- 12 წლამდე ბავშვის მანქანის წინა სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია, რადგან ავტო-შეჯახებისას ბავშვი წინა სავარძელზე ყოვლად დაუცველია. საჰაერო ბალიშის გაშლა ხშირად ბავშვის მძიმედ დაშავების მიზეზი ხდება;
- არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია;
- არ გამოიყენოთ მეორადი ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი, რადგან ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ იგი კარგავს თავის პირველად დანიშნულებას;
- უსაფრთხოების სავარძელი შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით, ამისათვის კარგად გაეცანით სავარძელზე მოცემულ ინსტრუქციას;
- ბავშვის უსაფრთხოების სავარძლის საყიდლად წაიყვანეთ თქვენი შვილი და მიეცით მას საშუალება, რომ თვითონ შეარჩიოს თავისი გემოვნებით;
- 12 წლამდე ბავშვის მანქანის წინა სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია, რადგან ავტო-შეჯახებისას ბავშვი წინა სავარძელზე ყოვლად დაუცველია;
- საჰაერო ბალიშის გაშლა ხშირად ბავშვის მძიმედ დაშავების მიზეზი ხდება;
- ერთ წლამდე ბავშვი ყოველთვის უნდა იჯდეს მანქანის უკანა სავარძელზე სახით უკან და არა წინ;
- წესად გაიხადეთ მანქანის მგზავრობისას უსაფრთხოების ღვედის შეკვრა, რომ ბავშვმა აღიქვას ეს ნორმად და მიიღოს მაგალითი თქვენგან;
- მგზავრობის წინ ზომიერად გამოკვებეთ ბავშვი, არც ზედმეტი საკვები მისცეთ და არც მშიერი კუჭით ამგზავროთ;
- თუ ბავშვი ძუძუთ კვებაზეა ან საწოვარას წოვს, უმჯობესია გამოკვებოთ მანქანის გაჩერების შემდეგ და არა მოძრაობისას;
- მანქანაში იქონიეთ სამკუთხა გამაფრთხილებელი ნიშანი, ცეცხლსაქრობი მოწყობილობა და აფთიაქი;
- ხშირად გააჩერეთ მანქანა ჩრდილში და გაანიავეთ;
- თუ ტემპერატურა მაღალია და ცხელა აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ბევრი რაოდენობით წყალი;
- თუ ფანჯრები ღიაა, ნუ მისცემთ ბავშვს თავის და მკლავის გარეთ გაყოფის უფლებას;
- თუ მანქანიდან გადასვლას აპირებთ, გასაღები არ დატოვოთ ბავშვებითვის ხელმისაწვდომ ადგილას;
- მზის დაკვრის შემთხვევაში ექიმის მოსვლამდე მოათავსეთ ბავშვი ჩრდილში, ისეთ ადგილას სადაც ჰაერი კარგად მოძრაობს და მიაპკურეთ წყალი;
(წყარო safedrive.ge)
0 კომენტარი.