ავტომობილის თვლები
(საბურავები – დისკები)
საბურავების ისტორია
1846 წელს რობერტ უილიამ ტომსონმა კაუჩუკისგან დაამზადა პირველი ელასტიური საბურავი.
1888 წელს შოტლანდიელმა ჯონ დანლოპმა შექმნა პნევმატური (გასაბერი) საბურავი
1890 წელს ჩალდ კინგსტონ ულტჩმა განაცალკევა საბურავი და კამერა, საბურავის გვერდებში ჩასვა მეტალის მავთულები და დასვა დისკზე, რომელსაც მოგვიანებით შუა ადგილი ჩაუღრმავეს.
1895 წელს ფრანგებმა ანდრე და ედუარდ მიშლენმა პირველად გამოიყენეს პნევმატური საბურავი ავტომობილისთვის
კონსტრუქცია
1. პროტექტორი 2. მხრები 3. კარკასი 4. გვერდით ნაწილი 5. მეტალის კორდი და ძაფის ბადე 6. მხრის დამატებითი საფენი 7. გვერდითი რგოლი 8. “ბორტი” |
საბურავის გვერდულზე დატანილი ძირითადი წარწერების მნიშვნელობები
205/65 R 15 89H
205 – საბურავის სიგანე მილიმეტრებში
65 – საბურავის სიმაღლე სიგანესთან შედარებით (კონკრეტულ შემთხვევაში 205მმ-ის 65% (საბურავის პროფილის სიმაღლე ტოლია 205 X 0,65)
R – საბურავის კონსტრუქცია. ამ შემთხვევაში – რადიალური
15 – საბურავის შიდა დიამეტრი (უნდა ემთხვეოდეს დისკის დიამეტრს)
89 – საბურავის დატვირთვის ინდექსი – დამამზადებლის მიერ ნებადართული მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელი. (კონკრეტულ შემთხვევაში 580 კგ. ერთ საბურავზე)
H – საბურავის სიჩქარის ინდექსი – ავტომობილის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელი (კონკრეტულ შემთხვევაში – 210 კმ/სთ-ში)
დატვირთვის ინდექსის კილოგრამებთან შესაბამისობის ცხრილი
დატვირთვის ინდექსი | მაქსიმალური დატვირთვა (კგ) | დატვირთვის ინდექსი | მაქსიმალური დატვირთვა (კგ) |
67 | 307 | 92 | 630 |
68 | 315 | 93 | 650 |
69 | 325 | 94 | 670 |
70 | 335 | 95 | 690 |
71 | 345 | 96 | 710 |
72 | 355 | 97 | 730 |
73 | 365 | 98 | 750 |
74 | 375 | 99 | 775 |
75 | 387 | 100 | 800 |
76 | 400 | 101 | 825 |
77 | 412 | 102 | 850 |
78 | 425 | 103 | 875 |
79 | 437 | 104 | 900 |
80 | 450 | 105 | 925 |
81 | 462 | 106 | 950 |
82 | 475 | 107 | 975 |
83 | 487 | 108 | 1000 |
84 | 500 | 109 | 1030 |
85 | 515 | 110 | 1060 |
86 | 530 | 111 | 1090 |
87 | 554 | 112 | 1120 |
88 | 560 | 113 | 1150 |
89 | 580 | 114 | 1180 |
90 | 600 | 115 | 1215 |
91 | 615 | – | – |
სიჩქარის ინდექსის კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარესთან შესაბამისობის ცხრილი
სიჩქარის ინდექსი | მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ) |
J | 100 |
K | 110 |
L | 120 |
N | 140 |
P | 150 |
Q | 160 |
R | 170 |
S | 180 |
T | 190 |
U | 200 |
H | 210 |
V | 240 |
VR | 210+ |
W | 270 |
Y | 300 |
Z | 240+ |
საბურავებზე დატანილი დამატებითი აღნიშვნები
ALL SEASON | საბურავი ყველა სეზონისთვის |
RAIN, WATER, AQUA | სველი გზისთვის განკუთვნილი საბურავი |
REINFORCED | გაძლიერებული საბურავი |
M&S | ზამთრის ან ყოველსეზონური ( Mud & Snow — ტალახი & თოვლი). |
ROTATION | მიმართულებიანი საბურავი. ისარი გვერდულზე უჩვენებს ბრუნვის მიმართულებას |
MAX PRESSURE | მაქსიმალურად დასაშვები წნევა საბურავში კილო პ.ა. |
TUBELESS | უკამერო საბურავი. ამ წარწერის გარეშე საბურავი მხოლოდ კამერით გამოიყენება |
TUBE TYPE | საბურავი მხოლოდ კამერით გამოიყენება |
OUTSIDE და INSIDE (ან SIDE FASING OUT და SIDE FACING INWARDS) — ავტომობილზე დაყენებისას განსზღვრავს რომელი გვერდი, რომელ მხარეს უნდა იყოს. აღნიშნავს შიდა და გარე მხარეს. წარწერა OUTSIDE (გარე მხარე) უნდა მოექცეს ავტომობილის გარეთ, წარწერა INSIDE (შიდა მხარე) — ავტომობილის შიგნით. | |
LEFT ან RIGHT | საბურავი მარცხენაა თუ მარჯვენა. LEFT – ყენდება ავტომობილის მხოლოდ მარცხენა მხარეს, RIGHT – მხოლოდ მარჯვნივ. |
DOT | უსაფრთხოების ამერიკულ სტანდარტთან შესაბამისობა |
E | უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა |
TREADWEAR | ცვეთამედეგობის კოეფიციენტი. მიეთითება რიცხვით ინდექსთან ერთად. მაგ. 200 |
TRACTION | მოჭიდების კოეფიციენტი. (პარამეტრებით А – მაქსიმალური, В – საშუალო, С – დაბალი |
ამერიკული წარმოების საბურავის მარკირება ევროპულის ანალოგიურია, მას მხოლოდ შეიძლება წინ დაემატოს აღნიშვნები: “LT” (Light Truck — მსუბუქი სატვირთო) ან “P” ( Passanger — მსუბუქი ავტომობილებისთვის)
მაგალითად : P 205/65 R 15 ან LT 235/75 R 15.
ასევე შეიძლება შეგვხვდეს შემდეგნაირი აღნიშვნები:
მაგალითად: 35х12.5 R15
35 — საბურავის გარე დიამეტრი დიუმებში.
12.5 — საბურავის სიგანე დიუმებში
R — რადიალური კონსტრუქციის საბურავი
15 — საბურავის შიდა დიამეტრი დიუმებში
სხვა ინფორმაცია დატანილი საბურავზე განკუთვნილია სპეციალისტებისათვის. საბურავებთან დაკავშირებული საკითხები :
რა განსხვავებას იძლევა განიერი ან ვიწრო, მაღალი ან დაბალი საბურავი?
პირველ რიგში ეს დამოკიდებულია თქვეს დისკებზე, შემდეგ ავტომობილის ძრავის სიმძლავრეზე.
ზოგადად განიერი საბურავი – ავტომობილის მეტი მოჭიდება გზის საფართან,
დამუხრუჭებისა და გაქანების დროს უკეთესი პირობები
მაღალ სიჩქარეზე მოსახვევში უკეთესი შესვლა
უფრო ძვირია
უფრო მძიმეა (იგრძნობა 1,4 – 1,5 ლიტრიან ძრავებზე)
ოდნავ ზრდის საწვავის ხარჯს
გუბეში ან თოვლჭყაპში ავტომობილი ნაწილობრივ კარგავს მართვასამგვარად – მძლავრ და მძიმე ავტომობილზე სასარგებლოა განიერი საბურავის დაყენება.
რა მნიშვნელობა აქვს პროტექტორის გამოსახულებას საბურავზე?
არსებობს პროტექტორის სამი ძირითადი სახეობა:
სიმეტრიული | არასიმეტრიული | მიმართული |
არასიმეტრიული და მიმართული პროტექტორები გაცილებით უკეთეს თვისებებს ავლენენ სიმეტრიულთან შედარებით. მაგალითად უკეთესად აირეკლავენ სითხეს შეხების ლაქიდან და ა. შ.
გაითვალისწინეთ! – ასეთი პროტექტორიანი საბურავი აუცილებლად დააყენეთ მის გვერდულზე დატანილი აღნიშვნის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ძვირადღირებულ ცუდ საბურავს და მალე გაცვითავთ მას.
სიმეტრიულ პროტექტორიანი საბურავი – კარგი შეხამებაა ფასი – ხარისხი. მას დამაკმაყოფილებელი პარამეტრები აქვს მსუბუქი და მცირე სიმძლავრის ავტომობილებისათვის.
რამდენად გამართლებულია საწვიმარი საბურავის შეძენა?
ეს საბურავები სპეციალურად შეიქმნა წვიმიან ამინდში ან გუბეებიან გზებზე სამოძრაოდ. როდესაც ავტომობილი მომეტებული სიჩქარით შედიხართ გუბეში, საბურავსა და გზას შორის წარმოიქმნება წყლის თხელი ფენა, ამ დროს საფართან მოჭიდება სერიოზულად მცირდება და ავტომობილი კარგავს მართვას. განსაკუთრებით გაცვეთილპროტექტორიანი საბურავის შემთხვევაში.
საწვიმარ საბურავს გააჩნია, რა სპეციალური წყალგამომტანი და განივი არხები ავტომობილი გაცილებით მყარად გრძნობს თავს გზაზე, თუმცა მშრალ ამინდში შეხების ლაქის სიმცირის გამო იგივე ეფექტია რაც ჩვეულებრივი საბურავით წვიმაში.
ასეთი საბურავი ალბათ მხოლოდ მუდმივი წვიმების და სისველის ქვეყანაში გამოდგება. !!! თუმცა რაკი იგი არსებობს იყენებენ კიდევაც.
რატომ უნდა გასკდეს საბურავი მოძრაობისას?
მიზეზები:
1. რაიმე საგანზე გადავლა, რომელსაც შეუძლია იგი დააზიანოს
2. მაღალ სიჩქარეზე ორმოში ჩავარდნა იწვევწ დისკის დაზიანებას, რომელიც თავის მხრივ საბურავს დააზიანებს.
3. არაშესაბამისი წნევა საბურავში, იწვევს მის გადახურებას და დაშლას.
4. საბურავი მექანიკურადაა დაზიანებული, გააჩნია: ჭრილობები, გამობერილობები, გამოშვერილია მეტალის კორდი ან ძაფები
5. საბურავის ცვეთა ნორმაზე მეტად (1,6მმ.)
6. რეზინის მოძველება და ელასტიურობის დაკარგვა (შეიმჩნევა ბზარები საბურავის ზედაპირზე)
7. მეორადი (გადაკრული) საბურავის გამოყენება
8. დამზადებისას წარმოქმნილი ფარული დეფექტი.
ცნობილი საბურავის მწარმოებელი კონცერნები | ქვეყანა | შემავალი ფირმები |
BRIDGESTONE | იაპონია | Firestone, Dayton |
MICHELIN | საფრანგეთი | BF Goodrich, Kleber, Stomil |
GOODYEAR | აშშ | Fulda, Taurus, Sava, Debica |
CONTINENTAL | გერმანია | Barum, General Tire, Gislaved, Matador, Marbor, Semperit, Viking, Uniroyal |
SUMITOMO | იაპონია | DUNLOP |
YOKOHAMA | იაპონია | |
PIRELLI | იტალია | |
COOPER | ინგლისი | |
VREDESTEIN | ჰოლანდია | |
KUMHO | სამხ. კორეა | |
HANKOOK | სამხ. კორეა | |
NOKIAN | ფინეთი |
დისკები
დისკები ძირითადად ორი ტიპისაა: ფოლადის დაწნეხილი და მსუბუქი მეტალებიდან ჩამოსხმული.
დაწნეხილი დისკები ხასიათდებიან:
ძლიერი დარტყმისას არ იმსხვრევა – იჭყლიტება ან იღუნება, შესაძლებელია გასწორება. შედარებით იაფია ჩამოსხმულთან შედარებით – მძიმეა დამზადებისას შეუძლებელია ზუსტი ზომების დაცვა, შეიძლება არ დაექვემდებაროს ბალანსირებას უბრალო და ერთფეროვანი დიზაინი ზედაპირის საღებავით არასაიმედო დაცვა – ექვემდებარება ჟანგვას. |
|
ჩამოსხმული დისკები დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით, შეიძლება იყოს ჩამოსხმული ან ნაჭედი.
მათი დიზაინი თანამედროვე და მრავალფეროვანია შეღებვა და ზედაპირის დამუშავება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადების მაღალი სიზუსტე, რაც ბალანსირების ხარისხს ამაღლებს აქვთ მცირე წონა და ნაკლებ დატვირთვას აყენებს საყრდენ საკისრებს. გააჩნიათ უკეთესი თბოგამტარობა, რაც უკეთესად ართმევს სითბოს სამუხრუჭე სისტემას მთავარი ნაკლია – ძლიერი დარტყმისას შეიძლება დაიმსხვრეს ან გაიბზაროს |
|
ნაჭედი დისკები
ისინი ყველა პარამეტრით ჯობიან ზემოთ ჩამოთვლილ დისკებს. განსაკუთრებით გამძლე და გაცილებით მსუბუქია. ძლიერი დარტყმისას არ ზიანდებიან. დიზაინის მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან. გაცილებით ძვირია. |
ტექნიკური პარამეტრები
წანაცვლების სიდიდით გამოწვეული ბორბლის მდგომარეობები
ზოგიერთი ჩამოსხმული დისკი უნივერსალურობის გამო
გადიდებული ცენტრალური ხვრელით მზადდება.
ამ შემთხვევაში თქვენს ავტომობილზე მისი დაყენებისას
აუცილებელია შესაბამისი დამატებითი საფენი გამოვიყენოთ.
დისკის მარკირება
მაგალითად 5,5J 15H2 ET30
5,5 — სიგანე დიუმებში. სტანდარტული სიგანეებია: 3,5; 4,0; 4,5; 5,0; 5,5; 6,0; 6,5 და7,0
J, ВJ, JJ, JK, JK, L – ბორტის კონსტრუქცია
H2, H, FH, AH… და ა. შ. — უკამერო საბურავის დამჭერი გვერდის კონსტრუქცია
15 — დიამეტრი დიუმებში:. სტანდარტული ზომებია: 10, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 და 19
ET30 — საბურავის წანაცვლება მმ-ში. შეიძლება აღინიშნებოდეს OFFSET ან DEPORT.
PCD100/4 – 4 – Pitch Circle Diameter – სამაგრი ნახვრეტების დიამეტრი და მათი რაოდენობა. მაგ.100 მმ.-ზე 4 ნახვრეტი.
რუსული ონლაინ კალკულატორი – გამოიანგარიშებს როგორ შეიცვლება საბურავის გამოცვლისას მისი გარე ზომები, კლირენსი, სპიდომეტრის ჩვენება და სხვა.
კარგი სტატიაა
გმადლობთ
ძალიან კარგია, ძალიან… ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც მაინტერესებდა… მადლობა…