ავტომობილის უსაფრთხო მართვის ერთერთი მთავარი კომპონენტი არის თქვენი დროული მინიშნება თქვენს წინ, უკან ან გვერდით მოძრავ ავტომობილის მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებს დროულად შეატყობინოთ თქვენი უახლოესი მოსალოდნელი მანევრის შესახებ. მერწმუნეთ, მოხვევის, მობრუნებისას ან ზოლის შეცვლისას მოხვევის მანიშნებელი ციმციმას დროულად ჩართვა საერთოდ არ არის რთული პროცესი და მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს მოგეთხოვება კანონით! სხვა მძღოლებთან და ქვეითად მოსიარულეებთან ასეთი სახის დროული კომუნიკაცია ერთერთი კარგი საშუალებაა მოსალოდნელი ინციდენტის პრევენციისთვის.
მოხვევის მანიშნებელი ციმციმას გადამრთველი ბერკეტი მდებარეობს თქვენი საჭის მარცხნივ. (ზოგიერთ მარჯვენა საჭიან ავტომობილზე იგი მოთავსებულია საჭის მარჯვნივ)
მარცხნივ მოხვევისას მოხვევის ციმციმას ჩასართავად ჩამოწიეთ ბერკეტი ქვემოთ (თუ მოხვევის ბერკეტი განთავსებულია საჭის მარჯვნივ, მაშინ აწიეთ ზემოთ). მცირეოდენი პრაქტიკისა და შეჩვევის შემდეგ ამ ბერკეტის აწევა/ჩამოწევას შეძლებს მხოლოდ თითებით, ისე რომ საჭეს არ გაუშვათ ხელი. ნუ გააკეთებთ ბერკეტის აწევა/ჩამოწევას საჭის ტრიალის პროცესში. ბერკეტის გადაწევის დროს მეორე ხელით მყარად გეჭიროთ საჭე.
მარჯვნივ მოხვევისას მოხვევის ციმციმას ჩასართავად აწიეთ ბერკეტი ზემოთ (თუ მოხვევის ბერკეტი განთავსებულია საჭის მარჯვნივ მაშინ ჩამოწიეთ ქვემოთ).
როდესაც თქვენ ჩართავთ მოხვევის ციმციმას, თქვენს საკონტროლო ნათურების დაფაზე აინთება შესაბამისი მიმართულების მწვანე ისარი. მოხვევა/მობრუნების მანევრის შესაბამისად.
ხშირ შემთხვევაში მოხვევის ჩართული ციმციმა ავტომატურად გამოირთვება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იგი არ ითიშება და უნდა გამორთოთ ხელის მოძრაობით. ძირითადად ეს დამოკიდებულია საჭის მოხვევის კუთხეზე. ბერკეტის ავტომატური გამორთვა ხდება, როდესაც საჭე იწყებს გასწორებას მკვეთრად მოხვეული კუთხიდან. იმ შემთხვევაში თუ საჭის გასწორების შემდეგ ციმციმა არ გაითიშა, გადართეთ იგი შუა (ნეიტრალურ) მდგომარეობაში.
- ყოველთვის ისარგებლეთ მოხვევის მანიშნებელი ციმციმათი. ეს ძალიან მარტივია და ამითი თქვენ მნიშვნელოვან მინიშნებას აძლევთ სხვა მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს, რომ აპირებთ გამოიცვალოთ მიმართულება (აპირებთ მოხვევას, მობრუნებას ან იცვლით ზოლს). გამოიყენეთ იგი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხედავთ რომ ირგვლით არ არის სხვა ავტომობილი ან ფეხით მოსიარულე. შესაძლებელია, თქვენ ვერ ამჩნევდეთ მას, მაგრამ თქვენს მოხვევის ციმციმას დაინახავენ ისინი და მათი მხრიდან დროულად იქნება არიდებული მოსალოდნელი საფრთხე. საჭესთან ყოველთვის იყავით ფრთხილად და ყურადღებით რათა დროულად აიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები, რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს როგორც თქვენი მხრიდან ასევე შემხვედრის მხრიდან.
- დროულად გამოიყენეთ მოხვევის მანიშნებელი ციმციმა მანამ სანამ მანევრს დააპირებთ. ქალაქის მაშტაბით მოხვევის მანევრის დაწყებამდე მისი ჩართვა სასურველია დაახლოებით 30 მეტრით ადრე. მაგისტრალზე ეს მანძილი რათქმაუნდა იზრდება. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთხსენებული 30 მეტრი არის ძირითად შემთხვევებში გასათვალისწინებელი მანძილი და შეეცადეთ რომ ციმციმას ჩართვის მანძილი გამოთვალოთ კონკრეტული მომენტის მიხედვით, მაგალითად თუ მოხვევა ხდება სწრაფი მოძრაობის ზოლიდან, სადაც ავტომობილები მოძრაობენ 70 კმ/სთ სიჩქარით, მოხვევის მანიშნებელი ციმციმა უნდა ჩართოთ უფრო ადრე ვიდრე 30 მეტრი.
- ყველაზე კარგი გზა თუ როგორ დაიმახსოვროთ რომელ მხარედ უნდა გადართოთ ციმციმას ბერკეტი არის ის, რომ რომელ მხარესაც აპირებთ საჭის მობრუნებას იმ მიმართულებით აწიეთ ან ჩამოწიეთ ბერკეტი.
- აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მოხვევის მანიშნებელი ციმციმა, როდესაც იცვლით ზოლს, ამითი თქვენ სათანადო ნიშანს აძლევთ სხვა დანარჩენ მძღოლებს. ზოლის გამოცვლისას ჩართეთ შესაბამისი მოხვევის ციმციმა და არ გამორთოთ, მანამ სანამ სრულად არ დაასრულებთ ზოლის შეცვლის მანევრს. ეს ეხება ასევე სიტუაციას, როდესაც თქვენ პარკინგის ტერიტორიიდან (პარალელური პარკინგი – სავალი გზის გასწვრივ არსებული ავტოპარკინგი) გადადიხართ სავალ ნაწილზე.
- ჩართეთ მოხვევის ციმციმა, მანამ სანამ დაიწყებთ დამუხრუჭებას, რადგან სხვა მძღოლებმა გაიგონ რატომ დაუკელით სიჩქარეს და აპირებთ შეჩერებას.
- დაიმახსოვრეთ: თქვენი მოხვევის მანიშნებელი ციმციმა არის იმისთვის რომ გააფრთხილოთ სხვა მძღოლები (ისინიც კი რომელთაც თქვენ ვერ ხედავთ(!)) თუ რას აპირებთ.
- მოხვევის მანიშნებელი ციმციმას დროული ჩართვა, ასევე დროულად ატყობინებს სხვა მძღოლებს თქვენი მოახლოებული მანევრის შესახებ. ნუ იქნებით დარწმუნებული რომ არავინ არ მოდის თქვენს გზაზე, ჩართეთ ციმციმა და იქციეთ ეს წესი კანონად.
- კარგად დაიმახსოვრეთ: მოხვევის მანიშნებელი ციმციმა ავტომობილზე არ არის დამონტაჟებული იმისთვის რომ ავტომობილმა კარგი მანევრი შეასრულოს მოხვევა/მობრუნებისას, ასევე არ არის განკუთვნილი იმისთვის რომ რაიმე ინციდენტის შემდეგ იმართლოთ თავი რომ “ჩართული მქონდა” , მოხვევის მანიშნებელი ციმციმა მანქანის მოხვევაში არ გეხმარებათ(!), ის განკუთვნილია იმისთვის რომ დროულად შეატყობინოთ სხვა მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს რომ აპირებთ მოხვევას, მობრუნებას ან ზოლის შეცვლას, სხვა შემთხვევაში ხშირად შეიძლება გაიგოთ გამონათქვამები “პავაროტნიკი მიხატული გაქვს ბიჭო/ქალო?”, “ვინც შენ პრავა მოგცა…” და ა.შ… დროულად გამოიყენეთ მოხვევის მანიშნებელი ციმციმა, დაიცავით სხვა მძღოლების უსაფრთხოება და დაცული იქნება თქვენი და თქვენი მგზავრების უსაფრთხოებაც.
უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!
0 კომენტარი.