ავტო-საგზაო შემთხვევის დროს სწორად შეკრული ღვედი:
- გაკავებთ და არ გაძლევთ საშულებას იტყეოდეთ და მანქანის შიგნით ეჯახებოდეთ მყარ ნაწილებს, ასევე სხვა მგზავრებს;
- გაკავებთ და მანქანიდან გადმოვარდნის საშუალებას არ გვაძლევს;
- ანაწილებს დარტყ,ის ძალას თანაბრად მთელს სხეულზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს ზიანს;
- 50-60 %-ით იცავს მგზავრს სასიკვდილო დაზიანებებისგან;
- უსაფრთხოების ღვედის გამოყენება საჭიროა დაბალ სიჩქარეზე, რადგან 40 კმ. საათით მოძრაობისას შეჯახება მე-2-ე სართულიდან გადმოვარდნის ტოლფასია;
- საჰაერო ბალიში მხოლოდ უსაფრთხოების ღვედთან ერთად არის მაქსიმალურად ეფექტური. ამ შემთხვევქაში 68%-ით არის ადამიანი დაცული მძიმე დაზიანებებისგან;
საჭესთან უნებლიე ძილმა თქვენი, თქვენი მგზავრების და სხვა ადამიანების სიცოცხლე შიძლება შიწიროს. ყოველწლიურად მსოფლიოში მძღოლის მიერ საჭესთან დაძინების შედეგად 300 ადამიანი კვდება. იმისათვის, რომ საჭესტან დაღლილად არ იგრძნოთ თავ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
-
თავი აარიდეთ გრძელ დისტანციაზე მგზავრობას შუა ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე.
- ხანგრძლივი მგზავრობის წინ კარგად გამოიძინეთ;
- ალკოჰოლის მცირე რაოდენობამაც კი, ისევე როგორც ზოგიერთმა მედიკამენტმა 9რომ აღარაფერი ვთქვათ ნარკოტიკულ საშუალებებზე) მძღოლის ძილიანობა შეიძლება გამოიწვიოს;
- საჭესთან ყოფნისას ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთით მაინც შეჩერდით და დაისვენეთ;
- თუ საჭესთან ძილი მოგერიათ, უმალვე მოძებნეთ უსაფრთხო ადგილი გასაჩერებლად;
- ყავსი ან სხვა მატონიზირებელი სასმელის დალევა საჭესთან დაძინების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეტესო საშუალებაა;
- გრძელ დისტანციებზე მგზავრობისას კარგი იქნება, თუ მძღოლები შეენაცვლებიან ერთმანეთს;
საჭესთან ყოფნისას ფანჯრის ჩაწევა ან რადიოს ჩართვა ნაკლებად დაგეხმარებათ ძილთან გამკლავებაში. ავტომობილის გაჩერება და მცირე ხნით დაძინება, უკეთესია ვიდრე ავტომობილიდან გადმოსვლა და გასეირნება.
საჭესტან ცაძინება ყოველთვის წინ უძღვის: მთქნარება, ტვალების დახუჭვა, თავის ცაქინდვრა, ყურადღების გაფანტვა და სავალი ზოლის არევა.
მრავალმა კვლევამ უჩვენა, რომ მობილური ტელეფონით (როგორც ხელში დაჭერილი მობილური ტელეფონი, ისე დამატებითი მოწყობილობის მქონე მობილური ტელეფონი) საუბარი ავტომობილის მართვის დროს სერიოზულად ფანტავს მძღოლის ყურადრებას და ავტო-საგზაო შემთხვევის რისკს ზრდის. მობილური ტელეფონით მოსარგებლე მძღოლები – იმის მიუხედავად, უჭირავთ მათ ხელში ტელეფონუ თუ არა:
- ნაკლებად ახერხებენ იმის დანახვას თუ რა ხდება გზაზე;
- უფრო დიდი ალბათობით შეიძლება დაეჯახონ წინ მიმავალ ავტომობილს;
- უფრო გვიან რეაგირებენ და ვერ ასწრებენ დამუხრუჭებას;
- უფრო დიდი ალბათობით ქმნიან საფრთხეს სატრანსპორტო ნაკადების გადაკვეთის ადგილებში;
- უფრო დაძაბულები და გაღიზიანებულები არიან;
ამას გარდა, ალბათობა იმისა, რომ ასეთი მძღოლები ავარიას მოაწყობენ, დააზიანებენ სხვის ან საკუთარ ჯანრმრთელობას, ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე ნორმალურ გარემოებებში. დამატებითი მოწყობილობის გამოყენება მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ მნიშვნელოვნად არ ამცირებს რისკს, ვინაიდან პრობლემებს წარმოშობს მძღოლის გონების გაფანტვა და საჭიდან ყურადრების ნაწილობრივ ტელეფონზე გადატანა.
წყარო: safedrive.ge
შეიძლება თუ არა ერთი მწარმოებლის საბურავის შეცვლა სხვა მწარმოებლის საბურავით(იგივე ზომები,ანუ ერთი სხვა და სამი სხვა)?