როგორ მუშაობს ავტომობილის კონდინციონერი
კონდინციონერის ჩართვისას კომპრესორის ელექტრომაგნიტური მუფტა (1) მიიზიდავს მიმჭერ დისკოს (3) და მიაწებებს შკივს (2), რომელიც ღვედითაა დაკავშირებული ძრავის შკივთან და მუდმივად ბრუნავს. კომპრესორი (1) ამუშავდება და ფრეონის აირს წნევით მიაწვება კონდენსატორისკენ (4), ამის გამო ფრეონი ძალიან გახურდება, მაგრამ კონდენსატორში (4) იგი შემხვედრი ჰაერის ნაკადით გაცივდება, რაშიც მას ვენტილატორიც (5) დაეხმარება.
კონდენსატორში გაციებული დაჭირხნული ფრეონი სითხედ გადაიქცევა და გამომშრობ რესივერში (6) გაიწმინდება. მასში დატანებულია საჭვრეტი ფანჯარა (9), ფრეონის არსებობის შემთხვევაში აქ რძისფერი ქაფი მოჩანს.
გაციებული და გაწმენდილი ფრეონი გაივლის თერმომარეგულირებელ ვენტილს (10), რომელიც დაარეგულირებს სისტემაში გამავალი სითხის რაოდენობას ისე, რომ ამაორთქლებელში (12) სითხემ დუღილი დაიწყოს. სწორედ ამ დუღილისთვის საჭირო ენერგიას წაართმევს ფრეონი ამაორთქლებლის ზედაპირს და შესაბამისად იგი ძლიერ გაცივდება. მასზე დამაგრებული დამხმარე ვენტილატორით დაბერილი ჰაერი ამაორთქლებლის ცივ ცხაურებში გაივლის, გაცივდება და სალონში მოხვდება.
რა თქმა უნდა სისტემა აღჭურვილია სხვა და სხვა ტიპის წნევის, ტემპერატურის და სხვა სენსორებით (7,8,11), რომლებიც უზრუნველყოფენ მის გამართულ და ეფექტურ მუშაობას.
0 კომენტარი.