GDi – Gasoline Direct Injection
ბენზინის პირდაპირი შეფრქვევა
პირველად ამ პრინციპზე მომუშავე ძრავები 50-იან წლებში Mercedes-ის კომპანიამ ლეგენდარულ ”Roadster 300 SL”-ზე (”თოლიას ფრთა”) დააყენა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მალევე შეწყვიტა. 40 წლის შემდეგ იგივე პრინციპი, ოღონდ უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული Mitsubishi-ს კომპანიამ გამოიყენა ავტომობილებზე: Galant, Pajero, RVR, Carisma, Space Wagon. დღეისათვის GDi ძრავები დგება ავტომობილებზე: Mitsubishi (6G74, 4G93, 4G-73), Toyota (3S-FSE, 1AZ-FSE), Nissan (3.0-litre Engines VG30dd), BOSCH (სისტემა Moronic MED7). თუმცა GDI ძრავებს სხვა მწარმოებლებიც იყენებენ მეტ ნაკლები წარმატებით.
GDI ძრავების განხილვა დავიწყოთ იმით, რომ ისინი:
1. კარბურატორიან ძრავში საწვავი ნაზავი კარბურატორში მზადდება და დგუში ამავე კარბურატორის საკმაოდ წვრილი არხებიდან დამატებითი ენერგიის ხარჯვით შეიწოვს მას. ჩვეულებრივ ინჟექტორულ (შეფრქვევიან) ძრავში, ბენზინი კი მიეწოდება წნევით და შეიძლება ჰაერიც, მაგრამ ნაზავის მომზადება მაინც გარე კამერაში ხდება. GDI ძრავში – ბენზინს და ჰაერს უშუალოდ წვის კამერაში მაღალი წნევით შეფრქვევენ.
2. ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავისგან განსხვავებით, GDI კატასტროფულად გაღარიბებულ საწვავ ნაზავზე მუშაობს – 40 წილ ჰაერს ერევა 1 წილი ბენზინი, ხოლო ჩვეულებრივ ძრავში 14,7 -ს.
3. ამის მისაღწევად საჭირო გახდა საწვავის ძალიან მაღალი წნევით მიწოდება – 50 ბარი წნევა, ჩვეულებრივში 15-ჯერ ნაკლები 3,4 ბარი წნევით, რისთვისაც ძალიან ზუსტად (ზედმიწევნით, განსაკუთრებულად) დამზადებულ, მიკროსკოპულ ღრიჩოებიან მაღალი წნევის საწვავის ტუმბოს იყენებენ.
4. GDI ძრავში დგუშს განსაკუთრებული ფორმის ჩაღრმავება აქვს, რისი წყალობითაც მიიღწევა საწვავი ნაზავის წვის კამერაში ლამინარული ღრუბლის მიღება (ლამინარული ღრუბელი – გარკვეულ შემოსაზღვრულ სივრცეში, გაზის მიერ მთელი სივრცის მოცულობის სრული შევსება).
შედეგად – სრული წვა, საწვავის საშუალოდ 15-20% ეკონომია, სიმძლავრის 10%-ით მატება და ეკოლოგიურად სუფთა ძრავი.
თუმცა!!!
სასარგებლო იქნება მცირედ მაინც გავერკვეთ GDI-ს ნაირსახეობებში:
GDI პრინციპზე მომუშავე 4G93 ძრავი მზადდება ან ”სამურაების” (იაპონია) ავტომობილებისთვის, ან ”ჰალსტუხიანებისთვის” (ევროპა). მათ შორის სერიოზული განსხვავებაა.
დავიწყოთ იქედან, რომ GDI სამ რეჟიმში მუშაობს:
1. ULTRA LEAN COMBUSTION MODE – რეჟიმი (მხოლოდ ”სამურაისთვის”)
სუპერ გაღარიბებული ნაზავის რეჟიმი. 115-125 კმ/სთ-ში სიჩქარისას, როდესაც აჩქარება ხორციელდება მდორედ და თანაბრად, აქსელერატორზე (მოთუხთუხეებისთვის, Чайник-ებისთვის – გაზზე) მშვიდად დაწოლისას.
2. SUPERIOR OUTPUT MODE – ასევე სუპერ გაღარიბებული ნაზავის რეჟიმი და ასევე მხოლოდ ”სამურაებისთვის”.
125 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარისას ან როდესაც ძრავი დატვირთულია (მისაბმელი, მძიმე ტვირთი, აღმართზე ასვლა და ა.შ)
3. TWO-STAGE MIXING – ევროპული “ისე რა” ბენზინისთვის.
ადგილიდან მკვეთრი დაძვრისას ან გასწრებისას მკვეთრი აჩქარების მინიჭებისას.
საწვავის ტუმბოს ერთ ერთ მთავარ დეტალზე, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს GDI რეჟიმს, მარცხენა სურათზე ისრებით ნაჩვენებია – რას უშვება ”ქართული” ბენზინი მის იდეალურად სუფთად დამუშავებულ ზედაპირს (მარჯვნივ). ამის გამო არათუ GDI აღარ მუშაობს ძრავი შეიძლება სულაც არ დაიქოქოს.
მაგრამ!!!
GDI-სთვის გამოსადეგი ბენზინი კატეგორიულად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მაღალოქტანური (ნამდვილად მაღალოქტანური), ყოველგვარი მინარევების გარეშე და რა თქმა უნდა, არა ეთილირებული. (ამბობენ საქართველოში ასეთი ხილი არ ხარობსო! მაინც ალბათ ”ეკო” უნდა სცადოთ)
ასეთი ”სიმკაცრე” საწვავის მიმართ გამოწვეულია საწვავის ტუმბოს ერთმანეთზე ძალიან (ძალიან, ძალიან) ზუსტად მორგებული დეტალების გამო.
ჩემი აზრით !!!
ნუ შეიძენთ GDI ძრავიან ავტომობილს, ღმერთმა იცის რას ჩაგისხამენ ავზში.
თუ ის უკვე გყავთ ან ასვით კარგი (ნამდვილად ძალიან კარგი) ბენზინი, ან ასწავლეთ დამოუკიდებლად იაროს ტუმბოების გამწმენდ ხელოსნამდე. და ვინაიდან იგი მუდმივად ამ ტრაექტორიით იმოძრავებს, თქვენთვის შეიძინეთ სხვა ავტომობილი – მანქანა ხომ გჭირდებათ!
ამ ტრაგედია გადატანილებს ვუთანაგრძნობთ და მოვუწოდებთ – გაგვიზიარეთ გამოცდილება
გამარჯობა! ძალიან კარგი და სასარგებლო საიტია, დიდი მადლობა საიტის შემქმნელს!
მყავს პაჯერო იო, რომელსაც ჟდიაი ძრავი აქვს. რომელი ოქტანობის ბენზინს მირჩევთ. მე ვასხავ სუპერს. თუ შეიძლება ამ ძრავისთვის პრემიუმის ჩასხმა? მაინტერესებს სუპერი სუპერი ზედმეტად მარალ ოქტანური ხომ არ არის ამ ძრავისთვის?
გამარჯობათ, ჯერ მინდა დიდი მადლობა გითხრათ ასეთი საინტერესო საიტის შექმნისათვის, ეხლა კი ჩემი პრობლემა. 4 წელია ჯდი მიცუბიში პაჯერო მყავს 2 ჯერ გავწმინდე ფილტრი ანუ თვითონ ჯდი სთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ 97 000 გარბენზე ——ძრავმა დასტუკა დავშალეთ და ყველა კლადიში დახაზულიაიქნებ მირჩიოთ ღიირს კი ასეთი ძრავის აღდგენა თუ ჯდი ს გარდა ამ მანქანებს თვითონ ძრავის მეტალიც განსხვავებული (რბილი, უხარისხო და ა.შ.) აქვს?წინასწარ გმადლობთ.
ისე ჯდი ს მფლობელთა საყურადღებოდ. ჯდი ძრავებს გააჩნია ძალიან წმინდა ფილტრი რომელსაც ხშირად ხელოსნები აუქმებენ არა და გაწმენდა 20 ლარი ღირს. ყურადღებით იყავით და არ გააუქმებინოთ ფილტრი, სპეციალური სითხით უპრობლემოდ იწმინდება და კარგად იცავს ჯდი სისტემას. წარმატებები ყველას.
გამარჯობათ,
თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, მყავს მიცუბიში აირტრეკი 2.4GDI ძრავზე,ზეთს ჭამს ბევრს,სავარაუდოდ კლაპნის სალნიკების ბრალია და ნორმალური ხელოსანი ვერ ვნახე ვერსად.
თუ მირჩევთ რამეს ან სად მივიყვანო. ❓