(Turbocharger)
მუშაობის პრინციპი:
დამყარებულია გადამუშავებული გაზების მეორად გამოყენებაზე. წვის კამერიდან გამოდევნილი გაზის ნაკადის ნაწილი მიეწოდება ტურბინის ფრთებს, რომლის მეორე მხარესაც დამაგრებულია კომპრესორის ფრთები. ისინი შეიწოვენ ატმოსფერულ ჰაერს და დიდი წნევით გამაგრილებლის გავლით მიაწვდიან ძრავის ცილინდრს.ვინაიდან ცილინდრში ჰაერი ძალისხმევით მიეწოდება და არა დგუშის შეწოვით, შესაბამისად ძრავში ჰაერის მეტი მასა ხვდება. ამიტომაც შესაძლებელი ხდება ცილინდრს მეტი საწვავი მივაწოდოთ და უფრო ძლიერი აფეთქება მივიღოთ, რაც თავისთავად ძრავის სიმძლავრის ზრდას იწვევს
როგორც წესი, ტურბოდაბერვიან ძრავებს საწვავის ხარჯვის ნაკლები კუთრი ეფექტურობა აქვს (გრამი/კილოვატსაათზე), შესაბამისად მეტია სიმძლავრე მოცულობაზე (სიმძლავრე/ძრავის მოცულობის ერთეულზე. კილოვატი/ლიტრზე). ამის გამო შესაძლებელია მცირე მოცულობის ძრავის სიმძლავრე გაიზარდოს ბრუნთა რიცხვის მოუმატებლად. ამგვარად საწვავის ხარჯის მცირედი მომატებით, შესაძლებელია ძრავის სიმძლავრის მნიშვნელოვანი მატება.
ინტერქულერი ჩვეულებრივ ჰაერის გამაციებელ რადიატორს წარმოადგენს. გაციება კი აუცილებელია რათა შემცირდეს ჰაერის სიმკვრივე და მეტი რაოდენობა მოხვდეს ცილინდრში. გარდა ამისა წვის კამერაში დგუშის ზემოთ გადაადგილებისას იზრდება ჰაერის წნევა და შესაბამისად იგი უფრო მეტად ხურდება, რამაც სეიძლება ნაადრევი დეტონაცია გამოიწვიოს, რაც რათქმაუნდა არასასურველია.
საინტერესო სტატიაა +1