ანთების სანთელი

(სვეჩი)

XX საუკუნის დასაწყისში გამოგონებიდან დღემდე დიდად არ შეცვლილა. მისი ნაწილი იმყოფება რა ძრავის წვის კამერაში განიცდის განსაკუთრებულ ტემპერატურულ, ელექტრულ და მექანიკურ დატვირთვებს, აგრეთვე არასრული წვის შედეგად წარმოქნილი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას. მასზე ტემპერატურული ზეგავლენა იცვლება 70-დან 2500 გრადუსამდე, ხოლო გაზების წნევა 50-60 ბარს აღწევს. მასზე მოდებული ძაბვა 20000 ვოლტს და მეტსაც აღწევს.

აგებულება




1. საკონტაქტო ბოლო

2. იზოლიატორი

3. დენის ბარიერული ღრმულება

4. საკონტაქტო ღერძი

5. სანთლის კორპუსი

6. დენგამტარი მინაჰერმეტიკი

7. შემამჭიდროებელი რგოლი

8. სპილენძის ცენტრალური ელექტროდი

9. თბოგამტარი საფენი

10. იზოლიატორის თერმული კორპუსი

11. გვერდულა კონტაქტი

h – სანაპერწკლე ჭრილი

ანთების სანთლის ძირითადი პარამეტრები

ა. გაბარიტული და დასაყენებელი ზომები – ხრახნის დიამეტრი და ბიჯი, ხრახნიანი ნაწილის სიგრძე, ქანჩსაჭერის ექვსკუთხედის ზომა.

ბ. ვარვარების რიცხვი – სანთლის ტემპერატურული თვისებების მაჩვენებელი.

სანთელი მუშაობის დასაწყისში ამჟღავნებს საწვავი ნარევის ქაოტური აფეთქების თვისებას (ვარვარებითი აფეთქება) მისი გავარვარებული (900°С – ვარვარებითი ანთების საწყისი ტემპერატურა) ნაწილების გამო.

სანამ სანთლის ბოლო არ გახურდება მასზე წარმოიქმნება ნამწვი, რომელიც ხელს უშლის ნაპერწკლის წარმოქმნას, 400°С – ს ზემოთ ეს ნამწვი თავისთავად შემოიწვება და სანთელი იწყებს ნორმალურად მუშაობას.

გ. სანაპერწკლე ჭრილის (h) ზომა მითითებულია კონკრეტული ძრავის საექსპლუატაციო დოკუმენტაციაში ან სანთლის შესაფუთ ტარაზე. ესაა სივრცე 0,5-დან 2 მმ-დე.

ცნობილი მწარმოებლების ანთების სანთლების ურთიერთთავსებადობა

ანთების სანთლების უწესივრობათა გამოვლენა და გამოსწორება

სანთლის სანაპერწკლე ზედაპირების არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი ნამწვით დაფარვა

სანაპერწკლე ჭრილის ზომების გაზრდა ელექტროდების ცვეთის გამო

იზოლიატორის თვისებების დაკარგვა და სანთელში გამავალი დენის კორპუსზე გადადინება

ამ შემთხვევებში არ ხდება ნაპერწკლის სრულყოფილად წარმოქმნა და ძრავი მუშაობს არასტაბილურად.

ძრავის მდგომარეობის განსაზღვრა ანთების სანთლების მდგომარეობაზე დაკვირვებით

დაჭუჭყიანებული სანთელი შესაძლო მიზეზი თანმხლები ნიშანი აღმოფხვრის საშუალებები
ღია ნაცრისფერი ან ღია ყავისფერი თხელი ნაფენი
ძრავი კარგ მდგომარეობაშია. სანთელი აკმაყოფილებს ძრავის მოთხოვნებს საწვავის და ზეთის ხარჯვა, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობა ნორმის ფარგლებშია
ხაოიანი შავი ნაფენი კარბურატორი დარეგულირებულია არასწორად ან ანთების წინსწრების კუთხე არასწორადაა დაყენებული საწვავის გაზრდილი ხარჯვა, ძრავის სიმძლავრის კლება, ძრავის არასტაბილური მუშაობა უქმი სვლისას, გართულებულია დაქოქვა დარეგულირდეს კარბურატორი ან
სარქველების არასაკმარისი ჰერმეტიზაცია ან ცილინდრისა და დგუშის მექანიზმის ცვეთა შეკეთდეს ძრავი
ჰაერის ფილტრის დაჭუჭყიანება შეიცვალოს ფილტრი
დარღვეულია სანაპერწკლე ჭრილის ზომები დარეგულირდეს სანაპერწკლე ჭრილი
გაბზარულია სანთლის იზოლატორი შეიცვალოს სანთელი
სანთლის ვარვარების რიცხვი არ შეესაბამება ძრავს შეიცვალოს სანთელი
შავი მოლაპლაპე ზეთოვანი ნაფენი
წვის კამერაში ხვდება ზეთი ზეთის გადამეტებული ხარჯვა, ძრავის არასტაბილური მუშაობა უქმი სვლისას, გართულებულია დაქოქვა შეიცვალოს ზეთამცლელი ჩაჩები სარქველზე ან დგუშის რგოლები
სქელი ხაოიანი ნაფენი
ბენზინის ან ზეთის დაბალი ხარისხი ძრავის არასტაბილური მუშაობა, გართულებულია დაქოქვა შეიცვალოს საწვავი ან ძრავის ზეთი. გაიწმინდოს შეზეთვის
წითელი ფერის ნაფენი
მეტალსემცველი შემავსებლების მაღალი კონცენტრაცია ძრავის არასტაბილური მუშაობა, გართულებულია დაქოქვა შეიცვალოს ბენზინი
სანთლის ელექტროდების გადნობა ან ამოწვა
ბზარები ან ნახეთქები სანთლის იზოლიატორზე
სანთლის ვარვარების რიცხვი ნაკლებია კონკრეტული ძრავისთვის ძრავის არასტაბილური მუშაობა, გართულებულია დაქოქვა შეიცვალოს სანთელი
გაციების სისტემის უწესივრობა ძრავის გადახურება აღმოიფხვრას უწესივრობა გაციების სისტემაში
ანთების კუთხე ზედმეტად დიდია დეტონაცია ცილინდრებში (დამახასიათებელი მეტალის კაკუნი) დარეგულირდეს ანთების კუთხე
გამოიყენება დაბალოქტანური ბენზინი შეიცვალოს ბენზინი

უწესივრო სანთელი რომელზეც დენი არასწორი მიმართულებით გადაედინება კორპუსზე

  1. ძალიან საინტერესო მიმოხილვებია. შეგიძლიათ ასეთი მიმოხილვა ბეემვეს ძრავის ვანუსებზეც გააკეთოთ?

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]