როგორ მუშაობს ბენზინის შიდაწვის ძრავი
თეორიული საფუძვლები შეგიძლიათ იხილოთ აქ
თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილზე ბენზინის 4 ტაქტიანი შიდაწვის ძრავია დაყენებული. ეს ძრავები ავტომობილის სამოძრაო ენერგიას 4 ცილინდრში ფეთქებადი ნარევის აფეთქების ხარჯზე გამოიმუშავებენ. ეს აფეთქება 4 ტაქტში ხდება:
1 – შეწოვა (ცილინდრში შეიწოვება ფეთქებადი ნარევი)
2 – შეკუმშვა (ცილინდრში დგუშის დაწოლით ხდება ნარევის შეკუმშვა)
3- აფეთქება (სანთლის ნაპერწკალი გამოიწვევს აფეთქებას, რომლის ძალაც დგუშს აიძულებს უკან დაიწიოს)
4 – გამოდევნა (აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამწვი გამოიდევნება ცილინდრიდან)
აი თავად მისი აღმატებულება ცილინდრი
1 – ცილინდრი 2 – დგუში 3 – დგუშის ბარბაცა 4 – სანთელი 5 – შემშვები სარქველი 6 – გამომშვები სარქველი |
აქ დგუშის ბარბაცა (3) მისი ზედა ნაწილით მოძრავადაა შეერთებული დგუშთან (2), ხოლო ქვედა ნაწილი მუხლა ლილვთან, რომელიც თავის მხრივ საბოლოო ჯამში ბორბლებს ატრიალებს.
განვიხილოთ ოთხივე ტაქტი:
1 – შეწოვა | |
დგუში გადაადგილდება ქვემოთ, შემშვები სარქველი ღიაა – დგუშის მიერ შექმნილი გაუხშოება შეიწოვს საწვავ ნარევს | |
დგუში იმყოფება უკიდურეს ქვედა წერტილში – შეწოვა დამთავრებულია | |
2 – შეკუმშვა | |
დგუში გადაადგილდება ზემოთ, ორივე სარქველი დახურულია – შეწოვის შედეგად ცილინდრში დაგროვილი საწვავი ნარევი მაქსიმალურად იკუმშება და მზადდება ასაფეთქებლად | |
დგუში იმყოფება უკიდურეს ზედა წერტილში – შეკუმშვა დამთავრებულია, ორივე სარქველი დახურულია – სანთლის მიერ წარმოქმნილი ნაპერწკალი გამოიწვევს საწვავი ნარევის აფეთქებას | |
3 – აფეთქება (მუშა სვლა) | |
ორივე სარქველი დახურულია – აფეთქების შედეგად გაფართოებული გაზი დგუშს აიძულებს ქვემოთ გადაადგილდეს და ბარბაცას საშუალებით შემოაბრუნოს მუხლა ლილვი | |
დგუში უკიდურეს ქვედა წერტილში იმყოფება, ცილინდრში დარჩა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამწვი აირი | |
4 – გამოდევნა | |
დგუში გადაადგილდება ზემოთ – გამომშვები სარქველი ღიაა, ნამწვავი აირი გარეთ გამოიდევნება | |
გამოდევნის დასასრულს დგუში აღმოჩნდება ზედა უკიდურეს წერტილში, რის შემდეგაც ციკლი ისევ განმეორდება. | |
როგორც დაინახეთ, მექანიზმმა მართლაც 4 ტაქტი შეასრულა, რის შედეგადაც მუხლა ლილვმა ორი სრული ბრუნი გააკეთა. |
ყოველივე ზემოთნახსენები შეგიძლიათ იხილოთ მოძრაობაში
რაც შეეხება სანთლის მიერ ნაპერწკლის წარმოქმნას, მისი მექანიზმი საკმაოდ მარტივია და ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ნახაზზე
ვნახოთ ვიდეო
კარგი საიტია იმდენი წავიკითხე თვალები ამტკივდა უკვე 😐
მე დიზელი მირჩევნია