წნევა საბურავში


გახვრეტილი საბურავი – ეს ყოველთვის ძალიან ცუდია . დაშვებული საბურავის შესახებ ჯობია , ადრევე შეიტყვოთ – სწორედ ამაში დაგეხმარებათ წნევის საზომი საბურავებში .

როგორ მუშაობენ წნევის საზომი ხელსაწყოები საბურავში?

პირველი პატენტი საბურავზე 1846 წელს გაიცა და მას შემდეგ ისინი გამუდმებით „იხვრიტებიან“. ყველასათვის ცხადია, რომ დაშვებული საბურავი – არაფერ კარგს არ მოიტანს. არც დაბალი წნევაა ნაკლებად საშიში: „ყოველდღიური მომსახურეობის“ ინსტრუქციებში „საბურავებში წნევის გაზომვის“ პუნქტი ერთ- ერთი პირველი ტყუილად კი არ არის.

როდესაც საბურავი „სულს ღაფავს“ –  წინააღმდეგობა ძალიან დაბალია. რასთან მივყავართ ამას? საწვავის მაღალი დანახარჯი, საბურავების მეტი დაზიანება, და რა თქმა უნდა მანქანის გვერდითი გადახრა. ეს მძღოლმა შეიძლება გზის სავალი ნაწილის უსწორმასწორო ზედაპირს შეიძლება მიაწეროს და ასეთ მდგომარეობაში დიდხანს იაროს. ყველაზე საშინელი ამაში კი ისაა, რომ ექსტრემალურ სიტუაცაში:
მკვეთრი მოხვევისას ან დამუხრუჭებისას შეიძლება საბურავი საერთოდ მოძვრეს დისკიდან ან მობრუნდეს.

ასეთ სიტუაციაში კი – საგზაო შემთხვევის მოხდენის ალბათობა ძალიან მაღალია. ცხადია, რომ ამასთან ბრძოლა აუციელებელია და რაც უფრო ადრე შეამჩნევს მძღოლი საბურავში წნევის დავარდნის ფაქტს, მით უკეთესია. რა თქმა უნდა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ყოველი მგზავრობის წინ „ნასოსით“ან მანომეტრით სათითაოდ ყოველი საბურავის შემოწმება, მაგრამ ჩვენ ხომ ზარმაცი და გულმავიწყი ხალხი ვართ. თანაც, ყინვაში და ქარბუქში რაღაც მოწყობილობებით გარეთ ბოდიალი
– არც ისეთი სასიამოვნოა. ან ისედაც რა საჭიროა ეს მაშინ, როცა არსებობს უამრავი ხელსაწყო
– რომელსაც თავადაც შეუძლია ამ საქმის შესრულება.


ჩინური წარმოების ხუფი – ფერის ცვლილებით გაუწყებთ წნავის დავარდნას . ინფორმატულობა საუკეთესოა , სიზუსტე – კითხვის ნიშნის ქვეშ .

ყველაზე მარტივი მათ შორის არის
– სპეციალური ხუფი ფერის ინდიკატორებით, რომელიც დასატენი ხრახნის ნაცვლად ყენდება. დავარდა წნევა, მაგალითად
2 ატმ.-მდე, ამ საოცარი, გამჭვირვალე სახურავს ქვეშ გამაფრთხილებელი ყვითელი
(სტაფილოსფერი)
ხაზი აციმციმდება. გასაგებია, საბურავს რაღაცა ჭირს, უნდა შემოწმდეს. წნევა კიდევ უფრო შემცირდა, ჩვენი ნათურა უკვე,
(როგორც წესი)
– წითლად აინთება
– კრიტიკული მდგომარეობაა. ამ მიდგომის საუკეთესო მხარე
– მისი სიმარტივეა. ნაკლი
– დაბალი ინფორმაციულობა. მისი შემოწმება მხოლოდ გაჩერების შემთხვევაში შეიძლება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ნათურის ფერის დანახვა მაინც გაცილებით იოლია, ვიდრე საზომი ხელსაწყოებით ყველაფრის თავად კეთება.

კიდევ ერთი ნაკლი
– ნათურის ფერი იცვლება წნევის რაღაც გარკვეულ სიდიდეზე, რომელიც
თქვენი ავტომობილისათვის შეიძლება სულაც ნორმალური იყოს.
ე. ი. მისი არჩევა სპეციალურად თქვენი მოდელისთვისაა საჭირო.


სხვადასხვა ელექტრონული სისტემის მონიტორინგისათვის რადიომიმღებების დამონტაჟება დისკებზე .

იმისათვის, რომ წნევის ცვლილებების შესახებ მოძრაობის დროსაც ვიგებდეთ კარგი იქნებოდა რადიო-მოწყობილობების ქონა. იმ მოწყობილობების, რომელიც დროულად მოგვცემდა გაფრთხილებას და არც ცრუ განგაშს ატეხდა.

კონტროლის სისტემა ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააფრთხილებს მძღოლს რომელიმე პარამეტრის ცვლილებაზე და ისიც დროულად მოახერხებს პრობლემის გადაჭრას. გასაგებია, რომ გამჭოლი ნახვრეტის ან საბურავის „აფეთქების“ შემთხვევაში ასეთი სისტემა სრულიად უსარგებლოა. მძღოლი თვითონაც იგრძნობს ამას. აი, მსუბუქი დაზიანებისას კი იგი შეუცვლელია. არსებობს სისტემები, რომლებიც მონაცემებს საბურავში არსებულ წნევასა და ტემპერატურაზე
– ცენტრალურ ბლოკს რადიო-კავშირის დახმარებით გადასცემს. ასევე ისეთებიც, რომლებიც საჭირო ინფრორმაციას
Bluetooth-თ ტელეფონში ან კომუნიკატორზე აწვდიან. სხვათა შორის, ეს ძალიან მოსახერხებელია.


წნევის მონიტორინგის სისტემა   X-Pressure, Pirelli-მა შეიმუშავა . მისი ყველაზე იოლი ვარიანტი Optic – წარმოაგენს 4 ცილინდრს , რომელიც ძირითად ხრახნებზე მონტაჟდება . წნევის შესახებ ინფორმაციას კი იგი ფერებით იძლევა .

არსებობს უფრო ეშმაკური სისტემაც, რომელიც წნევის ნამდვილი საზომებით კი არა – ABS-თ მუშაობს. როგორც წესი, სწორედ ისინი გამოიყენება სერიულ წარმოებაში. როგორ მუშაობენ ისინი? ელექტრონიკა დროის ნებისმიერ მომენტში საბურავების ბრუნვის სიხშირეს და მათ თანაფარდობას აფიქსირებს. როგორც ვიცით, დაბალი წნევის დროს საბურავის სიმაღლე მცირდება. შესაბამისად, დაზიანებული ბორბლის ბრუნვის სიჩქარე იზრდება. იზრდება ერთ ღერძზე მოთავესებული საბურავების ბრუნვის სიხშირეებს შორის სხვაობაც. საბოლოოდ, სისტემა ამ ცვლილებებს აფიქსირებს და განგაშის ზარსაც შემოკრავს.


X-Pressure – სისტემა Acoustic- ს შესრულებით . მოწყობილობაში დამონტაჟებულია ხელსაწყოები , რომლებიც ზომავენ წნევას და გადასცემენ ცენტრალურ ბლოკს . როგორც კი წნევა დავარდება , ბლოკზე შესაბამისი ინფორმაცია გამოჩნდება და გამაფრთხილებელი ხმაც გაისმის . კვების ელემენტები მათში დაახლოებით 5 ათას საათზეა გათვლილი , რაც საშუალოდ   ექსპლუატაციის 5 წელს გულისხმობს . მათი გამოცვლა გათვალისწინებული არ არის , ასე რომ ამ დროის გასვლის შემდეგ მოწყობილობა მთლიანად უნდა შეიცვალოს .

რითია ცუდი ასეთი სისტემა? მაგალითად მკვეთრ მოსახვევში, როდესაც საბურავების ბრუნვის სიხშირეებს შორის ცვლილება შედარებით დიდ ხანს გრძელდება, საგანგაშო სიგნალი მაშინეთვე გაისმის (ამ დროს გარეთა საბურავები ხომ შიგნითაზე გაცილებით სწრაფად მოძრაობს). ეს ჯერ კიდევ რა არის.


X-Pressure – ს ერთ – ერთ   ყველაზე განვითარებულ ვერსიას – AcousticBlue – მონაცემების გადაგზავნა ტელეფონზე Bluetooth- ს გამოყენებით შეუძლია . ასეთი მომსახურეობის შეძენა თუ მოისურვეთ , მინიმუმ 160 ევროსთან მოგიწევთ გამომშვიდობება .

ასეთი სისტემები ხანდახან სრულიად გამოუსადეგარია. მაგალითად, როდესაც ავტომობილზე
RunОnFlat – ტექნოლოგიის საბურავები ყენდება. შეგახსენებთ, რომ ასეთი ტექნოლოგიის „ბორბლებში“ – წნევის სრული დავარდნის დროსაც კი სიმაღლე უმნიშვნელოდ – 30-40 % -თ მცირდება. წნევა საბურავებში არ არის, ხოლო გაძლიერებული „გვერდები“ ავტომობილს გზის გაგრძელების საშუალებას აძლევს, თანაც საკმაოდ კარგ სიჩქარეზე და დიდ მანძილზე.


უამრავი ავტომობილი თავად აფრთხილებს მძღოლს საბურავებში წნევის დავარდის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა, ამ სისტემას მაინც კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია, განსაკუთრებით თუ შორეულ მოგზაურობას გეგმავთ. ჩვენ ტექნიკაზე სრულიად მინდობას მაინც არ გირჩევთ. ამიტომ ბოლოსათვის
2 სიტყვას, არა 3-სღა დავამატებთ. წნევას მიხედეთ, მეგობრებო!
კვირაში ერთხელ მაინც ნუ დაიზარებთ საბურავში ჰაერის დამატებას, მითუმეტეს თუ იგი გამომშრალია.

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]