Chip-tuning (დაჩიპვა)
”დაჩიპვა” – ესაა ძრავის მონაცემების შეცვლა მისი მართვის ელექტრონული ბლოკის პროგრამის გადაკეთებით.
ინჟექტორული ძრავების ანუ საწვავის შეფრქვევის სისტემით (впрыск) აღჭურვილი ძრავების კვების სისტემას მართავს ელექტრონული მოწყობილობა, ეგრეთწოდებული კომპიუტერი (ECU – Engine Control Unit -ძრავის მართვის მოწყობილობა)
ECU აგროვებს რა ინფორმაციას ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატებიდან ელექტრული იმპულსების სახით მართავს: საწვავის მიწოდებას, ანთებას, ტურბო დაბერვას და ა.შ.
ყოველივე ეს ხდება კომპიუტერში ჩაწერილი პროგრამით, რომელიც სრულიადაც არაა იდეალურად მორგებული თქვენს ავტომობილზე. როგორც წესი ეს პროგრამები ძრავს საშუალო ან ოპტიმალურ რეჟიმში ამუშავებენ. უმეტესობა ევროპული ავტომობილების პროგრამა ითვალისწინებს 92 ოქტანიან ბენზინს, ფრანგული და ინგლისური 95. მითუმეტეს იგი ვერ გაითვალისწინებს ჩვენი ბენზინის ხარისხს. დამამზადებლები ითვალისწინებენ რომ, მომხმარებლების უმეტესობას ეკონომიური ავტომობილი ურჩევნია და არა დინამიურობა და სიჩქარე, ამიტომაც პროგრამები 15-50 პროცენტიანი რეზერვით იქმნება. დასადასტურებლად Honda 1,4 Vtec ერთიდაიგივე ძრავით – გერმანიისთვის მზადდება 75 ცხ.ძალიანი, უკრაინისთვის 90 და იაპონიისთვის 100.
თუ თქვენს ავტომობილს ახალი ან თითქმის ახალი (50 000 კმ-დე.) ძრავი აქვს და უვლით კიდევაც: ასხამთ ბენზინს მინიმუმ 95 ოქტ. რიცხვით, დროზე უცვლით ზეთს და ფილტრებს, შეგიძლიათ იფიქროთ ”დაჩიპვაზე” და არ არის გამორიცხული მიიღოთ სიმძლავრის მატება 8 -10%-იანი ჩვეულებრივზე და 25-35 პროცენტიანი ტურბოდაბერვიან ძრავებზე.
მაგალითად: Audi/VW/Sкoda – 1,8Т ძრავით, რომლის სიმძლავრეც 150 ცხ.ძალაა გადაპროგრამირების შემთხვევაში გახდება 195, ხოლო თუ დამატებით ჰაერის ფილტრს დაუყენებთ ”ნულოვანი” წინააღმდეგობით და პირდაპირი გამტარობის ხმისჩამხშობს ( глушитель) 200 ცხენის ძალასაც კი შეიძლება გადააჭარბოთ.
თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მონოინჟექტორული და მექანიკური ინჟექტორიანი (КЕ- Jetronic) ძრავები, ”დაჩიპვას” არ ექვემდებარებიან.
ჩიპ ტიუნინგი საბოლოო ჯამში მდგომარეობს კომპიუტერის პროგრამის შეცვლაში, უფრო სწორად ამოიღებენ ძველ ჩიპს (მიკროსქემას) და დააყენებენ ახალს სხვა პროგრამით.
TDI, CDi, HDI, JTD ძრავებში საერთოდ არ ცვლიან ჩიპებს, პროგრამის შესაცვლელად მიუერთებენ კომპიუტერს და გადააწერენ ახალ პროგრამას (15 – 120 წუთი).
მთავარი და ძალზე მნიშვნელოვანი – დამატებითი სიმძლავრე მიიღება მხოლოდ დამატებითი ბენზინით, ”დაჩიპული” მანქანა ესაა თქვენი დამხმარე დაწვათ მეტი ბენზინი და ყოველთვის არ იმოძრაოთ მაქსიმალური სიჩქარით. საინტერესოა, რომ ადამიანები ცდილობენ იქონიონ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე, მაგრამ იშვიათად დადიან მაქსიმალური სიჩქარით.
ავტომობილის მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ ”დაჩიპვა” იწვევს შემდეგს”:
თუ ძრავი ძველია (90 000-ზე მეტი გარბენით) ტყუილად ნუ დაჩიპავთ – მოსალოდნელია ან ნულოვანი რეზულტატი ან ძრავის პანაშვიდი 15-ში და 16-ში, გამოსვენება 17-ში.
მაგალითად BMW 316i – 6000 ბრუნზე იძლევა სიმძლავრეს 100ცხ.ძ, 3500-ზე 68-ს, ხოლო 2500-ზე მხოლოდ 47. რეზულტატის მისაღწევად საჭიროა ამ ძრავისთვის ბრუნთა რიცხვის მთელ დიაპაზონში სიმძლავრის გათანაბრება. ჩვენი ”ჩიპმასტერები” ერკვევიან ასეთ ნიუანსებში? თუ უბრალოდ ერთ ჩიპს მეორეთი შეცვლიან.
სერიოზული მიდგომა ამ საკითხთან გულისხმობს: ავტომობილს ჩაუტარდეს პროფესიონალური დიაგნოსტიკა, შესწავლილი იქნას ძრავის ყველა პარამეტრი და არსებული ჩიპის სამუშაო პროგრამა, აუცილებლად აღმოიფხვრას ავტომობილის ყველა დეფექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ”დაჩიპვა”, რის შემდეგაც ავტომობილს ისევ უნდა ჩაუტარდეს სასტენდო გამოცდა, რათა დავრწმუნდეთ შეცვლილი პროგრამის ეფექტიანობასა და საიმედოობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია – ”ვაი?!”
და სად აკეთებენ საქართველოში დაჩიპვას ?
არ წერია აქ სწორედ ყველაფერი. ზუსტად აქ ნახსენები 1.8T მყავს და დავწერ მის მაგალითზე.
1. რო “გავჩიპე” ქონდა 150000 გარბენი და იდეალური შედეგიც მივიღე (200+HP)
2.70000 გავატარე გაჩიპვის მერე და ძრავს ერთხელაც არ შექმნია პრობლემა არაფერზე და ისევ ისე მუშაობს 200000 მეტი გარბენთ როგორც თავიდან.
3. ჩიპტუნინგი თუ სწორედ არის ჩატარებული იმდენად მცირე რესურს აკლებს და შეიძლება არც აკლებდეს ძრავს რეალურად ვერც შეატყობ და არანაირ პანაშვიდს არ იწვევს 😀 და არც გასვენებას 😀
4. გაჩიპვის მერე ბენზინის წვა შემცირდა ნორმალური და ნორმალურზე უკეთესი სიარულით (ტაიმინგის ოპტიმიზაციის ხარჯზე)უმნიშვნელოდ გაიზარდა “გაზაობისას”
5. ძრავს პირველ რიგში აფუჭებს ცუდი ზეთი და გადაცილება ზეთის შეცვლაზე და არა გაზაობა! პირიქით აუცილებელია ხანდახან მაღალ ბრუნებზე ძრავის მუშაობა!
6. ჩემი ყველა მომდევნო მანქანა გაიჩიპება და რა თქმა უნდა VAG ჯგუფის იქნება 🙂 ვისაც ყავს vw audi 1.8T, 2.0T, 2.7T და ა.შ. ცოდოა ეს ძრავები გაჩიპვის გარეშე სასიარულოდ იმიტო რო ეს ძრავები იწყობა როგორც ტანკის ძრავი 😀 და თუ სასწაულს არ უზამთ პრაქტიკულად ვერ გააფუჭებთ 🙂