რა არის და რისი მაქნისია ლამბდა ( λ ) ზონდი?
თუ თქვენმა ავტომობილმა “მოულოდნელად” დაკარგა წევა (тяга), მოუმატა წვას და გამონაბოლქვში გაიზარდა CO (ნახშირჟანგი), სახელოსნოში ალბათ გეტყვიან – “ლამბდა” გაფუჭდაო. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ბევრმა ხელოსანმა ნაკლებად იცის რა არის ეს და ეჭვი მაქვს, რომ თქვენ უფრო ნაკლებად.
მაშ ასე:
“მშრომელთა მჩაგვრელი, ბურჟუაზიული სამყარო” ჯიუტად ითხოვს ავტომწარმოებლებმა დაიცვან ეკოლოგიური წესრიგი და დააწესეს, რომ ავტომობილს აუცილებლად უნდა გააჩნდეს “კატალიტიკური ნეიტრალიზატორი” (ჩვენთან “კატალიზატორს” ეძახიან). ეს ასეთი რამეა – ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებებს ამცირებს. “კატალიზატორი” კარგი რამ არის, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში ანუ მაღალი ხარისხის საწვავის პირობებში (საქართველოში ასეთ საწვავს “ეკო” ასხმს). თუ ავტომობილი მუდმივად არ აკონტროლებს ჰაერ-საწვავის ნაზავს, კატალიზატორი ძალიან მალე ფუჭდება. ამიტამაც მას О2-ის (ჟანგბადის) სენსორს – იგივე ლამბდა ზონდს უყენებენ.
ლამბდა ზონდის სისტემის მუშაობის პრინციპი
სენსორის სახელწოდება, ბერძნული სიმბოლო λ (ლამბდა)-დან მოდის. ავტომწარმოებლები ამ სიმბოლოთი აღნიშნავენ ჰაერის სიჭარბის კოეფიციენტს საწვავ ნაზავში.
ნაზავი ოპტიმალურია, როდესაც ჰაერის 14,7 წილზე საწვავის 1 წილი მოდის. λ=1 (წვის კამერაში ჰაერი მეტია ბენზინზე 14,7-ჯერ).
როცა: λ>1 – ნაზავი გაღარიბებულია,
და λ<1 – ნაზავი გამდიდრებულია. საწვავის წილი ნაზავში მეტია და არასაკმარისი ჰაერის გამო არ ხდება სრული წვა.
გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ როდესაც λ=1-ს, მიიღება მაქსი მალური სიმლავრე და მინიმალური საწვავის ხარჯვა.
აი თავად ლამბდა ზონდი. კატალიზატორის ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა λ=1±0,01. ესეიგი საჭიროა გამონაბოლქვში ჟანგბადის რაოდენობის ზუსტი კონტროლი. სწორედ ამ საქმითაა დაკავებული იგი.
მისი მუშაობის პრინციპი ემყარება:
ორ ელექტროდს შორის – გარეთა, რომელიც უშუალო შეხებაშია გამონაბოლქვ გაზებთან და შიდა, რომელიც უშუალო შეხებაშია ატმოსფერულ ჰაერთან, მათ სორის წარმოიშობა ელექტრული ძაბვა და გადაეცემა ძრავის მართვის კომპიუტერს, რომელიც შესაბამისად შეცვლის საწვავი ნაავის შემადგენლობას.
ლამბდა ზონდი მაგრდება გამონაბოლქვი გაზების გამომტანი მაგისტრალის (მაყუჩი- “გლუშიტელი”) მილზე.
შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში?
@ზურა
მგონი თითონ ზონდის შეკეთება არაა გამართლებული, რაც მინახავს დახუფული სენსორია, მაგრამ შეგიძლია შეცვალო იგი
რა მაინტერესებს, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ( როდესაც ლამბდა მეტია ან ნაკლები 1-ზე ) თვითონ კომპიუტერი ცვლის შემდეგ ნაზავის შემადგენლობას და დაჰყავს ნორმამდე?
თუ უბრალოდ გატყობინებს რამენაირად რო დაზიანებულია ლამბდა ზონდი ან მუშაობს არაშესაბამისი პარამეტრების მიხედვით?
და როგორ გავიგო რო დაზიანებულია ან არ მუშაობს დაწესებული ნორმის მიხედვით? ბენზინის ხარჯს დავუკვირდე? ხმა შეიცვლება ძრავში ან რაღაც, პანელზე აანთებს რამეს თუ ?
ახლა ასეთი პრობლემა აქვს მანქანას..
დაქოქვიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერებულ მდგომარეობაში, ტახომეტრზე ისარი არ ჩამოდის 10ზე დაბლა, რის გამოც აბაროტებიც მაღალია და საწვავის ხარჯის ოდენობაც… როდესაც ავტომობილი “გახურდება” მაშინ უკვე ჩამოდის ნორმაზე.. 8-9 და შესაბამისად დაბალ აბაროტებზეც მუშაობს..
რა ინფორმაცია მოვიძიე ამის შესახებ, როგორც წესი “ვოზდუხამერის” ბრალი უნდა იყოსო, მაინტერესებს არის თუ არა შანსი, რო ეს პრობლემა ლამბდას გამო იყოს გამოწვეული..?
ლადო
შემიძლია მე შემიძლია ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვა, ვიანიდან ბლოგი მხოლოდ შემეცნებითი ხასიათისაა და ამ დროისთვის აქ არ არის ვინმე პროფესიონალი, ჩემი აზრით დაქოქვისას 10-ზე მაღლა (გააჩნია რა მაღლა? ) 11, 12 -ზე არაუშავს კი არა და ეგრე უნდა იყოს, ეგ ხომ სუფთად ელექტრო პადსოსის მუღამია, თავიდან ცოტათი მაღალ ბრუნზე იმუშავოს ძრავმა და შემდეგ დადგეს ნორმაზე (0.8-0.9). სხვა არაფერს უჩივი?, ანუ სანამ ძრავი კარგად გათბება დაძვრა რომ სცადო, ბრუნი რამდენიმე წამით არ ეცემა 0.4-სკენ და უფრო დაბლა? და მაინც ჩემის აზრით შენ პრობლემა ლამბა ზონდში კი არა, არამედ უფრო ძრავისკენ უნდა ეძებო, იდეაში ლამბდა ზონდის დაზიანებისას წვის ხარჯი სულ უნდა იყოს გაზრდილი და არა მარტო დაქოქვისას.
რაც შეეხება დაზიანების შეტყობინებას, ალბათ შენც ხვდები ეგ უკვე მანქანაზეა დამოკიდებული, თუ აკონტროლებს კომპიუტერი მის გამართულ მუშაობას მაშინ გეტყვის ან კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მაინც გამოჩნდება, მაგრამ ეგ არ არის ისეთი რაღაც რომ მაგისთვის ცალკე “პრიბორი” დაეყენებინათ ისედაც ბევრ პრიბორებთან მაქსიმუმ ის ნათურა აგინთოს რომელიც არასწორ წვას ან გაუამრთავ ელექტროობას განიშნებს ძრავში.
მხოლოდ ეგ პრობლემაა? დაქოქვის მერე აღარაფერი აწუხებს? ან გაწევა, ან წვა უკვე გამთბარ ძრავზე?
არა, მხოლოდ ეგ პრობლემა იყო. დაქოქვიდან რამდენიმე წუთში მაღალ აბაროტებზე მუშაობა, რაც აქამდე არ ჰქონდა და მაგიტომ დავფიქრდი ამ საკითხზე.
პ.ს. ძალიან კარგია ბლოგია, დღეს პირველად შემოვედი და ძალიან კარგი და საინტერესო ინფორმაციები წერია : )
პ.პ.ს. ერთი ბოლო კომენტარების ვიჯეტიც რომ დაგემატებინა საიდბარში, კარგი იქნებოდა : )
შენ კიდე -1 და -2 გრადუსია დილით და 0.2-ით მეტი ბრუნი არ აპატიო ეხლა 🙂
პ.ს. მადლობა
პ.პ.ს. აუცილებლად დავამატებ
ისე, მამენტ მაგას კი არ დავკვირვებივარ რო ზამთრარში არსებული ტემპერატურის გამო შეილებოდა ყოფილიყო მაგის ბრალი :დ
გამარჯობაათ
მყავს ოპელ ასტრა ჯე. 1.6 პრასტოი, მიწვავს ბევრს და ვერ მივაგენი მიზეზს,გამოვცვალე სვეჩები ათვლის დაჩიკი მარა აზრი არ აქვს და იქნებ რამე მირჩიოთ..