატური კოლოფი კარგად არ არის გადართული ”პარკირების” (P) ან ”ნეიტრალის” (N) მდგომარეობაში
  • გაწყვეტილია, გათიშულია ან ცუდადაა შეერთებული დაქოქვის წრედის გამტარები
  • სტარტერის კბილანა გაჭედილია მქნევარაში.
  • დაზიანებულია სტარტერის ელექტრომაგნიტი (ბენდექსი)
  • დაზიანებულია სტარტერი
  • დაზიანებულია ანთების ჩამრთველი

(more…)

გავამწვანოთ ავტომობილი

გავამწვანოთ ავტომობილი, იხილეთ პრეზენტაცია – (more…)

კონდინციონერი

როგორ მუშაობს ავტომობილის კონდინციონერი

კონდინციონერის ჩართვისას კომპრესორის ელექტრომაგნიტური მუფტა (1) მიიზიდავს მიმჭერ დისკოს (3) და მიაწებებს შკივს (2), რომელიც ღვედითაა დაკავშირებული ძრავის შკივთან და მუდმივად ბრუნავს. კომპრესორი (1) ამუშავდება და ფრეონის აირს წნევით მიაწვება კონდენსატორისკენ (4), ამის გამო ფრეონი ძალიან გახურდება, მაგრამ კონდენსატორში (4) იგი შემხვედრი ჰაერის ნაკადით გაცივდება, რაშიც მას ვენტილატორიც (5) დაეხმარება. (more…)

უსაფრთხოება მძღოლებისთვის

დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი!

ავტო-საგზაო შემთხვევის დროს სწორად შეკრული ღვედი:

  • გაკავებთ და არ გაძლევთ საშულებას იტყეოდეთ და მანქანის შიგნით ეჯახებოდეთ მყარ ნაწილებს, ასევე სხვა მგზავრებს;
  • გაკავებთ და მანქანიდან გადმოვარდნის საშუალებას არ გვაძლევს;
  • (more…)