ავტომობილის მართვა ზამთარში

ავტომობილის მართვა თოვლიან და მოყინულ გზებზე არის რთული და სტრესული პროცესი. როდესაც თქვენი ავტომობილი ზამთრის ამინდებისთვის სათანადოდ არის აღჭურვილი, შესაძლოა სხვა შემხვედრი ან თქვენს გვერდით მიმავალი ავტომობილი არის იყოს შესაბამისად მომზადებული ზამთრის გზებისთვის და შესაბამისად არ იცით რამდენად კონტროლის ქვეშ აქვს საჭე მძღოლს.

ავტომობილის რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება

რეგულარულად აწარმოეთ ავტომობილის სერვისი. იყავით დარწმუნებული რომ თქვენი აკუმულატორი, ვენტილაციის სისტემა, საქარე საწმენდები და სხვა დეტალები გამართულია. უმჯობესია დახარჯოთ მცირეოდენი თანხა და მოაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ხელის შემშლელი იქნება თოვლიან (და არა მარტო თოვლიან) გზაზე ავტომობილის მართვისთვის.

თოვლის საბურავები

შეიძინეთ თოვლის საბურავები ან თუ თქვენ გიწევთ დიდ თოვლიან გზებზე სიარული გამოიყენებთ ჯაჭვები. თოვლის საბურავებს აქვს სპეციალური პროტექტორები, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია გზის საფართან მაღალი ჩაჭიდების უნარი. ისინი დამზადებული სპეციალური რეზინისგან, რომელიც იოლად არ იყინება დაბალი ტემპერატურის დროს. ზამთრის საბურავების გარდა სხვა საბურავებს არ გააჩნიათ თოვლის ჩამოწმედის უნარი და ღრმა თოვლში იგი ხდება გოროხოვანი და ბელტიანი. ავტომობილზე ზამთრის საბურავების დაყენებისას სასურველია გამოცვალოთ ოთხივე საბურავი, მაგრამ თუკი თქვენ შეზღუდილი ხართ ბიუჯეტში და თქვენი ავტომობილი არის უკანა წამყვანი თვლებით, გაქვთ შესაძლებლობა ზამთრის საბურავები დააყენოთ უკანა თვლებზე, თუმცა იდეაში არც ეს არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ავტომობილს ეზრდება ჩაჭიდების უნარი მხოლოდ უკანა საბურავებზე და გაქვთ კარგი გადაადგილების საშუალება სწორხაზოვნად, მაგრამ მოხვევის დროს, რომელზეც პასუხისმგებელი არის წინა საბურავის პროტექტორები, თქვენ შესაძლოა ვერ შეასრულოთ უსაფრთხო მანევრი. ბევრ ქვეყანაში საბურავების მაღაზიები გიცვლიან ოთხივე საბურავს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავტომობილი არის წინა წამყვანი თვლებით, რადგან რათქმაუნდა წინა წამყვანი თვლების მქონე ავტომობილისთვის უკანა თვლებსაც გააჩნია მნიშვნელოვანი დანიშნულება.

გაიარეთ ზამთარში ავტომობილის მართვის პრაქტიკა

თუ თქვენ ხართ ახალბედა მძღოლი ან არასოდეს გიტარებით თოვლიან ან მოყინულ გზებზე, სასურველია მცოდნე მძღოლთან ერთად გაიაროთ პრაქტიკული მაგალითი უსაფრთო ადგილას. რეალურად გამოსცადოთ როგორ შეიძლება გაგიცურდეთ ავტომობილი, როდესაც მოძრაობთ თოვლზე ან მოყინულ გზებზე, როგორ მუშაობს მუხრუჭის მექანიზმი ამ დროს და ა.შ. დამერწმუნეთ თოვლში სიარულის მეცადინეობა (აუცილებლად სპეციალური, თავისუფალ ადგილას) სწავლასთან ერთად იქნება ძალიან მხიარული პროცესი .


დაიცავით დისტანცია

იყავით ყურადღებით და დაიცავით დისტანცია წინ მიმავალ ავტომობილთან (გაარმაგეთ დისტანცია იმასთან შედარებით როგორც დასაშვებია ნორმალურ, მშრალ ამინდში). აკონტროლეთ თქვენს წინ მიმავალი მანქანები და მათი სამუხრუჭე ნათურები. ასეთ დროს გექნებათ შესაძლებლობა დროულად გააჩეროთ თქვენი ავტომობილი წინ შექმნილი დაბრკოლების ან ავარიის თავიდან ასაცილებლად.


ავტომატური გადაცემათა კოლოფი

თუკი თქვენი ავტომობილი დაძვრისას სრიალებს, მდორედ აუშვით აქსელერატორს. გახსოვდეთ, საბურავებს მაშინ ააქვს ყველაზე მეტი ჩაჭიდების უნარი, როდესაც ისინი არ სრიალებენ. თუ თქვენ მართავთ ავტომობილს სიჩქარეების ავტომატური გადაცემის კოლოფით, შეცვალეთ სიჩქარე მესამე ან მეორე დონეზე. ბევრ ავტომობილს ასევე გააჩნია ზამთრისა და ზაფხულის რეჟიმი. ეს ღილაკი უმეტესწილად განთავსებულია სიჩქარეების გადასართველ ბერკეტთან ახლოს და ზედ არის გამოსახული ლათინური ასოებით W და S. W მიუთითებს ზამთრის რეჟიმს (Winter) და S – ზაფხულის რეჟიმს (Summer). დაბალი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს W და S რეჟიმები და აქვთ E და S რეჟიმები, სადაც E მიუთითებს ეკონომიურ რეჟიმს (Economy) და S – სპორტული (Sport). ზოგადად ზამთრის რეჟიმის ზაფხულის რეჟიმისგან განსხვავდება ავტომობილის დაძვრის სიჩქარის მიხედვით, ზამთრის რეჟიმის დროს ავტომობილის დაძვრა ხდება მდორედ და არ ხდება მისი მოცურება.

მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ ყურადღებით და გამოიჩინეთ სიფრთხილე

მართეთ ავტომობილი ნელა და ფრთხილად. არ ააქვს მნიშვნელობა რა მომზადება და რა გამოცდილება გაქვთ, თოვლიან და მოყინულ გზაზე არასოდეს არ არის შესაძლებელი წინასწარ განჭვრიტოთ როგორ მოიქცევა თქვენი ავტომობილი და გზის რომელიღაც კონკრეტულ მონაკვეთში რა დონის მოცურება შეიძლება მოხდეს. მოხვევისას ჩვეულზე ადრე ჩართეთ მოხვევის მაჩვენებელი და შეასრულეთ ძალიან მდორე მანევრი. ნუ შეეცდებით მანქანის აჩქარებას მოხვევისას. დასაშვები ინერციით მოხვევა დასაშვები და გამოსადეგია ღრმა თოვლში.

დამუხრუჭება და მოცურება

როდესაც გადაწყვიტეთ დამუხრუჭება, მუხრუჭის სატერფულს შეეხეთ ფრთხილად და ნელა. სასტიკად აკრძალულია სწრაფი დამუხრუჭება. შეეცადეთ დაამუხრუჭოთ მანამ სანამ საბურავი არ ცურავს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი გაცურდა აიღეთ ფეხი სატერფულიდან და ისევ დააწექით უფრო მცირე ძალით, შეეცადეთ იპოვოთ სატერფულზე დაწოლის ის ძალა, როდესაც საბურავები არ ცურავს. გაითვალისწინეთ თუ ავტომობილმა ცურვა დაიწყო ამ შემთხვევაში ABS სისტემა უმოქმედოა და უნდა შეეცადოთ  რომ საბურავები მოიყვანოთ მოქმედებაში. ასევე საკმაოდ ეფექტურია ავტომობილის სიჩქარის დაწევა არა მუხრუჭით, არამედ სიჩქარეების ქვედა საფეხურზე გადმოტანით. ეს შესაძლებელია როგორც სიჩქარეების მექანიკური კოლოფის დროს, ასევე ავტომატური კოლოფის დროსაც. კარგად შეარჩიეთ სიჩქარის გადმოტანის მომენტი და მაღალი საფეხურიდან გადმოიტანეთ დაბალში. დავუბრუნდეთ ისევ მუხრუჭით ავტომობილის გაჩერებას – მუხრუჭის გამოყენებისას საკმაოდ ეფექტურია თანმიმდევრული მდორე დაწოლა მუხრუჭის სატერფულზე.
მძღოლების უმეტესობა ვერ აცნობიერებს რომ მოცურებაში იგულისხმება უკანა თვლების მართვის დაკარგვა (უკანა წამყვანი თვლებიანი ავტომობილებისათვის) და უკანა თვლები ცდილობენ მოცურების გზით გაასწრონ წინა თვლებს. მოცურებული მანქანის გასასწორებლად დაიჭირეთ თანაბარი გაზი და ძალიან ფრთიხლად მცირედით აიღეთ საჭე იმ მიმართულებით რომელ მხარესაც გსურთ ავტომობილის გასწორება, მაღალმა გაზი გამოიწვევს მოცურებული კუთხის გაზრდას.
მოხვევის დროს 
თუკი ამჩნევთ რომ თქვენი ავტომობილი არ უხვევს ან უხვევს დიდი კუთხით, ძალიან მდორეთ დააგდეთ სიჩქარე აქსელერატორზე ფეხის აშვებით.
მოხვევა თოვლიანი გზის დროს ერთერთი რთული პროცესია და იყავით ყურადღებით! პანიკა და საჭის არამიზანმიმართული ტრიალი (რაც ხშირია ასეთ დროს) მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიწვევს.

დაორთქლილი შუშები

თუ თქვენს ავტომობილის საქარე მინა დაიფარა ორთქლით, ჩართეთ ჰაერის ვენტილაცია, რომელიც ჰაერის ნაკადი მიმართული იქნება შუშაზე, ან მცირედით ჩამოწიეთ (1-2 სმ) წინა კარების შუშები. მაშინ როდესაც ავტომობილში ჩართული ღუმელი და სითბო, შუშაზე ორთქლის გასაქრობად ყველაზე ეფექტური არის სალონში არსებულ ტემპერატურაზე დაბალი ტემპერატურის ჰაერი.

და ბოლოს, ავტომობილის თოვლში მართვის შესწავლა რათქმაუნდა ამ სტატიის წაკითხვით ვერ მოხდება, საჭიროა პრაქტიკული გაკვეთილები და სწორედ ამ დროს მიიღებთ ცოდნას ბევრ სხვა წვრილმანზე, რომლიც მოყოლა რთულია სტატიაში.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]