რა არის და როგორ მუშაობს შეფრქვევა?
“სპრისკი”
მთავარი მიზეზი შეფრქვევის სისტემის დანერგვის იყო 1993 წელს მირებული ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ძრავს პირველი 80 000 კილომეტრი მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტით უნდა ემუშავა. ცნობილია, რომ კარბურატორული ძრავი ფაერის და საწვავის ნაზავს ძალით შეისრუტავს, რაზეც გამომუშავებული ენერგიის 10% – დე იხარჯება. გარდა ამისა ამ ძრავებში საწვავის ხარჯვა პრაქტიკულად უკონტროლოდ მიმდინარეობს და დამოკიდებულია როგორ აწვება მძღოლი სატერფულს. შესაბამისად მავნე გამონაბოლქვიც საკმაო რაოდენობით გამოიყოფა.
ინჟექტორულ ძრავებში საწვავი წნევით პირდაპირ წვის წვის კამერაში მიეწოდება, ზუსტად იმ რაოდენობით რამდენიც საჭიროა, ჰაერის პორციაც ასევე გამოზომილად ცალკე არხით ხვდება წვის კამერაში და ნაპერწკლის გაჩენაც შესაბამის მომენტში ხდება. ყოველივე ეს მრავალრიცხოვანი გადამწოდებიდან (датчик) მიღებული მონაცემების ძრავის მართვის კონტროლერის (ECU – Engine Control Unit) მიერ იმართება. შედეგად: საწვავის ეკონომია, გაზრდილი სიმძლავრე და ნაკლები ეკოლოგიური დაბინძურება. თანამედროვე ინჟექტორული ძავები არ საჭიროებენ ძრავის დაქოქვისას საწვავი ნარევის ხელით გამდიდრების სახელურს, სისტემა თვითონ განსაზღვრავს, როდის როგორი რეჟიმია ოპტიმალური ძრავისათვის.
ძრავის მართვის კონტროლერი ECU – Engine Control Unit |
სხვადასხვა სახის გადამწოდები (სენსორი – датчик) |
ინჟექტორული ძრავები შეიძლება იყოს:
მექანიკური ინჟექციით
მონო შეფრქვევა (single point fuel injection),
განაწილებული შეფრქვევა (single point fuel injection),
Pressurised Fuel
Electrical Attachment
Solenoid ON (OFF)
Valve Spring
Spray Tip
Plunger
Injector Casing
Fuel Filter
0 კომენტარი.