ფრთხილად მაღალი ძაბვაა!

ავტომფლობელთა უმეტესობა მაღალი ძაბვის სადენს ავტომობილის ძრავის უმნიშვნელო დეტალად თვლის. გამყიდვლების უმრავლესობაც ამ საკითხს პირადი სიმპათიებით ან გასაღების თვალსაზრისით უდგება. ერთი შეხედვით, დიდი ამბავი ანთების კოჭიდან ტრამლიორამდე სულ რაღაც ერთი სადენია და ტრამლიორიდან სანთლებამდეც რამდენიმე. არც მთლად ასეა საქმე.

მაღალი ძაბვის სადენებზე მოდებული ძაბვა 25000-50000 ვოლტია. მათზე ზემოქმედებს ტემპერატურული დატვირთვები -60°С დან +240 °С -დე. მათ უნდა შეძლონ გამავალი დენი ზუსტად მომჭერებამდე მიიყვანონ და არ მოახდინოს მისი გადინება ძრავის სხვა დეტალებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სანთელი იმუშავებს არასტაბილურად ან საერთოდ არ იმუშავებს, რაც გამოიწვევს ძრავის სიმძლავრის დაქვეითებას, საწვავის მომატებულ ხარჯს და შეიძლება ავტომობილის ელექტრონიკაც გამოიყვანოს მწყობრიდან. (არცთუ იშვიათად)

ამავე დროს სადენის ელექტრული წინაღობის ზომაზე მეტმა ზრდა გამოიწვევს სანთელზე მიწოდებული ძაბვის შემცირებას და მის მიერ წარმოქმნილი ნაპერწკლის შესუსტებას. შედეგად საწვავის 5-7% -ით მეტი ხარჯვა, გამონაბოლქვის გაჭუჭყიანება.

ხშირად შეგვიმჩნევია ავტომობილის აუდიო აპარატურაში ძრავის მუშაობის სინქრონული ტქაცუნისა და ზუზუნის ხმა, ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალვოლტიანი სადენების ძალიან მცირე ელექტრული წინააღმდეგობაა, რაც ასევე დიდი წარმატებით იწვევს ავტოელექტრონიკის მუშაობის ნორმალური რეჟიმის დარღვევას, ასე რომ, სადენებს გარკვეული ომური წინაღობაც უნდა გააჩნდეთ, ამისათვის მათში ან დენგამტარ ძარღვს აქვს ეს წინაღობა ან დამატებით რეზისტორს აყენებენ (2).

კლასიფიკაცია

ეს სადენები, როგორც წესი შედგება:

1 – დამცავი ჩაჩისგან
2 – მეტალის კონტაქტებისგან
3 – დამცავი საიზოლაციო ფენისგან
4 – დენგამტარი ძრაღვისგან

თუ მათ გამოყენებული მასალების და ტექნოლოგიებით დავყოფთ მივიღებთ სამ პირობით ტიპს:

1 – სადენები სპილენძის მრავალძარღვა გამტარით და პოლივინილქლორიდის იზოლატორით.
2 – ერთძარღვიანი გამტარით და პოლიუთერანის იზოლაციით
ორივე ეს ტიპი ხასიათდება შემდეგი ნაკლით:
მათ ესაჭიროებათ დამატებითი ხარვეზჩამხშობი რეზისტორი,
მათი საიზოლიაციო მასალა დროთა განმავლობაში ბენზინის ორთქლის, ყინვის, და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით თანდათანობით მიკრო ბზარებს გაიჩენენ, რომლებშიც წყალი აღწევს, რის შედეგადაც მკვეთრად მცირდება მათი წინაღობა, ხდება დენის გადადინება და შესაბამისი უწესივრობები.
3 – თანამედროვე ტიპის საიმედო სადენებში დენგამტარ მასალად გამოიყენება არამეტალური მასალა – მინაბოჭკო, პოლიმერი, გრაფიტი, კევლარი ან მათი შენაერთები. საიზოლაციოდ კი სილიკონი. ეს მასალები უზრუნველყოფენ ენერგიის გადაცემის საიმედოობას და ნაპერწკლის სიმძლავრის გაზრდას, შესაბამისად წვა სრულყოფილია, იზრდება ძრავის სიმძლავრე და ოპტიმალურად გამოიყენება საწვავი.

მიუხედავად იმისა რომ, ასეთი გამტარები 3-4 ჯერ ძვირია, მათი საშუალებით 160 000 კილომეტრზე მეტს გაივლით, ხოლო ჩვეულებრივით მხოლოდ 30-50 ათასს, ანუ 1-2 წელიწადში გამოსაცვლელი ხდება.

მაღალი ძაბვის სადენი დენგამტარი ძარღვის სხვადასხვა ტიპებით მაღალი ძაბვის სადენი სხვადასხვა ტიპის იზოლაციებით
a – სპილენძის მრავალძარღვიანი დენგამტარი
b – არამეტალის – მეტალშემოხვეული
в – სრულიად არამეტალის
1 – იზოლაცია
2 – სპილენძის მრავალძარღვიანი
3 – ფეროპლასტის გარსაცმი
4 – გულანა
5 – მეტალის მავთულის გარსაცმი
6 – არამეტალის დენგამტარი გულანა
7 – მეტალის ბადე სიმტკიცისთვის
a – ერთფენიანი
b – ორფენიანი
в – არფენიანი სიმტკიცის ბადით
1 – დენგამტარი ძარღვი
2 – ფეროპლასტის გარსაცმი
3 – დიელექტრიკული ფენა
4 – დამცავი ფენა
5 – სიმტკიცის ბადე
  1. ამ საიტს რა ჰქვია? ჩერეზ გოგლეთი შემოვედი და სახელი არ ვიცი

  2. http://about.ge ასე ჩაწერე

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]