დაქოქვის მცდელობისას ძრავი არ ბრუნავს
- აკუმულატორის მომჭერებს ცუდი კონტაქტი აქვს ან წარმოიქმნა კოროზიული ნადები
- აკუმულატორი განმუხტულია ან დაზიანებულია
- სიჩქარეების გადართვის ავტომატური კოლოფი კარგად არ არის გადართული ”პარკირების” (P) ან ”ნეიტრალის” (N) მდგომარეობაში
- გაწყვეტილია, გათიშულია ან ცუდადაა შეერთებული დაქოქვის წრედის გამტარები
- სტარტერის კბილანა გაჭედილია მქნევარაში.
- დაზიანებულია სტარტერის ელექტრომაგნიტი (ბენდექსი)
- დაზიანებულია სტარტერი
- დაზიანებულია ანთების ჩამრთველი
ძრავი ბრუნავს მაგრამ არ იქოქება
- არ არის საწვავი
- აკუმულატორის განმუხტვის ან ცუდი კონტაქტის გამო ძრავი ნელა ბრუნავს
- საწვავი არ მიეწოდება ძრავს
- გაუმართავია საჰაერო დროსელი
- დაზიანებულია, ცუდადაა შეერთებული ან დასველებულია ნაპერწკლის წარმოქმნისა და განაწილების სისტემა (ბაბინა, ტრამლიორი)
- ცილინდრებში დაბალია კომპრესია
- საწვავში მოხვდა წყალი
- დაჭუჭყიანებულია ან გაჭედილია კარბურატორის არხები
- კარბურატორი არ არის სწორად დარეგულირებული
- დარღვეულია ზომა ან გაცვეთილია ანთების სანთლის კონტაქტები
- დარღვეულია ანთების წინსწრების კუთხე (ტრამლიორის კორპუსი დაიძრა ადგილიდან)
- დარღვეულია გამანაწილებელი ლილვის სინქრონულობა
სტარტერი მუშაობს, მაგრამ ძრავს არ ატრიალებს
- გაჭედილია ან მქნევარასთან მოდებაში არ არის სტარტერის კბილანა
- გაცვეთილია ან დამტვრეულია სტარტერის ან მქნევარას კბილანები
ცივი ძრავის დაქოქვა გაძნელებულია
- განმუხტულია აკუმულატორი
- საწვავის ფილტრის დაჭუჭყიანების გამო არ ეწოდება საკმარისი რაოდენობის საწვავი
- გაუმართავია ფაერის დროსელი
- დაზიანებულია ანთების სანთლები
ცხელი ძრავის დაქოქვა გაძნელებულია
- გაჭედილია ჰაერის ფილტრი
- ძრავი ელექტრულად ცუდადაა შეერთებული ”მასასთან”
- გაიჭედილია საჰაერო დროსელი
- კარბურატორის ტივტივას დონე არასწორადაა დარეგულირებული
მომატებული ხმაური ან კაკუნი სტარტერის ჩართვისას
- სტარტერის კბილანის ან მქნევარას კბილანები გაცვეთილია ან დამტვრეულია
- სტარტერი ცუდადაა დამაგრებული
ძრავი იქოქება, მაგრამ მალევე ქვრება
- ცუდი კონტაქტია ნაპერწკლის წარმოქმნის სისტემაში ან გენერატორზე
- საწვავი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება
უქმი სვლისას ძრავი მუშაობს არასტაბილურად
- ჰაერის შეწოვის სისტემაში დარღვეულია ჰერმეტულობა
- გაჭედილია ან არაგერმეტულია კარტერის ვენტილაციის სარქველი
- გაჭედილია ჰაერის ფილტრი
- სატვავის ტუმბო ან ფილტრი ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი რაოდენობის საწვავის მიწოდებას
- დარღვეულია წვის კამერის გერმეტულობა
- გაცვეთილია გამანაწილებელი ლილვის ჯაჭვი
- გაცვეთილია გამანაწილებელი ლილვის მუშტები
- არასწორადაა დარეგულირებული გაზგამანაწილებელი სარქველები (კლაპნები)
- ანთების კუთხე არასწორადაა დაყენებული
- უწესივრობაა ანთების სისტემაში
- გაუმართავია საჰაერო დროსელი
- დაჭუჭყიანებულია ინჟექტორის ან კარბურატორის საწვავგამტარი არხები
- დასარეგულირებელია კარბურატორი
- დასარეგულირებელია ძრავის უქმი სვლის რეჟიმი
- დაზიანებულია ან არასწორი ზომის სანაპერწკლე ჭრილი აქვს ანთების სანთლებს
- უწესივრობაა ნაპერწკლის წარმოქმნისა და დენის გადაცემის გამტარებში
- დანესტიანებულია ანთების სისტემა
- მოკლე ჩართვა ( ან დროებითი გარღვევები ) ანთების სისტემაში
- საწვავში შერეულია უცხო მინარევები
- არათანაბარი ან დაბალი კომპრესია ცილინდრებში
უქმი სვლისას მომატებულია ძრავის ბრუნთა რიცხვი
- გაჭედილია საჰაერო დროსელის სახელური ან ტროსი
- უქმი სვლისას საჰაერო დროსელი ზედმეტად ღიაა
- არასწორადაა დაყენებული ქმი სვლის ბრუნთა რიცხვი
აკუმულატორი სწრაფად განიმუხტება
- დაზიანებულია ან სათანადოდ არაა დაჭიმული გენერატორის ღვედი
- ცუდი კონტაქტია ან კოროზირებულია აკუმულატორის მომჭერებთან
- გენერატორი ვერ უზრუნველყოფს აკუმულატორის დასამუხტად სათანადო ენერგიის გამომუშავებას
- დაზიანება ან ცუდი კონტაქტი დამუხტვის წრედში
- მოკლე ჩართვაა ავტომობილის ელექტროგაყვანილობაში
- აკუმულატორი დაზიანებულია
ძრავის არასტაბილური მუშაობა მოძრაობისას
- დაჭუჭყიანებულია საწვავის ფილტრი ან საწვავის მაგისტრალი
- არასწორადაა დარეგულირებული ანთების სანთლების სანაპერწკლე ჭრილები
- ანთების კუთხის დასწრების არასწორი კუთხე
- ნაპერწკლის გამანაწილებლის (ტრამლიორი) ხუფზე შეიძლება იყოს ბზარი
- დაზიანება ან ცუდი კონტაქტი ანთების სისტემის გამტარებში
- ანთების სანთლების კაბელების დეფექტი
- გამომუშავებული გაზის გამომშვები სისტემის ელემენტების უწესივრობა
- არათანაბარი ან დაბალი კომპრესია ცილინდრებში
- ანთების სანთელზე არასაკმარისი ნაპერწკალი
- ანთების კოჭის (ბაბინა) უწესივრობა
- კარბურატორის არასწორი რეგულირება ან საწვავგამტარი არხების დაჭუჭყიანება
- უქმი სვლის ბრუნთა რიცხვი არასწორადაა დაყენებული
აჩქარებისას ძრავის არასტაბილური მუშაობა ან ავტომობილის გაკვრით მოძრაობა
- ანთების დასწრების არასწორი კუთხე
- უწესივრობები ანთების სისტემაში
- კარბურატორის საწვავგამტარი არხების გაჭედვა ან დაჭუჭყიანება
- საწვავის მიწოდების მაგისტრალის დაჭუჭყიანება
- საწვავის ფილტრის დაჭუჭყიანება
- საწვავის ტუმბოს მიერ არასაკმარისი წნევის განვითარება
- დარღვეულია კარბურატორის რეგულირება
გამორთვისას ძრავი არ ქვრება
- არასწორადაა დაყენებული უქმი სვლის ბრუნთა რიცხვი
- საწვავის ფილტრი გაჭედილია ან საწვავ ნაზავში მოხვდა წყალი და სხვა დამაჭუჭყიანებლები
- საჰაერო დროსელი მუშაობს არასწორად
- ნაპერწკლის გამანაწილებლის ხუფი გამზარულია ან ანთების სანთლების კაბელებია დანესტიანებული
- გამომუშავებული გაზის გამომშვები სისტემის ელემენტების უწესივრობა
- არასწორი სანაპერწკლე ჭრილის ზომები ანთების სანთლებში
- დარღვეულია კარბურატორის ჰერმეტულობა
- ანთების სანთლების თერმული პარამეტრი არ შეესაბამება ძრავს
- გაჭედილია გაზგამანაწილებელი სისტემის სარქველი (კლაპანი)
- უწესივრობა საწვავის მიწოდების შეწყვეტის სისტემაში
- გადაამოწმეთ ხომ არ არსებობს ძრავის გადახურების მიზეზები
ძრავი ვერ ანვითარებს სათანადო სიმძლავრეს
- არასწორადაა დაყენებული ანთების წინსწრების კუთხე
- ნაპერწკალგამანაწილებელი სისტემის (ტრამლიორი) ღერძს აქვს ზედმეტი თავისუფლება
- ნაპერწკალგამანაწილებელი სისტემის ხუფი, კონტაქტები, ანთების სანთლები, მათი ჭრილები ან კაბელები დაზიანებულია
- დაჭუჭყიანებულია ჰაერის ფილტრი
- დაზიანებულია ანთების კოჭა
- ბორბლები თვითდამუხრუჭებულია
- ავტომატურ გადაცემათა კოლოფში სითხის დონე დარღვეულია, რაც იწვევს გასხლტომას (”ბუქსაობას”)
- სრიალებს გადაბმა-მოჭიდების მექანიზმი (”ბუქსაობს სცეპლენიე”)
- გაჭუჭყიანებულია საწვავის ფილტრი ან მაგისტრალი
- აწვავი არ შეესაბამება ზრავს
- არათანაბარი ან დაბალი კომპრესია ცილინდრებში
- დარღვეულია საჰაერო გერმეტიზაცია კარბურატორში
- დაჭუჭყიანებულია კარბურატორი
- დაზიანებულია საჰაერო დროსელი
ძრავიდან ისმის მცირე აფეთქებების ან კაკუნის მაგვარი ხმა
- ანთების წინსწრების კუთხე არასწორადაა დაყენებული
- დაზიანებულია თერმორეგულირებადი ჰაერგამწმენდი
- დარღვეულია ძრავის ჰერმრტიზაცია
- დარღვეულია სარქველების (კლაპნების) რეგულირება
- დაზიანებულია სარქველების ზამბარები ან გაჭედილია სარქველები
- დარღვეულია შემშვები სისტემის ჰერმეტულობა
- არასწორადაა დაყენებული კარბურატორის ტივტივას დონე
ძრავის წყვეტილად მუშაობა აქსელერატორზე დაჭერისას
- ჰაერის გადინება ცილინდრში შეწოვისას
- დაზიანებულია საწვავის ტუმბო
ძრავის დატვირთვისას ისმის დეტონაციები და კაკუნი
- არაშესაბამისი ოქტანური რიცხვის მქონე საწვავი
- არასწორადაა დაყენებული ანთების წინსწრების კუთხე
- ნამწვის ნაფენი წვის კამერებში
- ანთების სანთლების ტიპი არ შეესაბამება ძრავს
დაბალია ზეთის წნევა
- ზეთი არ შეესაბამება ძრავს
- დაზიანდა ან გაიცვითა ზეთის ტუმბო
- გაიჭედა ზეთის ტუმბო
- ძრავი გადახურდა
- გაჭედილია კარტერის ზეთგამტარი არხები
- დაზიანებულია ზეთის წნევის მაჩვენებელი ან სენსორი
გაზრდილია ზეთის ხარჯვა
- მოეშვა კარტერიდან ზეთის გამოსაშვები ხვრელის მომჭერი
- მოეშვა კარტერის სამაგები ან დაზიანებულია საფენი
- მოეშვა ძრავის წინა კედლის სამაგრები ან დაზიანებულია საფენი
- ზეთი გამოედინება მუხლა ლილვის წინა ან უკანა საგერმეტიზაციო საფენებიდან (”სალნიკებიდან”)
- მოშვებულია გაზგამანაწილებელი სისტემის ხუფის დამჭერები ან დაზიანებულია მისი საფენი
- მოშვებულია ზეთის ფილტრი
- მოშვებულია ზეთის წნევის სენსორი
- ძალიანაა გაცვეთილი დგუშები და ცილინდრები
- დგუშის რგოლები დაყენებულია არასწორად
- დგუშის რგოლები გაცვეთილია ან დამტვრეულია
- გაცვეთილია ან დაზიანებულია შემშვები და გამომშვები სარქველების საჭედები (”კლაპნის სალნიკი”)
- გაცვეთილია სარქველის ღეროები
- გაცვეთილია ან დაზიანებულია სარქველები მისი მიმმართველები ან ბუდეები
გაზრდილია საწვავის ხარჯვა
- დაჭუჭყიანებულია ჰაერის ფილტი
- არასწორადაა დაყენებული ანთების წინსწრების კუთხე
- არასწორადაა დაყენებული უქმი სვლის ბრუნთა რიცხვი
- საბურავებში დაბალია ჰაერის წნევა ან მათი ტიპი არასწორადაა შერჩეული
- დარღვეულია საწვავის სისტემის ჰერმეტულობა
- დაზიანებულია საჰაერო დროსელი
- დაჭუჭყიანებულია ან გაჭედილია კარბურატორის არხები
იგრძნობა საწვავის სუნი
- დარღვეულია საწვავის სისტემის ჰერმეტულობა
- საწვავის ავზი გადავსებულია
- გაჭედილია საწვავის ორთქლის კონტროლის ფილტრი
- საწვავის ხარჯვის კონტროლის სისტემაში დარღვეულია ჰერმეტულობა.
სხვადასხვა ხმაური ძრავიდან
- ძლიერი ყრუ ხმაური, რომელიც უფრო მკვეთრი ხდება ბრუნთა რიცხვის მომატებისას – დაზიანებულია ან გაცვეთილია მუხლა ლილვის საკისრები ან ანათანაბრადაა გაცვეთილი მუხლა ლილვი
- ძლიერი ტკაცუნა ხმაური, რომელიც უფრო მკვეთრი ხდება ბრუნთა რიცხვის მომატებისას – მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის საფენების ცვეთა ან დაზიანება, დგუშის თითას ან მისი საჯდომი ხვრელის ცვეთა
- მეტალის ტკაცუნის ან ხრიალის ხმა წყლის ტუმბოდან – მისი საკისრის ცვეთა ან დაზიანება
- მეტალის კაკუნის ხმა ძრავის ბრუნთა სინქრონულად – გაზგამანაწილებელი სარქველების არასწორი რეგულირება ან მის მბიძგარას (”ტოლკატელი”) გაჭედვა
- უწყვეტი მეტალის ღრჭიალის ან კაკუნის ხმა ძრავის წინა მხრიდან – გაცვეთილია, ან არასწორადაა დაჭიმული გამანაწილებელი ლილვის ამძრავი ჯაჭვი
gamarjobat droseli gavcminde opelze da rom vqoqav did abarotze mushaobs da iqneb rame mirchiot ra veraperi ver gavige 😥
ოპელ ასტრა მყავს ტურბოდიზელზე 2.0 ლ 2000 წ. მოძრაობისას მომენტალურად ქვრება და 1-2 წუთის მერე ისევ იქოქება,რისი ბრალი უნდა იყოს,
გაუმარჯოს ან დროსელი არ ვარგა ან პაცოსი იქნება გასაწმენდი ბრატ ან და ჰარერის შლანგები შეამოწმე დროსელნათ რომელიც არის შეერთებული.
Honda CR-V 1998 პრობლემა ცივ მატორზე ქვრება მინიმუმ 5 წუთი მაინც უნდა რო გათბეს და დაძრა მანქანა და ამ 5 წუთში რამოდენიმეჯერ ქვრება. ტრამლიორი თითქმის ბოლომდე არის გადაწეული
http://youtu.be/gNJU_brFQZ8
შევცვალე
1) ელექტრო პასოსი (idle air control valve)
2) ჰაერის წნევის დაჩიკი (ვოზდუხამერი MAP SENSOR)
3) ბენზინის ფილტრი
4) თერმო დაჩიკი (ტრამლიორის ქვეშ არის)
5) სვეჩის კაბელები
6) სვეჩები
7) გავწმინდე დროსელი
8) მეტკები მატორში სწორადაა
😥 😥 😥 😥 😥