ავტო განათება

ავტომობილის ფარის ევოლუცია

1895 – ნაპერწკლიანი და ბენზინის ლამფები
1908 – ელექტრული ნათურა ცალკე აკუმულატორით
1913 – “Bosh light” იყენებს ფარების განათებისთვის დინამოს და ძაბვის რეგულატორს
1915 – გამოჩნდა ცალკე შორი და ცალკე ახლო განათების ფარები დამოუკიდებელი რეგულირებით
1924 – ერთ შუშის კოლბაში ჩამონტაჟდა ახლო და შორი განათების ორი ნათურა. შესაძლებელი გახდა ერთი შუქამრეკლის გამოყენება

1957 – ახლო, შორი, გაბარიტული და მოხვევის ნათურები ერთ კორპუსში განათავსეს. პირველად გამოიყენეს ფარა სინათლის ასიმეტრიული განაწილებით.
1961 – შეიქმნა მართკუთხა ოპტიკური შუშა
1962 – პირველი ჰალოგენური ნათურები
1965 – ორფოკუსიანი შუქამრეკლი H1 სტანდარტის ახლო და შორი განათების ნათურებისთვის
1971 – H4 სტანდარტის ორი ვარვარების ძაფიანი ნათურები
1974 -ფარების დახრის კუთხის პირველი ელექტრული კორექტორი
1983 – პროჟექტორული ტიპის ფარი
1988 – ცვლადი ფოკუსიანი ფარის ტექნოლოგია
1992 – ქსენონის ფარების პირველი თაობა
1993 – ფარები პლასტიკური შუქამრეკლით

1995 – ბიქსენონური ტექნოლოგია
1999 – აქტიური განათების პრეზენტაცია
2006 – “ჭკვიანი” განათების მსოფლიო პრეზენტაცია

რაში იყენებს ავტომობილი განათებას

ჩვეულებრივი პარაბოლური შუქამრეკლით აღჭურვილი ფარა

გამოყენებულია ვარვარების 2 ძაფიანი Н4 სტანდარტის ნთურა. შემხვედრის დაბრმავების თავიდან ასაცილებლად:

ახლო განათების ვარვარების ძაფი ფოკალური წერტილიდან ოდნავ წინ და ზემოთაა გაწეული და გადაფარულია კოლბაში მოთავსებული სპეციალური ეკრანით, და იყენებს შუქამრეკლის მხოლოდ ზედა ნახევარს.
შორი განათების ვარვარების ძაფი ფოკუსშია მოთავსებული და შუქამრეკლის მთელ ზედაპირს ანათებს
თავისუფალი ფორმის შუქამრეკლის ზედაპირი პარაბოლურისგან განსხვავებით ისე გათვლილი, რომ ერთძაფიანი ვარვარების ნათურის მთელი სინათლე შემხვედრის დაბრმავების თავიდან ასაცილებლად, ოდნავ ქვემოთაა მიმართული

თანამედროვე ნათურები მზადდება:

ჩვეულებრივი ვარვარების ძაფიანი, ბალონში ვაკუუმით.

ჰალოგენური – ასევე ვარვარების ძაფით, ბალონში ჰალოგენური გაზით
ანთების ბლოკი
ქსენონის – ბალონში არ არის ვარვარების ძაფი, არის მხოლოდ 2 ელექტროდი და გაზი ქსენონი. ნათებას იწვევს ელექტროდებს შორის ელექტრული განმუხტვა.

გაზგანმუხტვადი ქსენონი შეუდარებლად ეფექტურია ჰალოგენურ ვარვარების ძაფიან ნათურასთან. ვინაიდან მასში საერთოდ არ არის ვარვარების ძაფი, ენერგიის 40% არ იხარჯება მის გავარვარებაზე, არამედ მხოლოდ 7-8%. შესაბამისად ისინი იხმარენ არა 55 ვატს, არამედ 35-ს. სინათლის ნაკადი ორჯერ მეტია 3200 ლუმენი (1500 – ვარვარების ძაფიანს). ისინი გაცილებით დიდ ხანს მსახურობენ, რადგან იქ “სპირალი” არ არის და ვერც ვერაფერი გადაიწვება.

თანამედროვე მაღალი კლასის ავტომობილები აღჭურვილია ე.წ. “ჭკვიანი” განათებით, რომელიც მრავალი სასარგებლო ფუნქციითაა აღჭურვილი.

განსხვავება ჩვეულებრივ და “ჭკვიან” განათებას შორის

ღამით მოძრაობის ათი წესი

1 – თუ ავტომობილს არ აქვს ფარების ავტომატური რეგულირება, როდესაც ვინმეს უკან ჩაუდგებით, მექანიკური კორექტორით დახარეთ თქვენი ფარები ქვემოთ და გადადით ახლო განათებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უკანა ხედვის სარკით აბრმავებთ წინ მიმავალ მძღოლს.

2 – ღამით მოძრაობისას თქვენი საქარე მინა კარგად გაასუფთავეთ, როგორც შიგნიდან ასევე გარედან. დღის სინათლეზე ეს გაჭუჭყიანება საერთოდ არ შეიმჩნევა, მაგრამ სიბნელეში შემხვედრი ავტომობილის ფარები გაჭუჭყიანებულ მინაზე სინათლის სხივს ისე გარდატეხს, რომ შესაძლოა საერთოდ ვეღარაფერი დაინახოთ.

3 – შებინდებისას დროულად ჩართეთ გაბარიტული მაშუქები. ბინდში მაშუქებჩამქვრალი მანქანა ძალიან საშიშია. იგი გაჩერებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნუ გააკეთებთ დენის ეკონომიას, ავტომობილი “სოჩიკზე” არ ზის.

4 – სიბნელეში შემხვედრთან გვერდის აქცევისას, მოკლე დროით მაინც ხდება დაბრმავება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჯობია, წინასწარ შეანელოთ სიჩქარე და ფეხი გადაიტანოთ მუხრუჭზე.

5 – თუ თქვენ წინ გხვდებათ ერთი ანთებული ფარი, ეს შეიძლება ნორმალური მოტოციკლი, ან არანორმალური ავტომობილი იყოს. წინასწარ ჩათვალეთ, რომ ასეთ ავტომობილს მარცხენა ფარი აქვს ჩამქრალი და აქცევაც ამის გათვალისწინებით მოახდინეთ.

6 – თუ შემხვედრი ფარებს არ გადართავს შური რეჟიმიდან ახლო რეჟიმზე, თქვენ მზერა გადაიტანეთ გზის მარჯვენა გვერდულზე, დახუჭეთ მარცხენა თვალი და შეამცირე სიჩქარე (სხვა გამოსავალი არ არის).

7 – აღმართთან მიახლოებისას გაითვალისწინეთ, რომ მოსალოდნელია მეორე მხრიდან გორაკის წვერზე შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდეს, იგი აუცილებლად დაგაბრმავებთ, ახლო განათების ფარებითაც კი (სწორად დარეგულირებული ფარები ოდნავ ქვემოთაა დახრილი). ხოლო როდესაც თქვენ ეშვებით, იგივე მოხდება სხვის მიმართაც. ასე, რომ ესეც გაითვალისწინეთ. (გათვალისწინების გარდა სხვა ვერაფერს გააკეთებ)

8 – თუ ღამით უცნობ გზაზე მოძრაობ, ყოველი მოსახვევი საშიშროებად ჩათვალეთ. სიბნელე ამცირებს მხედველობის კუთხეს და აღქმის სიზუსტეს.

9 – გაითვალისწინეთ, რომ სატვირთო ავტომობილის ზომები შეიძლება არ ემთხვეოდეს გაბარიტულ მაშუქებს, რა იცი ვის რა გადააქვს.

10 – არიან ადამიანები, რომელთაც ღამის მხედველობა ძალიან სუსტი აქვთ. მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავები მხედველობის სიმკვეთრის გაზრდის მიზნით, ენის ქვეშ
ლიმონის პატარა ნაჭერს იდებდნენ. ოკულისტები ამბობენ – ეს მართლაც აუმჯობესებს მხედველობას.

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]