აკუმულატორი

რა აწერია აკუმულატორს?

ავტომობილის აკუმულატორზე შეიძლება ამოვიკითხოთ შემდეგი წარწერები:

12V,  55AhR.C.90 min,  LOAD TEST 200 ACCA (-18 C): BCI 400, IEC 275, DIN 255

რაც ნიშნავს:

12V –  ნომინალური ძაბვა

55 Ah –  ტევადობა ანუ რამდენი ენერგია შეიძლება დაიგროვოს და შემდეგ მოგვცეს აკუმულატორმა. ამ შემთხვევაში: 55 ამპერი 1 საათში ან 11 ამპერი 5 საათში ან 1 ამპერი 55 საათში. აკუმულატორიდან ამ ენერგიის ამოღების შემდეგ იგი განიმუხტება და მის მომჭერებზე ძაბვა დაეცემა 10,5 ვოლტამდე. ეს ის ძაბვაა რომლიდანაც აკუმულატორი ისევ შეძლებს დამუხტვას (ენერგიის დაგროვებას). უფრო დაბალ ძაბვამდე აკუმულატორის განმუხტვა იწვევს მის დაზიანებას.

R.C. 90 min. – სარეზერვო ტევადობა(Reserve Capacity) – 90 წუთი – დრო, რომლის განმავლობაშიც დაზიანებული გენერატორით (ანუ არ ხდება აკუმულატორის ენერგიის შევსება) და 25 ამპერიანი დატვირთვით (ჩართულია მხოლოდ გაბარიტები და ხელსაწყოების განათება) შეგვიძლია ვიმოძრაოთ ისე, რომ აკუმულატორი მწყობრიდან არ გამოვიდეს. აკუმულატორის ძაბვა შენარჩუნდება 10,5 ვოლტი.

LOAD TEST 200 A – სტარტერის რეჟიმში (15 წამი. 21 გრადუსზე) გაცემული დენი – 200 ამპერი. ამის შემდეგ აკუმულატორზე ძაბვა არ უნდა დაეცეს 9,5 ველტს ქვემოთ.

CCA (-18 C):BCI 400, IEC 275, DIN 255 – ზამთარში მინუს 18 გრადუსზე (CCA (-18 C) – Cold Cranking Amperes) სამი მეთოდით ჩატარებული სტარტერის რეჟიმში გაცემული დენის ტესტ რეჟიმები.

BCI 400 (Battery Council International) – 30 წამის განმავლობაში  400 ამპერი. ნარჩენი ძაბვა 7,2 ვოლტი.

IEC 275 (International Electrotechnical Сommission) – 60 წამის განმავლობაში  275 ამპერი. ნარჩენი ძაბვა 8,4 ვოლტი.

DIN 255 (Deutche Industri Normen) – 150 წამის განმავლობაში  255 ამპერი. ნარჩენი ძაბვა 6,0 ვოლტი.

თუ აკუმულატორზე სამივე ტესტ რეჟიმია დატანილი – იგი სერიოზული ნაწარმია.

ევროკავშირში მიღებული აღნიშვნები (ETN)

ესაა 9 ციფრიანი სისტემა გაყოფილი 3 ციფრიან 3 ჯგუფად.

მაგალითად ”Blue Dynamic” აკუმულატორზე ვნახავთ წარწერას 555 065 042.

პირველი 3 ციფრი (555) – A ჯგუფი – ძაბვა და ნომინალური ტევადობა

6 ვოლტიანი აკუმულატორისთვის ესაა ნომინალური ტევადობა 001-499 ამპერი/საათში

12 ვოლტიანისთვის ამ პირველ ციფრს გამოვაკლოთ 500, შესაბამისად თუ პირველი ციფრია:

5 – ტევადობაა 5 დან 99 ა/სთ.

6 – ტევადობაა 100 დან 199 ა/სთ.

7 – ტევადობაა 200 ა/სთ-ზე მეტი.

მეორე 3 ციფრი (065) – B ჯგუფი – ნომერი, პოლარობა, ფსკერის სამაგრი ტიპი, კორპუსის გაბარიტები, სახურავის ტიპი, სახელურების არსებობა, დამუხტვის დენი, ვიბრომედეგობა, დამუხტვა-განმუხტვის ციკლების რაოდენობა და ა.შ.

მესამე 3 ციფრი (042) – С ჯგუფი -EN სტანდარტით ესაა: ბოლო 3 ციფრი გამრავლებული 10-ზე ტოლია განმუხტვის დენის სიდიდე ამპერებში მინუს 18 გრადუსზე.

რუსული წარმოების აკუმულატორების მარკირება შემდეგნაირად იშიფრება

6СТ-60А1

(1)(2)(3)(4)

(1) – 6 – რამდენი მიმდევრობით შეერთებული აკუმულატორია ბატარეიაში (6 ან 3. 6 -ნიშნავს 12 ვოლტს, 3 – 6 ვოლტს)

(2) – СТ – სტარტერული

(3) – 60 – ნომინალური ტევადობა ამპერი/საათში

(4) – დამატებითი აღნიშვნები:
“А” – საერთო სახურავით
“3” – აკუმულიატორიში ჩასხმულია ელექტროლიტი და დამუხტულია, თუ რიცხვი არ წერია – მშრალადდამურტულია

“Э” – ებონიტის მთლიანი კორპუსი

“Т” – თერმოპლასტიური მასალის მთლიანი კორპუსი

“М” – გამყოფი პოლივინილქლორიდისაა

“П” – გამყოფი პოლიეთილენის კონვერტია

ასევე მასზე შეიძლება ამოვიკითხოთ შემდეგი ინფორმაცია

-18°С სტარტერული დენი ამპერებში (А)

ნომინალური ძაბვა ვოლტებში (В ან V) და სხვა მრავალი საბჭოთა ლაილაი.

—————————————————————————————————————–

რა აფუჭებს აკუმულატორს?

ექსპლუატაციის პირობების დარღვევა. მათ შორის :
ზედმეტად ან ნაკლებად დამუხტვა, ხშირი ღრმა განმუხტვა.

ზედმეტად დამუხტვა ხდება იმ ავტომობილებზე, რომელთა დამუხტვის ძაბვაც 14,5 ვოლტზე მეტია. ეს ხდება უწესივრო რელე-რეგულიატორის გამო, რომელიც ამ მდგომარეობაში აკუმულატორს 17-18 ვოლტს აწვდის. ამას მოყვება ელექტროლიტური სითხის სწრაფი აორთქლება და დადებითი ელექტროდების კოროზია. ნაკლულ სითხეს უნდა დაუმატოთ გამოხდილი წყალი და არავითარ შემთხვევაში ელექტროლიტი.

ავტომობილებს, რომელთა დამუხტვის ძაბვა 13,8 ვოლტზე ნაკლებია, მოყვება პროგრესირებადი დაუმუხტაობა, ანუ აკუმულატორი იმუხტება მხოლოდ 50-60% , ხდება აკუმულატორის შიდა ფირფიტების დაზიანება და შესაბამისად მცირდება ექსპლუატაციის ვადა.

როგორ შევამოწმოთ დამუხტვის დენი?

დავქოქოთ ავტომობილი, დავაყენოთ ბრუნთა რიცხვი 1500-2000 ბრ/წთ-ში ჩავრთოთ შორი განათების ფარები და ვოლტმეტრით გავზომოთ აკუმულატორების მომჭერებზე ძაბვა – ნორმალურია 13,9 – 14,3 ვოლტი.

13,9 ვოლტზეზე ნაკლები ნიშნავს არასრულ დამუხტვას, 14,3 ვოლტზე მეტი – ზედმეტად გადამუხტვას.

რა ხდება ”პერემიჩკებით” დაქოქვის დროს?

აუცილებელია:

დამხმარე ავტომობილი არ იყოს დაქოქილი.

განმუხტული აკუმულატორიდან მოვხსნათ საკონტაქტო მომჭერის ”-” კაბელი (- კლემა), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ისედაც განმუხტული აკუმულატორი თქვენივე სტარტერის მიერ მოთხოვნოლი დიდი დენის გამო საბოლოოდ განიმუხტება და შეიძლება არც არასდროს დაიმუხტოს.

შ ე მ დ ე გ:

1 – შემაერთებელი კაბელის ”+” (როგორც წესი წითელი ფერისაა) ბოლო შევაერთოთ დასაქოქი ავტომობილის აკუმულატორის ”+”-ს (კლემის მოხსნა არ არის საჭირო)

2 –
დამხმარე ავტომობილიდან ”+ კლემა” ჩავხსნათ და აკუმულატორის ”+”-ს მიუერთოთ ”+” კაბელის მეორე ბოლო (”+”-ს ჩახსნა აუცილებელია, რათა არ დავაზიანოთ გენერატორი)

3 –
დამხმარე ავტომობილის აკუმულატორის ”- კლემას” მიუერთოთ ”-” კაბელის ერთი ბოლო (კლემის მოხსნა არ არის აუცილებელი)

4 – ”-” კაბელის მეორე ბოლო საიმედოდ მივაერთოთ დასაქოქი ავტომობილის ძრავის კორპუსს.

დავქოქოთ ცუდ აკუმულატორიანი ავტომობილი. დაქოქვის შემდეგ ფრთხილად მოვხსნათ შემაერთებელი კაბელები ისე რომ არ მოვახდინოთ მოკლე ჩართვა.

”პერემიჩკებით” დაქოქვის დროს მძღოლები ხშირად უშვებენ სერიოზულ შეცდომას, როდესაც ცდილობენ დამხმარე ავტომობილის დაქოქილი მდგომარეობიდან გადაიყვანონ დენი დასაქოქზე. ეს არ შეიძლება ვინაიდან დაქოქილი ავტომობილი ნიშნავს, რომ მისი აკუმულატორი მისივე გენერატორიდან იმუხტება. ე.ი ეს გენერატორი უნებლიედ იღებს მონაწილეობას დასაქოქი ავტომობილისთვის სასტარტერო დენის მიწოდებაში, რამაც შეიძლება იგი დააზიანოს.

სწორად მოვიქცევით თუ დასაქოქ ავტომობილს წინასწარ 5-10 წუთით მაინც ვამუშავებთ, შემდეგ გამოვრთავთ, მოვხსნით ”+ კლემას” და და ისე მოვახდენთ ”გადაპერემიჩკებას”.

განმუხტულ აკუმულატორიანი ავტომობილის დაქოქვის შემდეგ, ცხადია მოხსნილი ”- კლემა” ისევ აკუმულატორს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი ძრავი უქმი სვლის ბრუნთა რიცხვით მუშაობს იგი შეიძლება ისევ ჩაქრეს იმ მიზეზით, რომ თქვენი აკუმულატორი განმუხტულია და გენერატორიდან დიდ დენს მოითხოვს. ამიტომ კარგი იქნება თუ ძრავს ბრუნთა რიცხვს მოუმატებთ და ”კლემას” ისე შეაერთებთ.

სხვათაშორის

აკუმულატორის ავტომობილიდან ჩახსნა ან მიერთება უნდა მოხდეს, როდესაც ყველა მომხმარებელი გამორთულია. მიერთებისას ჯერ მიუერთებთ ”+”-ს შემდეგ ”-”, ჩახსნისას – ჯერ ”+”-ს გამოვრთავთ, შემდეგ ”-”ს.

დაყენებული ავტომობილი, ჩართული სიგნალიზაციით და ნორმალური აკუმულატორით ზაფხულში 20-25 დღეში, ზამთარში 10 დღეში ერთხელ, უნდა დაიქოქოს 10-15 წუთით, რათა დაიმუხტოს აკუმულატორი.

თუ აკუმულატორზე ძაბვა 15,5 ვოლტზე ნაკლებია – იგი დასამუხტია.

უსაფრთხოება

აკუმულატორის დამუხტვის პროცესში გამოიყოფა წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი, გახსოვდეს! ნარევი ფეთქებადია. მის უშუალო სიახლოვეს ნუ მოსწევთ, ნუ იხმართ ღია ცეცხლს და მოერიდეთ ნაპერწკლის წარმოქმნას.

ელექტროლიტი – აგრესიული სითხეა, სხეულზე მისი მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოირეცხეთ წყლის უხვი ნაკადით, თუ შეძლებთ კარგია ამ ადგილის სოდისა და ამიაკის 5% ხსნარითაც ჩამოიბანთ. საწიროების შემთხვევაში ნუ მოერიდებით სამედიცინო დახმარებას.

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]