მუხრუჭის პედალზე (9,8) დაწოლისას, ჰიდრავლიკური გამაძლიერებლის (5,6,7) საშუალებით, დაწოლის მომატებული ძალა ჰიდრომაგისტრალის (2,3) საშუალებით გადაეცემა სამუხრუჭე ავზს (1,4), იგი გასწევს სამუხრუჭე ხუნდებს, რომლებიც შემოეჭიდებიან სამუხრუჭე დოლურებს და ხახუნის ძალით ახდენს თვლის და შესაბამისად ავტომობილის გაჩერებას.
ხახუნის გამო გამოყოფილი სითბო გადაეცემა სამუხრუჭე სითხეს, რომელიც შეიძლება ადუღდეს და წარმოქმნას ორთქლის საცობები. ორთქლისა და სითხის ნარევი ადვილად შეკუმშვადია რაც გამოიწვევს სამუხრუჭე პედლის ჩავარდნას და მუხრუჭების ღალატს. ამ საშიში უსიამოვნების თავიდან ასაშორებლად შექმნილია შესაბამისი სამუხრუჭე სითხე, რომელშიც ნორმირებულია დუღილის ტემპერატურა და სიბლანტე. ეს ნორმები უნდა შეესაბამებოდეს DOT (Department of Transportation – აშშ სატრანსპორტო დეპარტამენტი) კლასიფიკაციას ან სხვა საერთაშორისო ან ნაციონალურ სტანდარტებს (ISO 4925, SAE J 1703 და ა.შ.).
სახეობები
საქართველოს ბაზარზე უმეტეს შემთხვევაში DOT ნორმის სითხეებს წავაწყდებით. მათზე დატანილია შემდეგი აღნიშვნები:
DOT 3 – შედარებით ნელამავალი ავტომობილებისათვის დისკური ან დოლური წინა მუხრუჭებით.
DOT 4 – თანამედროვე სწრაფმავალი ავტომობილებისათვის უპირატესად ყველა თვალზე დისკური მუხრუჭით.
DOT 5.1 – საგზაო სპორტული ტიპის ავტომობილებისათვის, რომელთა სამუხრუჭე სისტემაზეც თერმული ზემოქმედება განსაკუთრებით მაღალია.
სამუხრუჭე სითხეების ძირითადი პარამეტრები:
სამუხრუჭე სითხის კლასი | ავტომობილის უსაფრთხოების აშშ. ფედერალური სტანდარტი FMVSS № 116 | ||||
დუღილის ტემპერატურა. °С | კინემატიკური სიბლანტე მმ2/с | სითხის ფერი | |||
”მშრალი” (წყლის გარეშე) | ”ნოტიო” (წყალი 3,5%) | ”ნოტიო” 100 °С -ზე | ”ნოტიო” -40 °С – ზე | ||
DOT 3 | > 205 | > 40 | < 1,5 | > 1500 | ღია ყვითელიდან – ღია ყავისფრამდე |
DOT 4 | > 230 | > 155 | < 1,5 | > 1800 | |
DOT 5.1 | > 260 | > 180 | < 1,5 | > 900 | |
DOT 5* | > 260 | > 180 | < 1,5 | > 900 | მუქი წითელი |
* DOT 5 კლასის სამუხრუჭე სითხეები მზადდება სილიკონის ბაზაზე (ე.წ. სინთეტიკური) და სეუტავსებელია სხვა სითხეებთან |
გარდა დუღილის ტემპერატურისა და სიბლანტის პარამეტრებისა, სამუხრუჭე სითხე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უარყოფითად არ უნდა ზემოქმედებდეს სისტემაში გამოყენებულ საგერმეტიზაციო რეზინის დეტალებზე, არ უნდა იწვევდეს მათ 10%-ზე მეტით გაფართოებას, არ უნდა აკარგვინებდეს ელასტიურობას და სიმტკიცეს. სამუხრუჭე სისტემა სხვადასხვა ტიპის მეტალებისგან შედგება, მათი სეერთების ადგილებში ელექტროქიმიური კოროზიის თავიდან ასაშორებლად სითხეს ემატება სპეციალური ანტიკოროზიული დანამატი. თუ სამუხრუჭე სითხე შეიცავს ჟანგის მინარევებს, თქვენს ავტომობილში ასხია სითხე, რომელსაც ეს მინარევი არ აქვს და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
სამუხრუჭე სითხე აგრეთვე შეიცავს ხახუნის საწინააღმდეგო შემზეთველ დანამატს, რომელიც მოძრავ ელემენტებს ცვეთისგან იცავს.
სამუხრუჭე სითხის ერთერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, მისი თერმო მედეგობა. -40 დან +100 გრადუსამდე იგი უნდა ინარჩუნებდეს საწყის პარამეტრებს და არ უნდა წარმოქმნიდეს ნალექს.
სამუხრუჭე სითხეების სახეები და მათი თავსებადობა
სითხე 93-98%-ით შედგება თავად სამუხრუჭე სითხისგან (ფუძე), დანარჩენი 2-7% ზემოთჩამოთვლილი სხვადასხვა მონარევებია. ფუძე შეიძლება იყოს: მინერალური, გლიკოლური ან სილიკონური.
მინერალური | გლიკოლური | სილიკონური | |
დადებითი თვისებები | · გამოირჩევა კარგი დამცავი და შემზეთი თვისებებით· არ აგროვებს ტენს
· არ არის აგრესიული საღებავიან ზედაპირთან შეხებისა |
· აქვს დუღილის მაღალი ტემპერატურა და კარგი დენადობის უნარი· დამაკმაყოფილებელი შეზეთვის თვისება | · დენადობის თვისება ნაკლებადაა დამოკიდებული ტემპერატურაზე· არ აზიანებს შეხებაში მყოფ ზედაპირს
· მუშაობს -100 დან +350 გრადუს ტემპერატურამდე |
უარყოფითი თვისებები | · ძირითადი პარამეტრებით არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს· აქვს დუღილის დაბალი ტემპერატურა (არ შეიძლება დისკურ მუხრუჭებიან ავტომობილებზე მათი გამოყენება)
· 20 გრადუსს ქვემოთ ხდება ძალიან ბლანტი. |
· მიდრეკილება აქვს სამუხრუჭე ავზის საკომპენსაციო ხვრელიდან შეიწოვოს ჰაერში არსებული წყალი, რის გამოც დუღილის ტემპერატურა იკლებს· დაბალ ტემპერატურაზე ხდება ბლანტი
· ცუდად ახდენს დეტალების შეზეთვას · მომეტებულია დეტალების კოროზია |
· ცუდად ახდენს დეტალების შეზეთვას |
შენიშვნა | დაუშვებელია მისი შერევა გლიკოლურ სითხეებთან, რადგან გამოიწვევს რეზინის დეტალების გაბერვას და ბლანტი ნალექის წარმოქმნას. | არასასურველია საბჭოური და DOT ტიპის სითხეების შერევააზიანებს 1980 წლამდე გამოშვებული ავტომობილის რეზინის დეტალებს | დაუშვებელია სხვა ტიპის სითხეებთან შერევა |
სილიკონური სითხე DOT 5 არ უნდა აგვერიოს პოლიგლუკოლურ DOT 5.1. განსასხვავებლად დავაკვირდეთ წარწერებს:
DOT 5 – SBBF («silicon based brake fluids» – სილიკონზე დაფუძნებული სითხე).
DOT 5.1 – NSBBF («non silicon based brake fluids» – არასილიკონზე დაფუძნებული სითხე).
ზოგიერთი მწარმოებლის სითხეების დუღილის ტემპერატურა
AP SUPER 600 | 210 °C |
CASTROL SRF | 270 °C |
NEO SUPER DOT 610 | 216 °C |
MOTUL RACING 600 | 214 °C |
MOTUL DOT 5.1 | 185 °C |
ATE SUPER BLUE | 200 °C |
VALVOLINE SYNPOWER | 172 °C |
ATE SL | 165 °C |
CASTROL LMA | 155 °C |
AP 551 | 142 °C |
შემოწმება და შეცვლა
თანამედროვე ავტომობილებში ზირითადად გლუკოლური სითხეები გამოყენება, სამწუხაროდ ეს სითხეები წელიწადში 2-3% წყალს შეიწოვს, რის გამოც მათი დუღილის ტემპერატურა 270 გრადუსიდან 160 გრადუსამდე იკლებს, ამიტომ იგი 1-3 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს.
სამუხრუჭე სითხის ვარგისიანობის მეტ-ნაკლებად შემოწმება შესაძლებელია ვიზუალურად – იგი გამჭვირვალე და თანაბარი სიმკვრივის (ბლანტი მინარევების გარეშე) უნდა იყოს. არ უნდა ქონდეს ნალექი.
ახალი სითხის დამატების შემთხვევაში ხდება ძალიან მცირე პორციის შერევა და ვინაიდან სისტემაში შიგთავსის ცირკულაცია არ ხდება უვარგისი ნაწილის დიდი დოზა ისევ სამუხრუჭე სისტემის ძირითად მექანიზმში რჩება. ამიტომ დამატება სიტუაციას ვერ ცვლის და უვარგისი სითხე მთლიანად უნდა შეიცვალოს
უსაფრთხოების წესები
სამუხრუჭე სითხე აუცილებლად კარგად დახურულ ჭურჭელში უნდა ინახებოდეს, რათა მას შეხება არ ქონდეს ჰაერთან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიწოვს ტენს, დაიჟანგება და აორთქლდება მისი სასარგებლო მინარევები.
სამუხრუჭე სითხე, როგორც წესი ადვილად აალებადია, ამიტომ მასთან ურთიერთობა სიგარეტით ან ღია ცეცხლით სახიფათოა.
იგი სერიოზული მომწამვლელი ნივთიერების შემცველია, ამიტომ ვერიდოთ მის პირის ღრუში ან ტვალებში მოხვედრას.
უნებლიეთ გადაყლაპვის შემთხვევაში (მაგალითად: ავზში ჩარჩენილი სითხის პირით ამოქაჩვის დროს {არ შეიძლება}), აუცილებელია სასწრაფოდ გამოვირეცხოთ კუჭი.
თუ სითხე როგორღაც თვალებში სეგესხურათ, სასწრაფოდ ამოიბანეთ გამდინარე წყლის ნაკადით. ორივე შემთხვევაში უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
დისკური მუხრუჭი | დოლური მუხრუჭი |
0 კომენტარი.