რა არის GPS
The Global Positioning System (შემოკლებით GPS) არის აშშ-ის გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა.
გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) წარმოადგენს თანამგზავრული სანავიგაციო სისტემას, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს. ეს თანამგზავრები ორბიტაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გაიყვანა. თავდაპირველად GPS სამხედრო გამოყენებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ 1980-იან წლებში მთავრობამ სისტემა სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსაყენბლადაც ხელმისაწვდომი გახადა. GPS ნებისმიერი ამინდის პირობებში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. GPS-ის გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე სააბონენტო ან საინსტალაციო გადასახადების გადახდა.
მუშაობის პრინციპი
GPS თანამგზავრები დედამიწას დღეში ორჯერ უვლიან გარს ზუსტად განსაზღვრულ ორბიტებზე და სიგნალების მეშვეობით ინფორმაციას მის ზედაპირზე გადმოსცემენ. GPS მიმღებები იღებენ ამ ინფორმაციას და ტრიანგულაციის მეთოდის გამოყენებით მომხმარებლის ზუსტ ადგილმდებარეობას ადგენენ. GPS მიმღები ადარებს სიგნალის მიღების დროს თანამგზავრის მიერ მისი გადმოცემის დროს. დროში განსხვავება აძლევს GPS მიმღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა მანძილითაა დაშორებული თანამგზავრი. ამის შემდეგ, რამოდენიმე თანამგზავრიდან მიღებული სიგნალებისთვის იგივე ოპერაციების განხორციელების შედეგად, მიმღებს შეუძლია დადგინოს მომხმარებლის ზუსტი ადგილმდებარეობა, რომელიც შემდეგ მოწყობილობის ეკრანზე გამოყვანილ ელექტრონულ ეკრანზე ფიქსირდება.
GPS მიმღებს სულ მცირე სამ თანამგზავრთან დაკავშირება სჭირდება, რათა გამოითვალოს ადგილმდებარეობის ორი განზომილება (გრძედი და განედი) და თვალყური ადევნოს მომხმარებლის გადაადგილებას. თუკი მიმღებს კავშირი ოთხ ან მეტ თანამგზავრთან ექნება, მას უკვე სამი განზომილების (გრძედი, განედი, სიმაღლე ზღვის დონიდან) დაფიქსირება შეუძლია. მას შემდეგ, რაც მოხდება მომხმარებლის ადგილმდებარეობის დაფიქსირება, GPS-ს უკვე სხვა მონაცემების გამოთვლაც შეუძლია. მაგალითად: სიჩქარის, აზიმუტის, მარშრუტის, გზის სიგრძის, დანიშნულების ადგილამდე მანძილის, მზის ჩასვლის და ამოსვლის დროის და ა.შ.
GPS საქართველოში
დღეისთვის საქართველოში ყველაზე გავრცელებულია Garmin-ის GPS მოწყობილობები, ამ მწარმოებლის ფართოდ გავრცელების მთავარი მიზეზი არის ის რომ დღეისთვის არსებული საქართველოს ელექტრონული რუქა, რომლის ავტორიც არის ერთერთი ქართული კომპანია თავსებადია Garmin-ის მოწყობილობებთან. რუქა არ საჭიროებს ინტერნეტს და დამატებით ონლაინ კავშირებს. მართალია ხსენებული რუქა არ არის ზედმიწევნით ზუსტი, მეტიც მარშუტის დადგენისას თბილისის მაშტაბითაც აქვს გარკვეული შეცდომები მაგრამ დღეისთვის მაინც ყველაზე დახვეწილად ითვლება. გარმინის და ზოგადად GPS მოწყობილობები საქართველოში რამოდენიმე ხნის წინ გახდა პოპულარული, მიზეზი კი გზებზე დაყენებული სიჩქარის რადარები იქნა. GPS მოწყობილობაში თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ რადარების კოორდინატები (რადარების კოორდინატების უფასო რესურსი) და რადართან მიახლოებისას შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ აუდიო და გრაფიკული სიგნალი დასაშვები სიჩქარისა და არსებული გადაჭარბების შესახებ.
ასევე ამ მოწყობილობის საშუალებით შეგვიძლია ვიპოვოთ სასურველი მისამართი რომელიმე ქალაქში ან ვიპოვოთ რომელიმე მიკარგული სოფელი რომელიმე რაიონში. ასევე ძალიან კარგი ინსტრუმეტია მათთვის ვისაც უყვარს მთაში სიარული, ეს მოწყობილობა იწერს თქვენს გავლილ მანძილს და შემდეგ კომპიუტერში შეგიძლია დაათვალიეროთ რა მარშუტი გაიარეთ, სად რა სიჩქარით მოძრაობდით და რა სიმაღლეზე იყავით ზღვის დონიდან. განვითარებულ ქვეყნებში ეს მოწყობილობა ასევე გამოიყენება ქუჩებში არსებული საცობების წინასწარ დასადგენად და საცობში მოხვედრისგან თავის არიდებისთვის.
ავტომობილის ინტერგირებული GPS მოწყობილობა
ხშირად ისმის კითხვა, რატომ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ არა დამატებითი მოწყობილობის მეშვეობით არამედ იგივე GPS მოწყობილობების საშუალებით რომელიც ქარხნულად აქვს ინტეგრირებული თანამედროვე მანქანებს. სწორედ აქ იქმნება ის პრობლემა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ელექტრონული რუქა, სამწუხაროდ დღეისთვის არ არსებობს საქართველოს სრულყოფილი ან არასრულყოფილი ელექტრონული რუქა, რომლის წაკითხვასაც შეძლებს თქვენი ავტომობილის ინტერგირებული GPS მოწყობილობა.
0 კომენტარი.