ამორტიზატორი
ამორტიზატორის დანიშნულებაა ავტომობილის არასწორ გზაზე მოძრაობისას მის თვალზე მიყენებული ბიძგები და დარტყმები ჩაახშოს, ძარას მიანიჭოს ნაკლები რყევა და შიგ მყოფთ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.
კარგი ამორტიზატორი მუდმივად აიძულებს ბორბალს კარგად მოეჭიდოს გზას, დაზიანებულის შემთხვევაში ის მუდმივად ხტუნაობს და მოჭიდება ხანდახან სრულიად იკარგება – ეს ძალიან საშიშია.
ამორტიზატორის მუშაობის სქემა
A – ამორტიზატორის ღერძი
B – დგუში
C – ამორტიზატორის კორპუსი
D – ზეთისებრი საამორტიზაციო სითხე
E – გადამღობი საფენი
F – ჰაერი
ამორტიზატორის მუშაობის საშუალო დრო 30-50 ათასი კილომეტრიანი გარბენია.
ამორტიზატორი შეიძლება იყოს:
ჰიდრავლიკური ანუ ზეთიანი ან ჰიდროპნევმატური -გაზით შევსებული
ჰიდრავლიკური ამორტიზატორი, შედარებით გავრცელებული და იაფი მოწყობილობაა, მისი სამუშაო ნივთიერება ზეთისებრ სითხეს წარმოადგენს
ჰიდროპნევმატური ამორტიზატორი კონსტრუქციულად დიდად არ განსხვავდება ჰიდრავლიკურისგან, მასში სითხის მაგივრას აზოტის გაზია შეყვანილი
ერთმილიანი CDC ტიპის რეგულირებადი ამორტიზატორი -განეკუთვნება ერთდროულად ზეთიან და გაზიან ამორტიზატორთა ჯგუფს, ვინაიდან მასში ორივე გამოიყენება, მაგრამ ერთმანეთისკენ გამოყოფილია სპეციალური მცურავი დგუშით. მისი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა უფრო ეფექტური გახადოს მისი სხვადასხვა რეჟიმებში გამოყენება. შესაძლებელია ავტომობილის დაკიდების სიმაღლის ცვლა და თავად ამორტიზატორის თვისებების მორგება სავალ ნაწილზეც.
სხვადასხვა ტიპის საამორტიზაციო საშუალებები
ამორტიზატორის შიდა მოწყობილობა
როგორ დავადგინოთ ვიზუალურად ამორტიზატორის ვარგისიანობა?
- ამორტიზატორის ღერძის საფენის გაგლეჯა
- სარქველის ან დგუშის კვანძების დაზიანება
- კორპუსის მექანიკური დაზიანებები, ნაჭდევები, ბზარები, ჩაჭყლეტები, ღერძის გაღუნვა
- ამორტიზატორის სამაგრი ყურების დაზიანება ან მოგლეჯა
- საამორტიზაციო სითხის დეგრადაცია ან შეუსაბამობა
- გაზიდან დაცლა
დეფექტი | მიზეზი |
---|---|
კორპუსზე და ღერძზე შეიმჩნევა ზეთოვანი ნაჟღენთები ან წვეთები. დაჟანგულია ღერძი. |
გაცვეთილია საგერმეტიზაციო საფენი ღერძის ჟანგვა გამოწვეულია დამცავი ჩაჩის დაზიანებით და ამორტიზატორში წყლის მოხვედრით |
მოწყვეტილია ამორტიზატორის სამაგრები | ხანგრძლივი ხმარების შედეგად მეტალის გამოყენება |
ექსტრემალური დატვირთვა -ძლიერი დარტყმა | |
კორპუსზე და ღერძზე არ შეიმჩნევა ზეთოვანი ნაჟღენთები ან წვეთები, მაგრამ ავტომობილი გადაადგილებისას ხტუნაობს | ძალიან დამუშავებულია |
ღერძი გაღუნულია ან გატეხილია | |
ექსტრემალური დატვირთვა -ძლიერი დარტყმა, არასწორი მონტაჟი | |
გაჭედილია | შიგნიდან სერიოზულადაა დაზიანებული, შიგნით მოხვდა: წყალი, ჭუჭყი ან ჩასხმულია ცუდი სითხე |
ნაჭყლეტები კორპუსზე | მოხვდა ქვა ან ავარიის შედეგად დაზიანდა |
გაზიანი ამორტიზატორის ღერძი თავისთავად არ გამოდის | ცილინდრში აღარ არის გაზი |
ღერძის დიდი თავისუფალი სვლა | გამოჟონა სითხემ ან დაირღვა გერმეტიზაცია |
კაკუნის მაგვარი ხმა | ცუდადაა დამაგრებული |
ღერძის საფენები დამუშავებულია |
დაზიანებული ამორტიზატორი საგრძნობლად ზრდის სამუხრუჭე მანძილს, აყენებს ზედმეტ დატვირთვას საფეხურის საკისარს, იწვევს სამხრუჭე სისტემის ნაადრევ ცვეთას და დაზიანებას
სასურველია ზამთარში მოძრაობის დასაწყისში 1-2 კილომეტრი ნელა გავიაროთ, რათა ამორტიზატორის სითხე შეთბეს.
0 კომენტარი.