”წესიერად მოქცევის” ძირითადი წესები
ამბობენ “მძღოლიც ადამიანიაო”, სხვათა შორის სხვა ავტომობილის მძღოლიც, ამიტომ თუ ერთმანეთს ანგარიშს გავუწევთ, ყველა გაიადვილებს ცხოვრებას. ამისათვის არსებობს ზოგიერთი დაუწერელი კანონი:
რამდენიმე წესი როგორ იმოძრაო თბილისში და თან თავი ადამიანად იგრძნო.
- შენი უპირატესობის შემთხვევაშიც კი დაუთმე შემხვედრს თუ იგი უწყვეტი ნაკადის გამო ვერ ახერხებს ზოლში შემოსვლას ან გადაწყობას.
- გაატარე ავტომობილი, რომელიც გამოდის შენს გზაზე თუ მას მხედველობის არე შეზღუდულია.
- გაატარე ავტომობილი, რომელიც იძულებულია შენს გზაზე გადმოვიდეს მის წინ მოულოდნელი დაბრკოლების გაჩენის გამო.
- დაუთმე თუ ხედავ, რომ საჭესთან ახალბედა-გამოუცდელი მძღოლია.
- დაეხმარე გასაჭირში ჩავარდნილ მძღოლს, მითუმეტეს თუ ის ამას ითხოვს ან აშკარად ესაჭიროება დახმარება.
- ნუ დაივიწყებ მადლობის გადახდას (ვთქვათ ხელის აწევით), როდესაც სხვა მძღოლი მის უპირატესობას დაგითმობს ან საშიშროების შესახებ გაგაფრთხილებს.
- ნუ უპასუხებ უხეშობას და ვიგინდარობას იგივეთი. დაიცავი წესი – ”გიჟი თავისუფალია”.
- გაჩერებულ ავტომობილს ისე აუქციე გვერდი, რომ მას საშუალება ქონდეს კარი მთლიანად გამოაღოს – ზოგი მართლა ”თავისუფალია”.
- ნუ დააყენებ ავტომობილს ისე რომ შენი მშობლების ”ხშირი ხსენების” გამო გასლოკინოს. ( საინტერესოა, რატომ აკეთებს ადამიანი ისეთ რამეს, რისთვისაც წინასწარ იცის, რომ შეაგინებენ) .
- ნურაფერს გადმოაგდებ ავტომობილიდან – გახსოვდეს გზა სანაგვე ყუთი არ არის და ეს ქალაქიც შენია.
- ფეხითმოსიარულეს შეგიძლია წამიერი სიხარული მიანიჭო თუ მოახერხებ და მას გადასასვლელზე კიარ გადააკუნტრუშებ, არამედ ხელის თავაზიანი მოძრაობით ანიშნებ, რომ ატარებ. შენც ადამიანად იგრძნობ თავს.
- შენგან განსხვავებით, შენს წინ წითელზე გაჩერებული ავტომობილი ვერტმფრენი არ არის და ვერ გადააფრინდება მის წინ მდგომს. შენ შეგიძლია გადააფრინდე ისე რომ, არ მოახდინო საკუთარი საყვირის მუსიკალობის დემონსტრირება.
- მოძრაობის წესები, ფარების ხანმოკლე ანთებით გასწრების შესახებ გაფრთხილებას გულისხმობს და არა გამატარე შენი …
- თუ გინდა შემხვედრს შეატყობინო , რომ წინ რაიმე საშიშროება ან დაბრკოლება ელოდება, რამდენჯერმე ხანმოკლედ აუნთე ფარები.
- თუ შენს წინ დაბრკოლებას ხედავ, ხოლო უკან მომავალი ავტომობილი გასწრებას გიპირებს ჩართე მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი.
- მარჯვენათი ანიშნებ – გამასწარი, გზა თავისუფალია.
- მარცხენა ხელი, გაშვერილი თითით და ქვემოთ დაშვებული თუ წრეს ხაზავს – ანიშნებ, რომ საბურავი დაშვებული გაქვს.
- კარზე მითითება – კარი ბოლომდე დახურული არ გაქვს, ან კარში რაღაცაა მოყოლილი.
მეცხრე უმეტესად ქალებზეა