საქარე მინის საწმენდი

ჭუჭყიანი საქარე მინა საგრძნობლად ამცირებს მხედველობის არეს და ხელს უშლის მძღოლს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში. საქარე მინის მწმენდი გამოიყენება საქარე მინის გასაწმენდად წყლის, თოვლის და ტალახიანი შხეფებისაგან. მტვრის და ტალახიანი შხეფების მოსაშორებლად ასევე გამოიყენება წყლის მისასხურებელი მოწყობილობა. საქარე მინის მწმენდის ძირითადი ნაწილებია: ძრავი, ხარიხა, ღერო, ჩარჩო და რეზინის საწმენდი. ელექტროძრავის საშუალებით რეზინის საწმენდები სრიალებს საქარე მინაზე და ასუფთავებს მას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყლის შესხურებაც.

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]