საწვავის ხარჯი

რაზეა დამოკიდებული საწვავის ხარჯვა?

”20 საშუალება, როგორ დავწვათ ბენზინი სწრაფად”:

  1. დაგვიანებული ანთება (Позднее зажигание) – ყოველ 1 გრადუს წანაცვლების კუთხეზე 1%-ით მეტი წვა.
  2. ანთების სანთელზე ელექტროდებს შორის არასწორი ღრეჩო (зазоры), ან სანთლის მუშაობაში წყვეტები (перебои) – 10%
  3. ჩართული ახლო განათების მაშუქები (Ближний свет фар) – 5%, შორი განათების მაშუქები – 10%.
  4. გამაგრილებელი სითხის სამუშაო ნორმაზე ნაკლები ტემპერატურა – 10%. ცივი ძრავით მოძრაობა 20%.
  5. ცილინდრისა და დგუშის რგოლების მომეტებული ცვეთა, რაც კომპრესიის შემცირებას იწვევს – ყოველ 1 ატმოსფეროზე – 10%.
  6. მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის ( მუხლა ლილვის საფენი (вкладыш), დგუშის თითა (палец)) ცვეთა – 10%. გაცვეთილია მოჭიდების მექანიზმი (сцепление) – 10%.
  7. გაზგამანაწილებელი სისტემის მექანიზმების ცვეთა, აგრეთვე არასწორად დარეგულირებული სარქველების ღრიჩოები – 20%-მდე
  8. ზედმეტად მოჭერილია თვლების საყრდენი საკისრები (подшипники ступиц) – ავტომობილს ცუდი გორვა აქვს – 15%.
  9. დარღვეულია თვლების შეყრისა და გაყრის კუთხეები (сход развал) – 10%
  10. დაბალი წნევა საბურავებში – 9% ყოველ ნახევარ ატმოსფეროზე (0,5 კგ/სმ2).
  11. ყოველ 100 კგ. ტვირთზე – 10%.
  12. სახურავის დატვირთული საბარგული ( багажник на крыше) – 40%, ცარიელი – 5%.
  13. მისაბმელი (Прицеп) – 60%
  14. ავტომობილის ტარების არასწორი ჩვევები – 50%.
  15. ჰაერის ფილტრის დაჭუჭყიანება – 10%
  16. საწვავის მიწოდების სისტემის (ბენზოტუმბო, კარბურატორი) – 50%
  17. გათვალისწინებულზე დაბალოქტანური ბენზინის გამოყენება – 5%.
  18. დეფორსირებული ძრავი (კომპრესიის ხელოვნური შემცირება) – 10%.
  19. შემხვედრი ქარი – 10%.
  20. ცუდი მოჭიდების მქონე გზის საფარზე მოძრაობა – 10%.

ეს რიცხვები მიახლოებულია, მაგრამ თვალნათლივ აჩვენებს მომეტებული ხარჯვის მიზეზებს.

განვიხილოთ საწვავის ხარჯვის ასპექტები:

თანამედროვე ავტომობილი საკმაოდ ეკონომიურია, მაგრამ სხვადასხვა პირობებში საწვავის ხარჯვა შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდეს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ინტენსიური მოძრაობის ან საცობების გამო, არამედ მართვის ინდივიდუალური სტილითაც. ძირითადად კი საწვავის ხარჯი დამოკიდებულია:

  • ავტომობილის ძრავის სიმძლავრეზე
  • მოძრაობის სიჩქარეზე
  • ჰაერის წინააღმდეგობის დაძლევაზე
  • საბურავების გორვისა და გზის ზედაპირთან ხახუნის დაძლევაზე
  • მექანიზმების ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი წინააღმდეგობების დაძლევაზე
  • დაძვრის ინერციის ძალის დაძლევაზე
  • აღმართის გადალახვისას მიზიდულობის ძალის დაძლევაზე
  • მართვის ინდივიდუალურ სტილზე
  • გზის საფარზე
  • მოძრაობის ინტენსივობაზე
  • წელიწადის კლიმატურ პირობებზე

აქედან:

აეროდინამიური (შემხვედრი ჰაერის მასის) წინააღმდეგობა იზრდება სიჩქარის ზრდასთან ერთად. 50-60 კმ/სთ სიჩქარისას ეს წინააღმდეგობა აჭარბებს ყველა სხვა ცალკეულ მოწინაარმდეგე ძალას. 100-120 კმ/სთ-ისას ის გაცილებით აჭარბებს ყველა სხვა ძალას ერთად აღებულს.
გორვის წინააღმდეგობა დამოკიდებულია ავტომობილის მასაზე და საბურავებში წნევაზე, რომელიც მცირედ იზრდება სიჩქარის ზრდასთან ერთად.
მექანიზმების ხახუნის წინააღმდეგობა დამოკიდებულია გამოყენებული საპოხი მასალის ტიპზე და დამოკიდებულია სიჩქარეზე
ინერციის დაძლევის ძალა დამოკიდებულია დაძვრისას განვითარებულ აჩქარებაზე (რამდენად სწრაფად გავაქანებთ დამდგარ ავტომობილს)
აღმართის დაძლევისას საწვავის ხარჯი იზრდება დახრის კუთხის მიხედვით.
საწვავის მომატებულ ხარჯვას იწვევს სხვადასხვა მექანიზმებიც: გენერატორი (”დინამო”), კონდინციონერის კომპრესორი, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი და ა.შ. ესაა 2-5 %-ით მომატებული ხარჯვაა

საწვავის მომატებულ ხარჯვა აქვს ავტომობილებს, რომელთაც:
აქვს დიდი ზომები (დიდია აეროდინამიკური წინააღმდეგობა)
აქვს ძრავის დიდი სიმძლავრე (მოცულობა)
თუ ოთხივე თვალი ამძრავია (მაგალითად ”ნივა”)
კორპუსის არასრულყოფილი აეროდინამიური ფორმა
ძრავი – ცილინდრზე ორ სარქველიანი (”კლაპანი”) სისტემით. (ოთხიანისგან განსხვავებით)
კარბიურატორიანი ძრავი – შეფრქვევის (”პრისკი”) სისტემიანისგან განსხვავებით
გადაცემათა ავტომატური კოლოფით – სახელურიანისგან განსხვავებით
საჭის ჰიდროგამაძლიერებლიანი მექანიზმით
კონდიციონერით აღჭურვილი ძარიანი ავტომობილი

საწვავის ხარჯვის ეკონომია მიიღწევა:

მოძრაობის თანაბრობით (მკვეთრი გაკვრებისა და ხშირი სამუხრუჭე შენელებების ან გაწევის პედლის მკვეთრი აღების, სიჩქარეების გადართვისას მოზრაობის სიჩქარის თანაბრობის შენარჩუნება)
საგზაო სიტუაციის გონივრულად გამოყენებით (შუქნიშნის მოსალოდნელი სიგნალის გათვალისწინება, წინმდებარე დაბრკოლების დროულად თავის არიდებით და ა. შ.)
ავტომობილის დაძვრისას – მესამე და შემდგომ სიჩქარეებში დროულად გადართვით (დაახლოებით 2000 ბრუნი/წამში ქრავის ბრუნთა რიცხვის მიღწევამდე)
ძრავის უქმი სვლის მინიმუმამდე შემცირებით (მათ შორის ძრავის გათბობისასაც)
დასახული მიზნისკენ დროულად გამგზავრება (რათა შემდეგ არ მოგიწიოთ ნაუცბათევი მანევრების შესრულება)
მოსახვევებში შევარჩიოთ სიჩქარე ისე, რომ ნაკლებად დაგვჭირდეს დამუხრუჭება და სიჩქარის გამოცვლა შემდგომი გაქანების მიზნით
გზის ჰორიზონტალურ მონაკვეთებზე შეეცადეთ გამოიყენოთ გადაცემათა კოლოფის მეხუთე (არარსებობის შემთხვევაში მეოთხე) მდგომარეობა.
საგზაო სიტუაციის მკვეთრი ცვლილებისას დასაშვების სიჩქარეების ერთი საფეხურის გამოტოვებით (მეხუთედან – მესამეში ან პირიქით) გადართვა, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ორი საფეხურის გამოტოვებითაც.
გასწრებისას გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი – დავუშვათ: ვმოძრაობთ მეხუთე გადაცემით, გადავწყვიტეთ გასწრება, სადაც საჭირო აღმოჩნდა მეოთხე გადაცემის გამოყენება, მეხუთე გადაცემაში დავბრუნდეთ დროულად.
ავტომატური გადაცემების კოლოფიან ავტომობილებში სასურველია გამოვიყენოთ რეჟიმები ”ეკონომიური” ან ”ზამთრის” (ეს რეჟიმები უზრუნველყოფენ ძრავის მინიმალურ ბრუნთა რიცხვზე გადართვას, ”სპორტულისგან” განსხვავებით)
ხანგრძლივი დგომისას გამოვრთოთ ძრავი – მაგალითად: უიმედო საცობში, რკინიგზის დაკეტილ შლაგბაუმთან ან სხვა მსგავს სიტუაციებში (მაგრამ არა შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე).
გამოვიყენოთ ხარისხიანი ბენზინი შესაბამისი ოქტანური რიცხვით
კლიმატური პირობების გათვალისწინებით გამოვიყენოთ საავტომობილო ზეთი მინიმალური სიბლანტით.
საბურავებში შევინარჩუნოთ შესაბამისი წნევა.
ყურადღება მივაქციოთ სამუხრუჭე სისტემას, ხომ არ ხდება თვითდამუხრუჭება (შემოწმება შეიძლება საბურავის დისკოზე ხელის შეხებით, ხომ არ თბება)
შევამოწმოთ ხომ არ ხდება გადაბმულობის ასრიალება (ჩავწეროთ შემოწმების მართივი მეთოდი)
პერიოდულად შევამოწმოთ თვლების დაყენების კუთხეები.
ანთების და საწვავის მიწოდების სისტემა ვიქონიოთ წესრიგში.
დროულად შევცვალოთ ჰაერის ფილტრი.
კონდინციონერი გამოვიყენოთ აუცილებლობის შემთხვევაში.
ტრასაზე შეეცადეთ ნაკლებად დაუშვათ ფანჯრის შუშები, უმჯობესია ისარგებლოთ ავტომობილის შიდა სავენტილაციო სისტემით.
ნაკლებად გამოიყენეთ გარე დამატებითი ელემენტები (ფარები, წინსაფრები, სარკეები, ანტენები და ა. შ.
გარე საბარგული დააყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში
ნუ ატარებთ მძიმეწონიან არასაჭირო ტვირთს (”კანისტრა”, სათადარიგო დეტალები, უსარგებლო ინსტრუმენტები და სხვა)

  1. ხშშშშ

    ფანჯრები არ ჩაწიოთ 50% ეკოომიააა 😀 😀 😀 😀

  2. ირაკლი

    მყავს ოპელ ასტრა ჯე. 1.6 პრასტოი, მიწვავს ბევრს და ვერ მივაგენი მიზეზს,გამოვცვალე სვეჩები ათვლის დაჩიკი მარა აზრი არ აქვს და იქნებ რამე მირჩიოთ..

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]