რომელი ჯობია ”პერედნეპრივოდნი თუ ზადნი” ?
სწორედ ამ ფორმით და ასე მკაცრად სვამენ ამ კითხვას. მოდით გავერკვეთ.
ამბობენ, რომ ისეთი ცნობილი მწარმოებლები, როგორიცაა: ”მერსედესი”, ”ბმვ”, ”იაგუარი” და ”პორშე” დღემდე ჯიუტად მხოლოდ უკანა წამყვან თვლებიან ავტომობილებს უშვებენ.
ჯერ ეს ერთი, ”მერსედესი” მშვენიერ ავტომობილს უშვებს წინა წამყვანი თვლებით, მაგალითად ”А კლასის” მცირელიტრაჟიან კომპაქტურ გოლფ კლასის და უფრო მცირე ზომის ავტომობილებს.
მერი ის, რომ ჩვენთან დამკვიდრებულია აზრი, თითქოს წინა წამყვანი თვლებიანი ავტომობილები არც თუ ისე დიდიხანია რაც გამოდის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.
აი ავტომობილი, რომელიც ფრანგმა ნიკოლა ჟოზეფ კუნიომ 1764 წელს შექმნა. თვალნათელია, რომ თურმე პირველი ავტომობილი წინა წამყვანი თვლებით ყოფილა.
თითქმის 100 წლის შემდეგ 1931 წელს ფირმა Auto Union-მა დაიწყო
“DKW”-ს მარკის წინაწამყვანთვლებიანი ავტომობილების სერიული წარმოება. რატომ უფრო ადრე არა? იმიტომ, რომ ტექნიკურად რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ისეთი საიმედო და სრულყოფილი მექანიზმის შექმნა, რომელიც თან ავტომობილს წინ უბიძგებდა და თან მოუხვევდა.
ამ სირთულეში ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ თვლების ბრუნვის სიჩქარე არ უნდა შეცვლილიყო მობრუნების კუთხის ცვლილებისას. როგორც კი შეიქმნა ე.წ. ”ტოლი კუთხური სიჩქარის მქონე მუხლიანი ნახევარღერძები და ეს საკმაოდ რთული და მაღალტექნოლოგიური მექანიზმია (ნახ.მარცხნივ), მწარმოებლებმაც სასწრაფოდ დაიწყეს წინაწამყვანთვლებიანი ავტომობილების გამოშვება.
რატომაც არა, ის ხომ უფრო მარტივია და იაფიც. თითონ განსაზღვრეთ – კარდანი თავის ჯვრისებრი შეერთებით, ჩამოსაკიდი საკისარი, ელასტიური გადაბმა, უკანა ხიდის ელემენტები, უკანა ხიდის საკმაოდ რთული დიფერენციალური გადაცემა, ეს ყველაფერი აღარ არის საჭირო. არანაკლებ მნიშვნელოვანის, რომ სალონში აღარ არის ამობურცული ზურგი.
კარგი! ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც რატომღა აწარმოებენ ავტომობილებს უკანა წამყვანი თვლებით?
მოდით მაინც ცალ ცალკე განვიხილოთ:
უკანა წამყვანის დადებითი მხარეები:
- ძრავი და გადაცემათა კოლოფი ძარაზე საკმაოდ რბილად მაგრდება, ესეიგი მათი ვიბრაცია პრაქტიკულად არ გადაეცემა კორპუსს
- საჭეს არ გადაეცემა დაძვრისას წარმოქმნილი რეაქტიული მომენტები
- სწრაფი სტარტის დროს წონა გადანაწილდება უკან და წამყვანი თვლები კარგად ეჭიდება
- დატვირთვა ღერძებზე უკეთესად გადანაწილდება
- ერთნაირად უნაწილდებათ სამუშაო უკანა და წინა საბურავებს, უკანებს მიჰყავთ – წინები უხვევენ
უკანა წამყვანის უარყოფითი მხარეები:
- ძვირია წარმოებაში
- რთულია კონსტრუქციულად
- გაცილებით მძიმეა
- სალონში იატაკი ამობურცულია
- ცუდი გამავლობა ღრმა ტალახსა და თოვლში
წინა წამყვანის დადებითი მხარეები:
- იაფია წარმოებაში
- არ აქვს კარდანი თავის ჯვრისებრი შეერთებით, ჩამოსაკიდი საკისარი, ელასტიური გადაბმა, უკანა ხიდის ელემენტები, უკანა ხიდის დიფერენციალური გადაცემა – სესაბამისად მარტივია და მსუბუქი
- აქვს კარგი მიმართულებითი მდგრადობა
- კარგი გამავლობა თოვლსა და ტალახში
წინა წამყვანის უარყოფითი მხარეები:
- კონსტრუქციის სპეციფიურობის გამო ძალოვანი აგრეგატი კორპუსზე მყიფედ მაგრდება, ამიტომაც მისი ვიბრაცია გადაეცემა სალონს
- სწრაფი დაძვრისას საჭეზე იგრძნობა ძრავის რეაქტიული შემადგენელი
- სწრაფი დაძვრისას, წონა გადანაწილდება უკან, წინა მხარე შემსუბუქდება და წამყვანი თვლების მოჭიდება მცირდებად ა ს კ ვ ნ ე ბ ი :
- სპორტული ხასიათის ავტომობილებისთვის უკეთესია უკანა წამყვანი თვლები, მაგალითად: ”პორშე” , ”ბმვ”, ”იაგუარი”.
- მაღალი კომფორტის ავტომობილებისთვის უკეთესია უკანა წამყვანი თვლები, მაგალითად: ”მერსედესი”, ”როლს-როისი”, ”ბენტლი”
ორივე შემთხვევაში ძვირი წარმოება გამართლებულია
- წინა წამყვანი თვლების კონცეფცია სავსებით მისაღებია იაფი მასიური წარმოების ავტომობილებისთვის მაინც რომელი ჯობია?
ნებისმიერი ავტო ინჟინერი გიპასუხებთ:
”
უკანა წამყვანიან ავტომობილს მოხვევისას შემობრუნებული წინა თვლები დამუხრუჭების ეფექტს ქმნიან, მიმწოლი უკანა – ჭარბ მიმწოლ ძალას. შესაბამისად ამ ავტომობილებს მიდრეკილება აქვთ მოცურებისკენ, ე.ი. მოსახვევში ხდება უკანა ხიდის მოსრიალება, რასაც გადაჭარბებულ მოხვევადობას უწოდებენ.”
” წინა წამყვანი ავტომობილი მკვეთრ მოსახვევში გაწევის სიჭარბის ან ნაკლულობის გამო წინა თვლებს მოაცურებს. ამას არასაკმარისი მოხვევადობა ეწოდება”
ნებისმიერი ავტომფლობელი გიპასუხებთ:
”უკანა წამყვანიანი ავტომობილი ჯობია” ან ”წინა წამყვანიანი ავტომობილი ჯობია”
საინტერესო სტატიაა და არამარტო ეს! კარგი საიტია, მომწონს… 😉 😉
საერთოდ უკანა წამყვანი სჯობია.
ანუ როგორც გავიგე საერთო ჯამში ვისთვის როგორ ხო?! დადებითი და უარყოფითი ორივეს აქვს და განხვავებაც ვერ ვიპოვე საერთო ჯამში რომელი ჯობია მაინც?